canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ბავშვებისათვის

ბავშვებისათვის

კოხლეარული იმპლანტი

თარიღი: 2011-11-28

ვისზე გაიცემა კოხლეარული იმპლანტი?

  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფილი იქნებიან აბსოლუტური სიყრუის მქონე და ყრუ-მუნჯი 6 წლამდე ასაკის ბავშვები. ასევე ამ ასაკის ზემოთ მყოფი პირები, თუ სამედიცინო დასკვნის თანახმად, ნაჩვენებია კოხლეარული იმპლანტის ოპერაცია და ის პირები, რომლებსაც წინა წლების შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული „კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის" ფარგლებში მიღებული აქვთ კოხლეარული იმპლანტი და საჭიროებენ კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაციას და/ან რეაბილიტაციას.

ვის უნდა მიმართოთ კოხლეარული იმპლანტის მისაღებად?

  კოხლეარული იმპლანტის მისაღებად აღრიცხვაზე აყვანისათვის პირის კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალურ ან რაიონულ განყოფილებას, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
- პირის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია;
- პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია;
- პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში - დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);
- შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №IV-50/2 - ის ასლი, სადაც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული კოხლეარული იმპლანტის საჭიროება.

ვის ენიჭება კოხლეარული იმპლანტის მიღებაზე უპირატესი უფლება?

  კოხლეარული იმპლანტის მიღებაზე უპირატესი უფლებით სარგებლობენ იმპლანტის საჭიროების მქონე ექვს წლამდე ასაკის ბავშვები.

როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება?

  სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალური კომისია, დადგენილი წესით, განიხილავს სააგენტოში შემოსულ განცხადებებს კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის თაობაზე და სათანადო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში გაცნობებთ წერილობით. ასევე, დამატებით გეცნობებათ დამხმარე საშუალების გამცემი ორგანიზაციის რეკვიზიტები.

რა მომსახურებას ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქალაქეთა კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფა?

  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეთა კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფა მოიცავს:
-კოხლეარული იმპლანტის შეძენას;

- რეაბილიტაციას.
რეაბილიტაცია გულისხმობს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას არანაკლებ 12 თვის განმავლობაში, რაც, თავის მხრივ, მოიცავს:
• ოპერაციის შემდგომ, პერიოდულად, კოხლეარული იმპლანტის მორგება-რეგულირებას;
• ლოგოპედის (მეტყველების თერაპევტის) მომსახურებას ბენეფიციარისათვის/მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
რა თანხას მოიცავს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეთა კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის დაფინანსება?
• სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესყიდული კოხლეარული იმპლანტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 28500 ლარს;
• ერთი ბენეფიციარისათვის ოპერაციის შემდგომ, პერიოდულად კოხლეარული იმპლანტის მორგება-რეგულირების ღირებულება რეაბილიტაციის პერიოდში არ უნდა აღემატებოდეს 3 000 ლარს;
• ერთი ბენეფიციარისათვის ლოგოპედის (მეტყველების თერაპევტის) მომსახურების ღირებულება რეაბილიტაციის პერიოდში არ უნდა აღემატებოდეს 2 000 ლარს.

 

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari