mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ბავშვებისათვის

ბავშვებისათვის

სმენის აპარატით უზრუნველყოფა

თარიღი: 2011-11-28

ვისზე გაიცემა სმენის აპარატი?

  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სმენის აპარატით უზრუნველყოფილი იქნებიან სმენის აპარატის საჭიროების მქონე, სმენადაქვეითებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

ვის უნდა მიმართოთ სმენის აპარატის მისაღებად?

  სმენის აპარატის მისაღებად (თქვენ ან თქვენმა კანონიერმა წარმომადგენელმა) განცხადებით უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალურ ან რაიონულ განყოფილებას, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
- პირის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია;
- პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია;
- პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის; 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი-დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);
- შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №IV-50/2 - ის ასლი, სადაც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული სმენის აპარატის საჭიროება;

ვინ ვერ კმაყოფილდება სმენის აპარატებით?

 სმენის აპარატებით ვერ დაკმაყოფილდებიან ის ბენეფიციარები, რომლებიც 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უზრუნველყოფილი იყვნენ ანალოგიური დამხმარე საშუალებით. ამასთან, შესაბამის დამხმარე საშუალებებზე აღნიშნული სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული საგარანტიო ვადა არ არის ამოწურული.

ვინ კმაყოფილდება სმენის აპარატებით რიგგარეშე?

 სმენის აპარატებით რიგგარეშე კმაყოფილდებიან შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარები:
- სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები ბენეფიციარები;
- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებაში მყოფი პირები;
- ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები.

როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება?

  სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალური კომისია, დადგენილი წესით განიხილავს სააგენტოში შემოსულ განცხადებებს სმენის აპარატით უზრუნველყოფის თაობაზე და სათანადო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში, გაცნობებთ წერილობით. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, დამატებით გეცნობებათ სმენის აპარატის გამცემი ორგანიზაციის რეკვიზიტები.

რა მომსახურებას ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა?

  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა ითვალისწინებს:
- სმენის აპარატების შეძენასა და გაცემას;
- სმენის აპარატის მორგებას;
- სმენის აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას;
- გაცემული სმენის აპარატების უფასო საგარანტიო მომსახურებას არანაკლებ 12 თვის განმავლობაში.

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts