canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ბავშვებისათვის

ბავშვებისათვის

დიაბეტის მართვა

თარიღი: 2011-11-28

რა არის დიაბეტის მართვის პროგრამა?

  პროგრამის მიზანია შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული პაციენტების ამბულატორიული მეთვალყურეობის გაუმჯობესება, შესაძლო გართულებების პრევენცია და სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

ვის შეუძლია ისარგებლოს დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით?

  აღნიშნულით სარგებლობა შეუძლიათ: შაქრიანი (როგორც ინსულინმომხმარებელი, ასევე არაინსულინმომხმარებელი) და უშაქრო დიაბეტით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებს.

როგორ ხდება დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება (არის თუ არა თანაგადახდა და როგორ)?

  18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე დიაბეტით დაავადებული ბავშვების და ასევე 18 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქე დიაბეტიანი პაციენტების, რომელთაც აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებრული დამბლა ან/და უშაქრო დიაბეტი, მომსახურების დაფინანსება ხორციელდება სრულად (100%-ით) სახელმწიფოს მიერ და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.
  შაქრიანი (ინსულინმომხმარებელი) და უშაქრო დიაბეტით დაავადებული საქართველოს მოქალაქეებისთვის მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%-ს; არაინსულინმომხმარებელი მოსარგებლისათვის კი - 50%. თანაგადახდას არ ექვემდებარება „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით გათვალისწინებული მოსარგებლეებისათვის ამ პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურება.

რას მოიცავს დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება?

- დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურებას, რომელიც ითვალისწინებს:
• საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას;
• ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობას;
• გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრას (არანაკლებ კვარტალში ერთხელ);
• დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგს;
• პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლებას;
• ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფას, პაციენტის სურვილის შემთხვევაში;
• საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემას.

-შაქრიანი (როგორც ინსულინმომხმარებელი, ასევე არაინსულინმომხმარებელი) და უშაქრო დიაბეტით დაავადებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალიზებულ ამბულატორიულ დახმარებას, რომელიც მოიცავს:
• ექიმ-ენდოკრინოლოგის დანიშნულების შესაბამისად ნევროპათოლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, ანგიოლოგის და დიეტოლოგის კონსულტაციას და კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს;
• გლუკოზის განსაზღვრას სისხლში, არანაკლებ 8 ერთეულისა ერთ პაციენტზე;
გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრას;
• კრეატინინის განსაზღვრას სისხლში;
• მიკროალბუმინურიის კვლევას;
• სისხლის საერთო ანალიზს;
• შარდის საერთო ანალიზს;
• ზიმნიცკის სინჯს;
• C- პეპტიდს;
• ჰომა - 2-ის ინდექსს;
• ე.კ.გ.
-დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფას - ინსულინის და ინსულინის ანალოგების შესყიდვა, ასევე 18 წლამდე ასაკის პირებისათვის და 18 წლისა და უფროსი ასაკის დიაბეტიანი პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (ან არიან უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებრული დამბლა ან/და უშაქრო დიაბეტი - გლუკაგონის, შპრიც-კალმისტრების და შესაბამისი ნემსების შესყიდვა;
-უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფას - ადიურეზული ჰორმონის შესყიდვა.

ვის უნდა მიმართოთ დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად?

  დიაბეტის მართვის პროგრამის ფარგლებში, მოსარგებლემ პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად რეგისტრაციისთვის უნდა მიმართოს მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას (არის თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებს შორის).
  სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების მისაღებად, მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს სააგენტოში მისთვის სასურველი მიმწოდებელი დაწესებულებიდან ფორმა NIV-100/ა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, რის საფუძველზეც ხდება თანხმობის წერილის გაცემა წელიწადში ერთხელ.
   დიაბეტის მართვის პროგრამაში მონაწილეობისათვის უნდა მიმართოთ იმ დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას (ჩამონათვალი იხილეთ: http://www.cloud.moh.gov.ge ).

 

საქართველოს მთავრობის დადგენილება N92, 2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari