canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ბავშვებისათვის

ბავშვებისათვის

ინფექციური დაავადებების მართვა

თარიღი: 2011-11-28

რა არის ინფექციური დაავადებების მართვის სახელმწიფო პროგრამის მიზანი?


   პროგრამის მიზანია მოსახლეობაში გადამდებ დაავადებათა სტაციონარული მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს ინფექციური დაავადებების, მათ შორის, სეფსისის და პარაზიტული დაავადებების სტაციონარულ მკურნალობას.

ვინ არის ინფექციური დაავადებების მართვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე?

   პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

ვის უნდა მიმართოთ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

   მომსახურების მისაღებად უნდა მიმართოთ მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს (სამინისტროს ცხელი ხაზი -1505).


როგორ ხდება ინფექციური დაავადებების მართვის პროგრამის დაფინანსება (არის თუ არა თანაგადახდა და როგორ)?

  პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ნოზოლოგიური ჯგუფისათვის განსაზღვრული ღირებულებისა.
  პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურება ანაზღაურდება შემდეგი პირობების შესაბამისად:
„ინფექციური დაავადებების მართვის" სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს ნოზოლოგიური ჯგუფისათვის განსაზღვრული ღირებულებისა. პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურება ანაზღაურდება თანაგადახდის პრინციპით. თანაგადახდის წილი შეადგენს ფაქტობრივი ხარჯის 20%-ს (80% იფარება პროგრამის ხარჯებით).
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურების თანაგადახდას არ ექვემდებარება ამავე პროგრამით გაწეული მომსახურება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით განსაზღვრული პირები (იხილეთ: დანართი N1 , „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი).

 

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari