mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ბავშვებისათვის

ბავშვებისათვის

ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა

თარიღი: 2011-11-28

რა არის სახელმწიფო პროგრამა ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა?

  პროგრამის მიზანია ინკურაბელური პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.

ვინ არის პროგრამის მოსარგებლე?

- ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული მკურნალობის კომპონენტის შემთხვევაში - ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, ქ.ოზურგეთის, ქ.გორის, ქ.თელავისა და ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე ინკურაბელური პაციენტები, რომელთაც სიცოცხლის დასასრულს ესაჭიროებათ სპეციალიზებული პალიატიური მზრუნველობა:
• მე-4 კლინიკური ჯგუფის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულნი;
• ტერმინალურ სტადიაში მყოფი შიდსით დაავადებულნი;
• არაონკოლოგიური ქრონიკული მოპროგრესირე სენით დაავადებულნი ტერმინალურ სტადიაში.

- ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარულ-პალიატიური მზრუნველობით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში:
საქართველოს მოქალაქეები, გარდა „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებითა და „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა და ტუბერკულოზით დაავადებული ინკურაბელური პაციენტებისა;

-საქართველოს მოქალაქე შიდსით დაავადებული ინკურაბელური პაციენტები;
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ"საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 2,1 მუხლით განსაზღვრული მოსარგებლეები.

რას მოიცავს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება?

ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს:

• ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიულ პალიატიურ მზრუნველობას, რომელიც გულისხმობს ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, თელავის, ზუგდიდის, ოზურგეთისა და გორის მუნიციპალიტეტში ინკურაბელურ პაციენტთა ბინაზე ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობის განხორციელებას შესაბამისი მობილური გუნდის მიერ. მომსახურების მოცულობა მოიცავს თვეში არაუმეტეს 8 ვიზიტს პაციენტთან. ვიზიტები დაფიქსირებული და დასაბუთებული უნდა იყოს სამედიცინო დოკუმენტაციაში ექიმის შესაბამისი ჩანაწერით.მომსახურება მიეწოდება არაუმეტეს 6თვის ვადით.
• ინკურაბელურ და აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებულ ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარულ პალიატიურ მზრუნველობას;
• ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

ვის უნდა მიმართოთ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

  სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიმართოთ იმ დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას:http://www.cloud.moh.gov.ge.

როგორ ხდება სახელმწიფო პროგრამა ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის ანაზღაურება (არის თუ არა თანაგადახდა და როგორ)?

  პროგრამით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება და ანაზღაურების წესი განისაზღვრება შემდეგი პირობების შესაბამისად (არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით):
• ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობის სრული (100%-იანი) დაფინანსება ხდება სახელმწიფოს მხრიდან;
• ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურების ერთეულია საწოლდღე, რომლის მაქსიმალური ღირებულება შეადგენს 75 ლარს. პროგრამით იფარება მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 70%, ხოლო მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%-ს; ამასთან, თანაგადახდა არ ეხებათ შიდსით დაავადებულ პირებს და „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 21 მუხლით განსაზღვრულ მოსარგებლეებს.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts