mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ბავშვებისათვის

ბავშვებისათვის

ფსიქიკური ჯანმრთელობა

თარიღი: 2011-11-28

რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა?

  ფსიქიკური  ჯანმრთელობის  სახელმწიფო  პროგრამა  გულისხმობს  ფსიქიატრიულ მომსახურებაზე საქართველოს მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდას.

 რას მოიცავს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა?

 - ამბულატორიულ მომსახურებას:

 • ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურება მოიცავს ოჯახის ექიმის/უბნის ექიმის ან ფსიქიატრიული სტაციონარული დაწესებულების მიმართვით გადაგზავნილი, აღრიცხვაზე აყვანილი და თვითდინებით მისული (დიაგნოზის დადასტურების შემდეგ) პაციენტების მომსახურებას, (პაციენტის ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე აყვანა ხდება პაციენტის სურვილის შემთხვევაში):

 ექიმ-ფსიქიატრის მეთვალყურეობა და მისი დანიშნულების მიხედვით ფსიქიატრის დარგის სხვა მუშაკების (საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ") და სხვა ექიმ-სპეციალისტების (თერაპევტი, ნევროლოგი) კონსულტაცია;
 ექიმ-ფსიქიატრის ან ფსიქიატრის დარგის სხვა მუშაკების ვიზიტები პაციენტთან ბინაზე იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება პაციენტის მისვლა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში;
 მკურნალი ექიმ-ფსიქიატრის მიერ დანიშნული მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

 ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას;

ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა ითვალისწინებს დღის სტაციონარის პირობებში იმ 18 წლამდე ასაკის პაციენტების მდგომარეობის შესწავლას/დიაგნოსტიკას, რომელთაც აღენიშნებათ ფსიქიკური მდგომარეობის და ქცევის ცვლილება, სოციალური ფუნქციონირების გაუარესება და დეზადაპტაცია.

- ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენცია მოზრდილთათვის (18 წლის და მეტი ასაკის), რომელიც ითვალისწინებს ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირების მომსახურებას ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, ქ. ბათუმისა და ქ. რუსთავის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში და მოიცავს:

           ·    ინტენსიურ ამბულატორიულ დახმარებას კრიზისული მდგომარეობების დროს

           ·    გადაუდებელ ამბულატორიულ კონსულტაციებს კრიზისული ინტერვენციის ცენტრში;

      ·    შინმოვლის კრიზისული მობილური ჯგუფის მიერ კრიზისული ინტერვენციის განხორციელებას პაციენტის საცხოვრებელ ადგილზე და, საჭიროების შემთხვევაში, მის გადაყვანას კრიზისული ინტერვენციის ცენტრში ან მიმართვას სხვა სათანადო ფსიქო-სოციალური/ფსიქიატრიული მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში;

 - სტაციონარულ მომსახურება:

 -ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება:

         ·    მწვავე სტაციონარულ მომსახურებას, რომელიც გულისხმობს მწვავე ფსიქოზური სიმპტომებით მიმდინარე მდგომარეობების კუპირებას ან ისეთი ქცევითი ან აფექტური სიპტომების მკურნალობას, რომელთა გამოც საფრთხე ექმნება პაციენტის ან გარშემომყოფთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას;

      ·გრძელვადიან სტაციონარულ მომსახურებას, რომელიც გულისხმობს ქრონიკული ფსიქიკური აშლილობის მქონე იმ პირთა მკურნალობას სტაციონარის პირობებში, რომელთაც აღენიშნებათ ფსიქო-სოციალური ფუნქციონირების უხეში დარღვევები და/ან გახანგრძლივებული ფსიქოზური სიმპტომატიკა (მათ შორის, მწვავე სტაციონარული დახმარების შემდგომი მკურნალობის გაგრძელება);

      ·იმ პაციენტების მკურნალობით და დამატებითი მომსახურებით (დაცვა და უსაფრთხოება) უზრუნველყოფას, რომელთა მიმართაც არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ;

    ·დამატებითი მომსახურება: (1) იმ პაციენტების კვებით, პირადი ჰიგიენის საგნებითა და გადაუდებელი ქირურგიული და თერაპიული სტომატოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფა, რომლებიც გადიან სტაციონარულ მომსახურებას; (2) ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია გრძელვადიანი სტაციონარული მკურნალობის დროს;

   ·პაციენტთა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოიცავს ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში მკურნალობის დროს პაციენტთა გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას; 

        ·ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება

                                                                                                                                                                                                                                                                                             · ფსიქიკური დაღვევების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა.

 ვინ არის პროგრამის მოსარგებლე?

 ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლენი არიან:

 - პროგრამის ამბულატორიული და სტაციონარული კომპონენტის მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეები;

 - არანებაყოფლობითი სტაციონარული მომსახურების მოსარგებლეები, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში“ მყოფი სხვა პირები, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ოფიციალური დოკუმენტი.

-ფსიქიკური დაღვევების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტის მოსარგებლეები არიან თანდაყოლილი და შეძენილი ფსიქიკური დაავადებებით გამოწვეული დემენციის მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის შშმ პირები.

როგორ ხდება სახელმწიფო პროგრამის ანაზღაურება (არის თუ არა თანაგადახდა და როგორ)?

  პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება სრულად, გარდა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურებისა.

  ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურების ქვეკომპონენტით განსაზღვრული მომსახურება სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის 70%-ით, გარდა ალკოჰოლური ინტოქსიკაციისა, რომელიც ანაზღაურდება სრულად.

ვის უნდა მიმართოთ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

  ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურების დაფინანსება განხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.

  მომსახურების მისაღებად უნდა მიმართოთ მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას.

ფსიქიკური დაღვევების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტში გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად ფსიქიკური დარღვევების მქონე პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს, რომელსაც თან უნდა ერთოდეს:

• პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთი(მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
• პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა NIV100/ა);
• პირის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
• პირის ერთი ფოტოსურათი (3X4);
• თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
• პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია.

 

  პროგრამის მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებთა ჩამონათვალი იხილეთehealth.moh.gov.ge

  საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ  ხაზზე (1505) ან/და სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts