mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ბავშვებისათვის

ბავშვებისათვის

სოფლის ექიმი

თარიღი: 2011-11-28

რა არის სოფლის ექიმის პროგრამა?

  პროგრამის მიზანია სოფლის მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა და სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ვინ არის სოფლის ექიმი?

  სოფლის ექიმი არის უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი პროფესიული მზადების ციკლი და ახორციელებს სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მიწოდებას, სახელმწიფო პროგრამის „სოფლის ექიმის" ფარგლებში. პროგრამის მიზანია პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ვინ არის სახელმწიფო პროგრამის - „სოფლის ექიმი" მოსარგებლე?

  პროგრამის მოსარგებლენი არიან: სოფლად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსახლეობა.

რა მომსახურებას ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამა „სოფლის ექიმი"?

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:
• ექიმთან/ექთანთან ვიზიტი;
• იმუნიზაცია იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით და სამიზნე მოსახლეობის ადეკვატური მოცვა;
• ჯანმრთელი პირებისა და ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად;
• ბავშვებისა და მოზარდების განვითარებაზე მეთვალყურეობა ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად;
• ექიმის ან ექთნის ვიზიტი ბინაზე 3 წლამდე ბავშვებში ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად;
• ექიმის ან ექთნის ვიზიტი ბინაზე წელიწადში 4-ჯერ მუდმივად მწოლიარე (გადაადგილების უნარს მოკლებულ) პირებთან;
• ინკურაბელურ პაციენტებთან ბინაზე ვიზიტი საჭიროების შესაბამისად;
• ქრონიკული (მათ შორის, ჰიპერტონიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ბრონქული ასთმა, ინკურაბელური პაციენტები) და მწვავე დაავადებების:
-დიაგნოსტიკა კლინიკური სიმპტომო-კომპლექსისა და აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე;
- მართვა და რეფერალი საჭიროების შესაბამისად.
• ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ (DOT) მკურნალობის უზრუნველყოფა ექთნის მიერ;
• სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს;
• ამბულატორიულ დონეზე, სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო დოკუმენტაციის (მათ შორის, საანგარიშგებო და სტატისტიკური ფორმები) წარმოება, ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (მათ შორის, ინკურაბელური პაციენტებისათვის) (გარდა „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანებით დამტკიცებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობისა - ფორმა №IV-100/ა (შემდგომში - ფორმა №IV-100/ა) სამსახურის დაწ-ყებასთან დაკავშირებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ცნობებისა);
• გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებით და სამედიცინო დანიშნულების საგნებით პაციენტის უზრუნველყოფა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი აქტით დამტკიცებული „ექიმის ჩანთიდან".

ვის უნდა მიმართოთ მომსახურების მისაღებად?

  მომსახურების მისაღებად უნდა მიმართოთ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სოფლის ექიმს ან სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებას. პროგრამის მომსახურების მომწოდებელ დაწესებულებათა ჩამონათვალი იხილეთ: .http://www.cloud.moh.gov.ge.

როგორ ხდება სახელმწიფო პროგრამის - „სოფლის ექიმი" ანაზღაურება (არის თუ არა თანაგადახდა და როგორ)?

 პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts