ბავშვებისათვის

მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა

თარიღი: 2018-06-22

ღონისძიებათა მიზანია მიუსაფარ ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და ინტეგრაცია.

ვის შეუძლია ისარგებლოს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის მომსახურებით?

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია 18 წლამდე ასაკის მიუსაფარი ბავშვები, რომლებიც იდენტიფიცირებული არიან ასეთად შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე.

რას მოიცავს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ღონისძიებები?

მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარით უზრუნველყოფის ღონისძიებები ითვალისწინებს:

  • მობილური ჯგუფის (ფსიქოლოგი, მძღოლი, თანასწორ განმანათლებელი) მომსახურებას;
  • ყოველდღიურად (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) სამიზნე ჯგუფის ბავშვების პოტენციური ყოფნის/მუშაობის ადგილებში ვიზიტების განხორციელებას;
  • სამიზნე ჯგუფის ბავშვების შესახებ შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირებას/ვიზიტების განხორციელებას;
  • ბავშვებთან კონტაქტში შესვლას, ბავშვის საჭიროებების იდენტიფიცირებას, კონსულტირებას და სოციალური სამუშაოს განხორციელებას;
  • საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული ან სტაციონარული მომსახურების ორგანიზებას;
  • ბავშვის პირადი ჰიგიენის დაცვის ხელშეწყობას;
  • საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიური მომსახურებას;
  • ბავშვის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაციის მოძიებას/მოწესრიგებას;
  • ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის მოძიებას და სოციალური გარემოს პირველადი შეფასებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

მობილური ჯგუფის საქმიანობას კოორდინაციას უწევს სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკი.

სამიზნე ჯგუფისთვის გათვალისწინებულია დღის ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს:

  • ყოველდღიურ მომსახურებას ორჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
  • საჭიროების შემთხვევაში, პირველადი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას, ასევე, ამბულატორიული ან სტაციონარული მომსახურების ორგანიზებას;
  • პირადი ჰიგიენის დაცვის ხელშეწყობას;
  • ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდებას/ორგანიზებას;
  • კრიზისული სიტუაციების მართვას;
  • ბენეფიციართათვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმების შემუშავებას/განხორციელებას;
  • ბენეფიციართა აკადემიური საჭიროებების გამოვლენისა და მათი დაკმაყოფილების ხელშეწყობას(ფორმალურ საგანამანათლებლო პროცესში ჩართვის ხელშეწყობას);
  • არაფორმალური განათლების მიწოდებას;
  • ბენეფიციარების კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფას;
  • ბენეფიციარებისათვის დროის სწორი ორგანიზების, ეფექტური კომუნიკაციის, არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და კონფლიქტების არაძალადობრივი გზით მოგვარების და სხვა ყოფითი უნარ-ჩვევების სწავლებას.

 სამიზნე ჯგუფისთვის გათვალისწინებულია ასევე, სადღეღამისო თავშესაფარის მომსახურებით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს:

  • სადღეღამისო (24 საათიანი) მომსახურების მიწოდებას;
  • ბავშვის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას (კვება, ჰიგიენა, უსაფრთხოება, თავშესაფარი, განათლება, ჯანმრთელობა, ოჯახური გარემო);
  • პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაუთვალისწინებელი მომსახურების) მიღების ორგანიზებას;
  • ყოველდღიურ მომსახურებას არანაკლებ სამჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
  • კრიზისული სიტუაციების მართვას - სპეციფიკური საჭიროებების გამოვლენა, კრიზისის რისკების დაძლევაში დახმარება, ბავშვის ფსიქო-სოციალური მდგომარეობის სტაბილიზაცია;
  • ბენეფიციართათვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ღონისძიებების (შესაბამისი სპეციალისტების ჩართვით) დაგეგმვას/განხორციელებას და მომზადებას ტრანზიტულ ცენტრში ან სხვა ალტერნატიულ გარემოში (მათ შორის, ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან/მზრუნველთან) მათ მოსათავსებლად;
  • ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსით და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;
  • ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ჩართვის ხელშეწყობას;
  • ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლებას (თვითმოვლა და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა);
  • ფსიქოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფას;
  • ბავშვის ინდივიდუალური მომსახურების პროგრამის შემუშავებას და მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფას;
  • პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარებაში დახმარებას, ბავშვის ინტერესების, მიდრეკილებებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით;
  • კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას;
  • ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის ხელშეწყობას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის მომსახურების მიღებისა და მიწოდების წესებისა და პირობების უფრო დეტალურად გაცნობისათვის გთხოვთ იხილეთ ქვემოთ მიმაგრებული ფაილები.

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

sohbet hatti sohbet hatlari sohbet telefonlari sohbet telefonlari sex hatlari canli sohbet hatlari canli sohbet hatti