ბავშვებისათვის

დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

თარიღი: 2018-06-15

დედათა და ბავშვთა თავშესაფარით უზრუნველყოფის მიზანია ჩვილ ბავშვთა მიტოვების პრევენცია და ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის გაძლიერება.

რას ითვალისწინებს დედათა და ბავშვთა თავშესაფარით უზრუნველყოფა?

ღონისძიებები მოიცავს:

  • 24-საათიანი თავშესაფრით უზრუნველყოფას,
  • უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფას,
  • კვების პროდუქტებით, ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას,
  • პროფესიული და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას,
  • საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას,
  • ფსიქოლოგის მომსახურებას,
  • მომსახურების განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა დამატებითი საჭიროებების უზრუნველყოფას.

ვის შეუძლია ისარგებლოს მომსახურებით?

დედათა და ბავშვთა თავშესაფარით სარგებლობა შეუძლია:

  • სხვადასხვა პრობლემების მქონე დედას, არასრულწლოვან შვილთან ან შვილებთან ერთად, თუკი ერთ-ერთი შვილი მაინც არის 10 წლამდე ასაკის და ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან,
  • სხვადასხვა პრობლემების მქონე ქალი, რომელიც ორსულობის არანაკლებ 26-ე კვირაში იმყოფება.

როგორ მივიღოთ მომსახურება?

მომსახურების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს და შევავსოს სპეციალური განაცხადი.

მომსახურების მისაღებად ასევე საჭიროა თავშესაფარის მაძიებლ(ებ)ის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი, ან დაბადების მოწმობ(ებ)ის ასლი - თუ პირ(ებ)ი არასრულწლოვანია.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ