საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა

 

რა არის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა?

   საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა 2013 წლის 28 თებერვლიდან. პროგრამის მიზანია, ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

ვინ არიან პროგრამით მოსარგებლეები?

  საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლენი არიან:

I. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და თავშესაფრის მაძიებელი პირები (გარდა 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული პირებისა, საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა და იმ ბრალდებული/მსჯავრდებული პირებისა, რომლებიც იმყოფებიან პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში) რომელთა სამედიცინო მომსახურების პირობები განსაზღვრულია დანართი N1.1-ით (საბაზისო პაკეტი).

  თუ დაზღვეულ მოქალაქეს 2013 წლის 1 ივლისის შემდგომ ამა თუ იმ მიზეზით შეუწყდა სადაზღვევო კონტრაქტი, ამ შემთხვევაში მოქალაქე ჩაერთვება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში და მიიღებს მინიმალური პაკეტის პირობებით გათვალისწინებულ სამედიცინო მომსახურებას, რომელიც მოიცავს როგორც ოჯახის ან უბნის ექიმის მომსახურებას, ასევე ექთნის მომსახურებას უფასოდ. ასევე სრულად დაუფინანსდება სისხლის საერთო და შარდის საერთო ანალიზები, გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება, განსაზღვრული ჩამონათვალში - დანართი N1.2 (ლიმიტი ერთეულ შემთხვევაზე - 15 000 ლარი), მშობიარობა (ლიმიტი 500 ლარი) და საკეისრო კვეთა (ლიმიტი 800 ლარი).
II. ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები - სამედიცინო მომსახურების პირობები განსაზღვრულია დანართი N1.4-ით (ვეტერანების პაკეტი);
III. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ყოფილი მოსარგებლეები, რომელთა სამედიცინო მომსახურების პირობები განსაზღვრულია დანართი N1.3-ის პირველი პუნქტით (მიზნობრივი ჯგუფი);
IV. „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ყოფილი მოსარგებლეები, რომელთა სამედიცინო მომსახურების პირობები განსაზღვრულია დანართი N1.3-ის მე-2 პუნქტით (ასაკობრივი ჯგუფი).

რომელი დაწესებულება იღებს სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას?


   საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას იღებს ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება პროგრამის პირობებს და დადგენილი წესით, წერილობით დაუდასტურებს სოციალური მომსახურების სააგენტოს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.
პროგრამის მოსარგებლეს უფლება აქვს თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.

როგორ მოხდება მოსახლეობის რეგისტრაცია მომსახურების მისაღებად?
• გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისთვის მოსარგებლეს შეუძლია დარეგისტრირდეს სურვილისამებრ, შერჩეულ მომსახურების მიმწოდებელ ნებისმიერ დაწესებულებაში (სპეციალურად შემუშავებული,სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის შევსების საფუძველზე). ამასთან რეგისტრაციის შეცვლა შესაძლებელია 2 თვეში ერთხელ. პროგრამით მოსარგებლე პირს უფლება აქვს, რომ რეგისტრირებული იყოს მხოლოდ ერთ პოლიკლინიკაში - პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში.
• გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მისაღებად არ არსებობს რაიმე შეზღუდვა სამედიცინო დაწესებულების არჩევისას;
• გეგმური ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მისაღებად მოსარგებლემ უნდა მიმართოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მატერიალიზებული ვაუჩერის/საგარანტიო წერილის მისაღებად.

 

 

რა მომსახურებას მოიცავს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა?

 

I

 

მომსახურების სახე

თანაგადახდის %

საბაზისო პაკეტი

მინიმალური პაკეტი

ასაკი <18 წ.

ასაკი >18 წ.

გეგმური ამბულატორიული მომსახურება

გეგმური ამბულატორიული მომსახურება მიღება შესაძლებელია მხოლოდ

პაციენტის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

Ø  ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში, მათი მომსახურება ბინაზე

100%

100%

100%

Ø  ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრები;

100%

100%

-

Ø  ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის დანიშნულებითექიმ-სპეციალისტების მომსახურება

  • ენდოკრინოლოგი;
  • ოფთალმოლოგი;
  • კარდიოლოგი;
  • ნევროლოგი;
  • გინეკოლოგი;
  • ოტორინოლარინგოლოგი;
  • უროლოგი.

70%

70%

-

Ø  ექიმის დანიშნულებით ინსტრუმენტული გამოკვლევები:

  • ელექტროკარდიოგრაფია

100%

100%

-

  • მუცლის ღრუს ექოსკოპია (ტრანსაბდომინურად)
  • გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია

70%

70%

-

Ø  ექიმის დანიშნულებით კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები.

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • შარდის საერთო ანალიზი;

100%

100%

100%

  • გლუკოზა პერიფერიულ სისხლში;
  • კრეატინინი;
  • ქოლესტერინი სისხლში;
  • შრატში ლიპიდების განსაზღვრა;
  • განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;
  • პროთრომბინის დრო;

100%

100%

-

  • ღვიძლის ფუნქციური სინჯები;
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი;

70%

70%

-

Ø  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა;

100%

100%

-

Ø  სამედიცინო ცნობის, დასკვნის და რეცეპტის გაცემა, გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა.

100%

100%

-

გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება

წინასწარ განსაზღვრულია მდგომა­რეობების სია, რომელთა გადაუდებელ ამბულატორიულ მართვას დაფარავს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა (დანართი 1.2)

100%

100%

100%

გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება

ლიმიტი ერთეულ შემთხვევაზე  15,000 ლარი.

  • ინტენსიური თერაპია და კრიტიკული მდგომარეობების მართვა;

100%

100%

100%

  • 450-ზე მეტი გადაუდებელი მდგომარეობა განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად.

100%

100%

100%

  • ყველა სხვა გადაუდებელი და სასწრაფო მდგომარეობის მართვა.

70%

70%

-

გეგმური ქირურგიული ოპერაციები

წლიური ლიმიტი 15,000 ლარი.

  • ონკოქირურგიული ოპერაციული
  • კარდიოქირურგია

ტარიფის არეალის 100%

ტარიფის არეალის 70%

-

  • სხვა ქირურგიული ოპერაციები

70%*

70%*

-

ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია. წლიური ლიმიტი 12 000 ლარი.

100%*

80%*

-

Ø  მშობიარობა:

  • ფიზიოლოგიური მშობიარობა

ლიმიტი 500 ლარი

ლიმიტი 500 ლარი

ლიმიტი 500 ლარი

  • საკეისრო კვეთა

ლიმიტი 800 ლარი

ლიმიტი 800 ლარი

ლიმიტი 800 ლარი






 

II

მომსახურების სახე

ვეტერანების პაკეტი

გეგმური ამბულატორიული მომსახურება

გეგმური ამბულატორიული მომსახურება მიღება შესაძლებელია მხოლოდ

პაციენტის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

Ø  ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში, მათი მომსახურება ბინაზე

100%

Ø  ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრები;

100%

Ø  ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის დანიშნულებით, ექიმ-სპეციალისტების მომსახურება:

  • ენდოკრინოლოგი;
  • ოფთალმოლოგი;
  • კარდიოლოგი;
  • ნევროლოგი;
  • გინეკოლოგი;
  • ოტორინოლარინგოლოგი;
  • უროლოგი.

100%

Ø  ექიმის დანიშნულებით ინსტრუმენტული გამოკვლევები:

  • ელექტროკარდიოგრაფია

100%

  • მუცლის ღრუს ექოსკოპია (ტრანსაბდომინურად)
  • გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია

100%

Ø  ექიმის დანიშნულებით კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები:

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • შარდის საერთო ანალიზი;

100%

  • გლუკოზა პერიფერიულ სისხლში;
  • კრეატინინი;
  • ქოლესტერინი სისხლში;
  • შრატში ლიპიდების განსაზღვრა;
  • განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;
  • პროთრომბინის დრო;

100%

  • ღვიძლის ფუნქციური სინჯები;
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი;

100%

Ø  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა;

100%

Ø  სამედიცინო ცნობის, დასკვნის და რეცეპტის გაცემა, გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა.

100%

გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება

წინასწარ განსაზღვრულია მდგომა­რეობების სია, რომელთა გადაუდებელ ამბულატორიულ მართვას დაფარავს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა (დანართი1.2)

100%

გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება

 

  • ინტენსიური თერაპია და კრიტიკული მდგომარეობების მართვა;

100%

  • 450-ზე მეტი გადაუდებელი მდგომარეობა განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად.

100%

  • ყველა სხვა გადაუდებელი და სასწრაფო მდგომარეობის მართვა.

100%

გეგმური ქირურგიული ოპერაციები

წლიური ლიმიტი 15,000 ლარი.

100%*

ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია

წლიური ლიმიტი 12 000 ლარი.

100%*

Ø  მშობიარობა:

  • ფიზიოლოგიური მშობიარობა

ლიმიტი 500 ლარი

  • საკეისრო კვეთა

ლიმიტი 800 ლარი

Ø  სამკურნალო საშუალებების ხარჯები-სამკურნალო საშუალებათა ნუსხის მიხედვით. ლიმიტი 50 ლარი.

50%

 

III

მომსახურების სახე

მიზნობრივი ჯგუფი

ქ. 0-60 წ.

მ. 0-65 წ. 

საპენსიო ასაკი

გეგმური ამბულატორიული მომსახურება

გეგმური ამბულატორიული მომსახურება მიღება შესაძლებელია მხოლოდ

პაციენტის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

Ø  ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში, მათი მომსახურება ბინაზე

100%

100%

Ø  ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრები;

100%

100%

Ø  ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის დანიშნულებით ექიმ-სპეციალისტების მომსახურება

100%

100%

Ø  ექიმის დანიშნულებით ინსტრუმენტული გამოკვლევები:

  • ელექტროკარდიოგრაფია

100%

100%

  • ექოსკოპური გამოკვლევები

100%

100%

  • რენტგენოლოგიური გამოკვლევები (რენტგენოსკოპია, რენტგენოგრაფია, მამოგრაფია);

100%

100%

Ø  ექიმის დანიშნულებით კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები.

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • შარდის საერთო ანალიზი;
  • გლუკოზა პერიფერიულ სისხლში;
  • კრეატინინი;
  • განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;
  • ორსულობის ტესტი

100%

100%

Ø  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა;

100%

100%

Ø  სამედიცინო ცნობის, დასკვნის და რეცეპტის გაცემა, გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა.

100%

100%

გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება

100%

100%

გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება

  • ინტენსიური თერაპია და კრიტიკული მდგომარეობების მართვა;

100%

100%

  • 450-ზე მეტი გადაუდებელი მდგომარეობა განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად.

100%

100%

  • ყველა სხვა გადაუდებელი და სასწრაფო მდგომარეობის მართვა.

100%

100%

გეგმური ქირურგიული ოპერაციები

წლიური ლიმიტი 15,000 ლარი.

100%*

100%*

ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია.

წლიური ლიმიტი 12 000 ლარი.

100%*

100%*

Ø  მშობიარობა:

  • ფიზიოლოგიური მშობიარობა

ლიმიტი 500 ლარი

 

  • საკეისრო კვეთა

ლიმიტი 800 ლარი

 

Ø  სამკურნალო საშუალებების ხარჯები-სამკურნალო საშუალებათა ნუსხის მიხედვით.

ლიმიტი50 ლარი. 50% თანაგადახდით

ლიმიტი 200 ლარი. 50% თანაგადახდით

 

1 

 

* ა) დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების ყოველი ერთეულისათვის მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი ფასთა განაწილების ქვედა მეოთხედი განისაზღვრება როგორც ტარიფის არეალი, რომლის ფარგლებშიც მოხდება ანაზღაურება შესაბამისი პროცენტული თანაგადახდის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების ღირებულება გადააჭარბებს აღნიშნული ტარიფის არეალს, თანაგადახდის ოდენობის ათვლა მოხდება ტარიფის არეალის მაქსიმალური სიდიდიდან;
ბ) ქიმიო და ჰორმონული პრეპარატებით პაციენტთა უზრუნველყოფის შემთხვევაში, ტარიფის არეალს წარმოადგენს ფასთა განაწილების ქვედა ნახევარი, რომლის ფარგლებშიც მოხდება ანაზღაურება შესაბამისი პროცენტული თანაგადახდის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების ღირებულება გადააჭარბებს აღნიშნული ტარიფის არეალს, თანაგადახდის ოდენობის ათვლა მოხდება მოცემული ტარიფის არეალის მაქსიმალური სიდიდიდან.

რა მომსახურებები არ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში?
• შესაბამისი წლის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუ¬ბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ფარგლებში დაფინანსებული ჯანდაცვითი პროგრამული მომსახურებები;
• სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;
• საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;
• სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;
• ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა;
• სექსუალური დარღვევების, უშვილობის მკურნალობის ხარჯები;
• ვირუსული ჰეპატიტის სპეციფიკურ ანტივირუსულ მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები;
• თუ სამედიცინო მომსახურების საჭიროება დადგა თვითდაშავების, ტერორისტულ ან კრიმინალურ აქტებში მონაწილეობის, ან არალეგალურად მოხმარებული ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად, გარდა გადაუდებელი სტაციონარული ან ამბულატორიული მომსახურების შემთხვევებისა;
• თერაპიული პროფილის გეგმური ჰოსპიტალური მომსახურება;
• ორგანოთა ტრანსპლანტაციის, აგრეთვე ეგზოპროთეზირების ხარჯები.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საბაზისო და ვეტერანების პაკეტით მოსარგებლეთათვის დაფინანსებას არ ექვემდებარება:

• თერაპიული პროფილის ჰოსპიტალური მომსახურება, გარდა დანართი №1.2-ით განსაზღვრული მდგომარეობებისა;
• ორთოპედიული ენდოპროთეზირების (გარდა ტრავმებისა, რომელთა ხანდაზმულობა არ აღემატება 3 თვეს და რომლებიც არ ექვემდებარებიან, ან არ დაექვემდებარენ კონსერვატულ მკურნალობას), ასევე დეფიბრილატორით ან გულის რესინქრონიზაციული თერაპიის აპარატით აღჭურვილი იმპლანტირებადი რითმის ხელოვნური წარმმართველის და წამლით დაფარული სტენტის ხარჯები;
• პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (PET/CT);
• თვალის რეფრაქციული ქირურგია, სიელმის ქირურგიული მკურნალობა, თვალის ლაზერული ქირურგია (გარდა დიაბეტური თვალისა), რქოვანის გადანერგვა.
• ექსტრაკორპორალური (დისტანციური) ლითოტრიფსია;
• აბლაცია.

 

საქართველოს მთავრობის დადგენილება №36 2013 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort