mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - სათემო ორგანიზაციები

  სათემო ორგანიზაციები

რა მომსახურებას ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა?

 ქვეპროგრამის ღონისძიებებია:
• საცხოვრებლით, ყოველდღიური მომსახურებითა და სამჯერადი კვებით უზრუნველყოფა, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
• საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზება;
• დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლების მიზნით, ბენეფიციარებისათვის ინდივიდუალური მომსახურების პროგრამის შედგენა და განხორციელება;
• პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება (ბენეფიციარების ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და სურვილის გათვალისწინებით - ხელობის შერჩევა, სწავლება და პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა);
• ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსით და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფა;
• საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება.

ვის შეუძლია ისარგებლოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სათემო ორგანიზაციების მომსახურებით?

  მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ:

• 18 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირებს და ხანდაზმულებს (ქალები - 60 წლიდან, მამაკაცები - 65 წლიდან);
• სათემო ორგანიზაციების მომსახურების მიღება ერთდროულად შეუძლია 180 ბენეფიციარს.

რა საბუთებია საჭირო სათემო ორგანიზაციაში ჩარიცხვისთვის?

• მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
• მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
• მაძიებლ(ებ)ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).

სათემო ორგანიზაციაში ჩარიცხვას არ ექვემდებარებიან პირები:

• მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
• მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
• მაძიებლ(ებ)ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).

რა ვადაა საჭირო პირის სათემო ორგანიზაციაში ჩასარიცხად?

  სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში საჭირო დოკუმენტების წარდგენიდან არა უმეტეს 1 თვის ვადაში, სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას პირის შშმ პირთა სათემო ორგანიზაციაში მოთავსების მიზანშეწონილობის შესახებ. პირის სათემო ორგანიზაციაში ჩარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონული საბჭო.
  ჩარიცხვასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საოქმო გადაწყვეტილების ამონაწერი იგზავნება დაინტერესებულ მხარესთან გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

როგორ ფინანსდება სათემო ორგანიზაციების მომსახურება?  

 სათემო ორგანიზაციების მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერით, რომელიც ფინანსდება 12 თვის მანძილზე.

-„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის:
• არ აღემატება 57 000 ქულას - გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატში და სათემო ორგანიზაციაში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი) - დღეში 16 ლარის ოდენობით);
• არის 57 001 ქულიდან 70 001 ქულამდე - გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ დღეში 13 ლარის ოდენობით (ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატში და სათემო ორგანიზაციაში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი), ხოლო გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 3 ლარს;
• არის 70 001 ქულიდან 120 001 ქულამდე - გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ დღეში 11 ლარის ოდენობით (ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატში და სათემო ორგანიზაციაში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი), ხოლო გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 5 ლარს.

 

 

საქართველოს მთავრობის დადგენილება №138. 2015 წლის 30 მარტი. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

 

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts