დებულება


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №190/ნ

2007 წლის 27 ივნისი ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება
№298/ნ - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1972
„საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-17 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის
„ნ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სოციალური მომსახურების სააგენტოს" თანდართული დებულება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №298/ნ
- სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1972
2. სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო" წარმოადგენს სსიპ „სოციალური სუბსიდიების სააგენტოს" უფლებამონაცვლეს ყველა სახის ურთიერთობაში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №298/ნ
- სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1972
3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 6 ოქტომბრის №264/ნ ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ".
4. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 ივლისიდან.

ლ. ჭიპაშვილი


საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება
№298/ნ - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1972

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო)
არის საქართველს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო)
სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სააგენტო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო
ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
3. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ
დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს გააჩნია
სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს
გარიგებებს. საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში.
5. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სააგენტოს
სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და საბანკო დაწესებულებაში, ემბლემა და
იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0119, წერეთლის გამზირი №144.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №298/ნ
- სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1972
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №409/ნ
- სსმ III, №164, 15.12.2010წ.,მუხ.2328

მუხლი 2. სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები

1. სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა.
2. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამების განხორციელება ან განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) ქვეყანაში სიღატაკის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით
სოციალური დაცვის ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება, დამტკიცებული პროგრამების
განხორციელება კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;
გ) მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო
სისტემის დანერგვის მიზნით „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის" შექმნა და მისი
პერიოდული სრულყოფა;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სოციალური დახმარების მიმღებთა გამოვლენა, დადგენა, აღრიცხვა,
დახმარების დანიშვნა და გაცემის ორგანიზება;
ე) „სახელმწიფო პენსიის შესახებ" და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის
შესახებ" საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული
უფლებამოვალეობების განხორციელება;
ვ) მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო
პროგრამების განხორციელება კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
1
ვ ) ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილად აყვანის, შვილობილად აყვანის,
მეურვეობისა და მზრუნველობის პროცესის წარმართვა და კოორდინაცია, გასაშვილებელ ბავშვთა და შვილად
აყვანის მსურველთა ცენტრალური საინფორმაციო ბანკის წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე
კანონმდებლობით გათვალისწინებული ცენტრალური და ადგილობრივი მეურვეობისა და მზრუნველობის
ორგანოს ფუნქციების უზრუნველყოფა, აგრეთვე სხვა სახელმწიფოში გაშვილების მიზნებისათვის
ცენტრალური მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციის უზრუნველოფა;
ვ2) სამუშაოს მაძიებელთა და თავისუფალი (ვაკანტური) სამუშაო ადგილების რეგისტრაცია-აღრიცხვის
ელექტრონული სისტემებისა და შესაბამის მონაცემთა ბაზების შექმნა და განვითარება;
ვ3) საქართველოს შრომის ბაზარზე საშუამავლო მომსახურების გაწევის ეფექტურად უზრუნველსაყოფად
ცალკეულ დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებთან და დასაქმების კერძო სააგენტოებთან
თანამშრომლობის განვითარება;
ვ4) საქართველოს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების მიმდინარე და პერსპექტიული ტენდენციების გამოვლენის მიზნით კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და განხორციელება;
ვ5) სამუშაოს მაძიებლებისათვის საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურებების გაწევა;
ვ6) სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების ღონისძიებათა ორგანიზება, განხორციელება
ან/და განხორციელებაში მონაწილეობა;
ვ7) დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება;
ვ8) დასაქმების ფორუმების ორგანიზება ან/და ორგანიზებაში მონაწილეობა;
ვ9) დასაქმების ხელშეწყობის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება;
ვ10) (ამოღებულია - 27.10.2015, №01-50/ნ);
ვ11) (ამოღებულია - 27.10.2015, №01-50/ნ);
ვ12) (ამოღებულია - 27.10.2015, №01-50/ნ);
ვ13) (ამოღებულია - 27.10.2015, №01-50/ნ);
ვ14) (ამოღებულია - 27.10.2015, №01-50/ნ);
ვ15) (ამოღებულია - 27.10.2015, №01-50/ნ);
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველმყოფი მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
თ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის საჭირო კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაციის გამოთხოვა;
ი) საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით დონორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ან ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების შემუშავება და მიღება;
ლ) დაკისრებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების შექმნა, გარდაქმნა და გაუქმება;
ლ1) სააგენტოს მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებზე მოსახლეობისათვის შესაბამისი მომსახურებების
შესახებ ინფორმირების გაუმჯობესების, ასევე, მოსახლეობისათვის გეოგრაფიული ბარიერების თავიდან
ასაცილებლად, თვითმმართველ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობის უზრუნველყოფა (განსაკუთრებით
სოფლის დონეზე) სააგენტოში არსებული შესაბამისი ინფორმაციის შეუფერხებელი გაცემისა და მოსახლეობის
მხრიდან ადგილობრივ დონეზე სააგენტოში ელექტრონული მომართვიანებობის ხელმისაწვდომობის გაზრდის
მიზნით. თანამშრომლობის კონკრეტული ფორმატი და მასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ან/და გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად;
მ) სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაცია, მართვა და
მონიტორინგი;
ნ) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და
წინადადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
ო) დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარი
ბეჭდვითი საშუალების (გაზეთი, ჟურნალი და სხვა) გამოცემა; ო1) მეურვის/მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხედველობა;
ო2) შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ვეტერანის სტატუსის მაძიებელ პირთა
განაცხადების მიღება (ანკეტირება), ვეტერანთა უფლებების დაცვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების
განხორციელების ხელშეწყობა;
ო3) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების)
პროცედურებში ჩართული სუბიექტის (დაწესებულების ან/და მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ
ბავშვზე ძალადობის გამოვლენის და ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო
ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობაზე საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 68-ე ნაწილის შესაბამისად, ოქმის შედგენა შესაბამის
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ;
ო4) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებასთან დაკავშირებული ღონისძიებების
გატარება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
პ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების
განხორციელება.
3. სააგენტომ სამინისტროს თანხმობითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება
განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
დ1) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის და სახელფასო დანამატისათვის გამოსაყოფი
სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი
საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკავშირებულია სააგენტოს ქონებასთან და ისინი სცილდება
ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად
აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. სააგენტო დაკისრებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისას ხელმძღვანელობს შემდეგი
პრინციპებით:
ა) დისკრიმინაციის გამორიცხვა პირის სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასის, კანის ფერის,
რელიგიის, სქესის, ასაკისა და პოლიტიკური შეხედულების მიხედვით (ამასთან, დისკრიმინაციად არ
ჩაითვლება ნებისმიერი ღონისძიებები, რომლებიც გამიზნულია იმ პირთა განსაკუთრებულ საჭიროებათა
დასაკმაყოფილებლად, რომლებსაც სქესის, ასაკის, ფიზიკური არასრულფასოვნების, ოჯახური ან/და
სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობენ
განსაკუთრებული დაცვისა და დახმარების გასაწევ პირებად);
ბ) სოციალური დახმარების სფეროში ადამიანის კანონით გარანტირებული უფლებების დაცვის
უზრუნველყოფა;
გ) დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრული საკითხების გადაწყვეტისას;
დ) სამართლიანობა და მიუკერძოებლობა;
ე) კანონმდებლობის დაცვა და საქმიანობის საჯაროობა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №298/ნ
- სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1972
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №409/ნ
- სსმ III, №164, 15.12.2010წ.,მუხ.2328
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 10 მაისის ბრძანება №01-21/ნ -
ვებგვერდი, 11.05.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 30 მაისის ბრძანება №01-26/ნ -
ვებგვერდი, 30.05.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №01-55/ნ
- ვებგვერდი, 16.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №01-
31/ნ ვებგვერდი, 01.08.2013წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 14 აპრილის ბრძანება №01-23/ნ

- ვებგვერდი, 14.04.2014წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №01-
64/ნ - ვებგვერდი, 08.09.2014წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №01-25/ნ - ვებგვერდი, 31.07.2015წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №01-37/ნ - ვებგვერდი, 04.08.2015წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №01-50/ნ- ვებგვერდი,
30.10.2015წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №01-53/ნ - ვებგვერდი,
05.11.2015წ.

მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში - დირექტორი), რომელიც იმავდროულად არის
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი)
მოადგილე. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სააგენტოს დირექტორი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და
პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე,
მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, სააგენტოს მფლობელობაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი
სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.
3. დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს დირექტორი მინისტრთან შეთანხმებით. დირექტორის მოადგილის რაოდენობა განისაზღვრება
სააგენტოს საშტატო განრიგით.
4. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობებს ასრულებს მის მიერ ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე (რაც არ გულისხმობს
იმავდროულად მინისტრის მოადგილის თანამდებობის შეთავსებას).
5. მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ანაწილებს დირექტორი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 18 თებერვლის ბრძანება №82/ნ
- სსმ III, №19, 19.02.2009 წ., მუხ.232
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №309/ნ
- სსმ III, №125, 30.09.2010 წ., მუხ.1821
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 23 მარტის ბრძანება №01-13/ნ -
ვებგვერდი, 23.03.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 4 მარტის ბრძანება №01-6/ნ -
ვებგვერდი, 04.03.2015წ.

მუხლი 4. სააგენტოს დირექტორი

სააგენტოს დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავის მის საქმიანობას და წყვეტს სააგენტოს გამგებლობის სფეროს
მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, მინისტრის
ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებაზე;
გ) ერთპიროვნულად უძღვება სააგენტოს საქმიანობას. ახორციელებს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას,
სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
დ) ახორციელებს სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საფინანსო-
სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;
ე) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია სააგენტოს
საკუთრებაში, მფლობელობასა და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი
და სწორი ხარჯვისათვის;
ვ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში ან ანიჭებს წარმომადგენლობით
უფლებამოსილებას;
ზ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს დირექტორის მოადგილეთა კანდიდატურას, განსაზღვრავს მის
უფლებამოსილებებს;
თ) ახორციელებს სააგენტოში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევას;
ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოში დასაქმებულ პირებს, მათ
მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ი1) უფლებამოსილია სააგენტოს თანამშრომლებს განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური
დატვირთვისთვის, ან შესრულებული სამუშაოსთვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ
მოვალეობებს, სამინისტროსთან შეთანხმებით დაუწესოს დამატებითი საზღაური (დანამატი);
კ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურსამართლებრივ აქტებს. აუქმებს ან
ცვლის თავისი მოადგილეების ან სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ
მიღებულ გადაწყვეტილებებს;
ლ) უფლებამოსილია სხვადასხვა უწყებებიდან მოიწვიოს სპეციალისტები ან/და დამოუკიდებელი

ექსპერტები;
მ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და
დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ნ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ღონისძიებების
რეგულირებისა და სრულყოფის შესახებ;
ო) ზრუნავს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიულ მომზადება/გადამზადებაზე, უნარ-ჩვევების
განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
პ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას;
ჟ) სამინისტროში წარადგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს, სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს
საკუთარი შემოსულობების ფარგლებში, შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების წლიურ
გეგმას;
რ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს,
საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს;
ს) სააგენტოს ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებსა და
საბჭოებს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
ტ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №01-
67/ნ - ვებგვერდი, 17.10.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №01-
64/ნ - ვებგვერდი, 08.09.2014წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №01-37/ნ - ვებგვერდი, 04.08.2015წ.

მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტო დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული
ორგანოების მეშვეობით.
2. სააგენტოს სტრუქტურასა და თანამშრომელთა რაოდენობას განსაზღვრავს დირექტორი,
კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 51 . მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოები
1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოები (შემდგომში - რეგიონული საბჭო)
წარმოადგენენ სააგენტოს სათათბირო ორგანოებს.
2. რეგიონული საბჭოს შემადგენლობას და დებულებას კანონმდებლობის შესაბამისად, ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.
3. რეგიონულ საბჭოს შემადგენლობაში შედიან სააგენტოს თანამშრომლები, შესაბამისი ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელი, სამინისტროს სისტემაში არსებული სხვა
ორგანიზაცია/დაწესებულების წარმომადგენელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი, ადგილობრივი
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირი.
4. რეგიონული საბჭოს უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება რეგიონული საბჭოს დებულებით
და მოქმედი კანონმდებლობით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 8 თებერვლის ბრძანება №32/ნ -
სსმ III, №15, 10.02.2010 წ., მუხ.175

მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს სახლმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს
სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აგრეთვე სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის
კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტურობას.
2. მინისტრი აჩერებს ან აუქმებს სააგენტოს არამართლზომიერ გადაწყვეტილებას, უკანონო აქტის ან
მოქმედების შესრულებას.
3. სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და
ინფორმაციის წარდგენა.

მუხლი 7. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყაროები

1. სააგენტოს თავისი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად გააჩნია შესაბამისი ქონება, რომელიც
მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი აქტივები, მატერიალური მარაგები, ფასეულობები და ფინანსური
რესურსები.
3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტები და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

31. შემოსავლის მიღების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია დადოს სათანადო ხელშეკრულებები.
4. ამ მუხლის მე-2, მე-3 და 31 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება
სააგენტოს მიზნებსა და ფუნქციების განხორციელებას.
5. სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის
აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკი-ცებლად წარუდგენს სამინისტროს.
6. სააგენტოს წლიურ ბალანს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №01-37/ნ - ვებგვერდი, 04.08.2015წ.

მუხლი 8. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

1. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის
შესაბამისად.
2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

მუხლი 9. დასკვნითი დებულებები
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით,
კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დანართი №1 (ამოღებულია - 30.07.2015,№25/ნ)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №01-25/ნ - ვებგვერდი,
31.07.2015წ.


შეტანილი ცვლილებები:

1. 2010 წლის 26 თებერვლის N01/43-
2. 2010 წლის 15 ივნისის N01/152-
3. 2010 წლის 1 დეკემბრის N01/332-
4. 2010 წლის 31 დეკემბრის N01/368-
5. 2011 წლის 1 აპრილის N04-39/
6. 2011 წლის 1 ივნისის N04-130/
7. 2011 წლის 18 ნოემბრის N04-371/
8. 2012 წლის 4 ივნისის N04-354/
9. 2012 წლის 13 სექტემბერის N04-538/
10. 2013 წლის 30 იანვრის N04-28/
11. 2013 წლის 1 მარტის N04-83/
12. 2013 წლის 10 აპრილის N04-175/

13. 2013 წლის 3 ივნისის N04-274/
14. 2013 წლის 10 ოქტომბრის (N04-423/)
15. 2013 წლის 19 დეკემბრის N04-487/
16. 2014 წლის 4 მარტის N04-50/
17.2014 წლის 17 მარტის N04-62/
18. 2014 წლის 15 აპრილის N04-102/
19. 2014 წლის 22 აპრილის N04-106/
20. 2014 წლის 23 სექტემბრის N04-297/
21. 2014 წლის 29 სექტემბრის N04-306/
22. 2014 წლის 7 ოქტომბრის N04-312/
23. 2015 წლის 30 იანვრის N04-30/

24. 2015 წლის 13 ოქტომბრის N04-331/ო
25. 2015 წლის 21 ოქტომბრის N04-341/ო

26. 2015 წლის 4 დეკემბრის N04–443/ო

27. 2015 წლის 25 დეკემბრის N04–488/ო

28. 2016 წლის 14 აპრილი N04-166/ო



საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო


 

31 დეკემბერი 2009 .              თბილისი   ¹01/474-


საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების დებულებების დამტკიცების თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ¹190/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების" მე-4 მუხლის საფუძველზე,

:

1. დამტკიცდეს:
ა) სსიპ _ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალური აპარატის დებულება (დანართი N1); (ცვ. 14.04.2016 წ. N04-166/ო)
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის დებულება (დანართი N2);
გ) სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ტიპიური დებულება (დანართი N3); (ცვ. 30.01.2015 წ. N04-30/ო)
დ) სოციალური მომსახურების ცენტრისა და რაიონული (საქალაქო) განყოფილების ტიპიური დებულება (დანართი N4).
2. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (გ. გოგოლაძე) უზრუნველყოს ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულებების სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულებისათვის გადაცემა.
3. წინამდებარე ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს სააგენტოს დირექტორის 2009 წლის 01 ოქტომბრის N01/385 ბრძანებებით დამტკიცებული დებულებები.
4. ბრძანება ძალაშია 2010 წლის 1 იანვრიდან.


დირექტორი                                                                                                             ანდრია ურუშაძე

                                                                                                                                                                დანართი N1

დამტკიცებულია
სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის
2009 წლის 31 დეკემბერი N01/474-ო ბრძანებით
(ცვ. 14.04.2016 წ. N04-166/ო)

სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალური აპარატის დებულება

 

 

თავი I. დეპარტამენტების სტრუქტურა და სტატუსი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - „სააგენტო“) დეპარტამენტების სტატუსს, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს ათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

 

მუხლი 2. დეპარტამენტების სტატუსი

1. დეპარტამენტები წარმოადგენენ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებ, რომლებიც ერთიანობაში წარმოადგენენ სააგენტოს ცენტრალურ აპარატს.

2. დეპარტამენტები თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, სოციალური დახმარების შესახებ სახელმწიფო პენსიის შესახებ, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულებით, წინამდებარე დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სააგენტოს დირექტორის ან შესაბამისი კურატორი დირექტორის მოადგილის წინაშე.

 

მუხლი 3. სააგენტოს დეპარტამენტები

სააგენტოს დეპარტამენტებია:

ა) დირექტორის აპარატი (დეპარტამენტი);

ბ) კონტროლის დეპარტამენტი;

გ) იურიდიული დეპარტამენტი;

დ) სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დეპარტამენტი;

ე) სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტი;

ვ) მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტი;

ზ) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტი;

თ) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტი;

ი) ეკონომიკური დეპარტამენტი;

კ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ლ) ლოჯისტიკის დეპარტამენტი;

მ) დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი;

ნ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი.

 

მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსა თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.

2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია სააგენტოს დირექტორისა და კურატორი დირექტორის მოადგილის (შემდგომში - კურატორი) (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსი:

ა) დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში, ხელმძღვანელობდა წარმართავ დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელი დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა  და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ახორციელებზედამხედველობას და კონტროლს დეპარტამენტის საქმიანობაზე;

დ) უზრუნველყოფ დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვის კონტროლს;

ე) დეპარტამენტის თანამშრომლებს აძლევენ მითითებებსა და დავალებებს;

ვ) კურატორთან შეთანხმებით (არსებობის შემთხვევაში), სააგენტოს დირექტორს წარუდგენენ წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საკადრო რესურსის, მუშაობის ორგანიზების, თანამშრომელთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ზ) შუამდგომლობ იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

თ) ხელმოწერით ადასტურებ ან ვიზას ადებენ დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, თუ სააგენტოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. დეპარტამენტის კომპეტენციის (საქმიანობის) ფარგლებში, დეპარტამენტის უფროსის მოთხოვნის, მითითების ან დავალების შესრულება სავალდებულოა სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული (აჭარის ა/რ და აფხაზეთის ფილიალები, სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი, ქ.თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი, სოციალური მომსახურების ცენტრი და რაიონული (საქალაქო) განყოფილება) ერთეულების ხელმძღვანელებისათვის.

5. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) კონტროლს უწევს დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე, დეპარტამენტის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებას;

გ) დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, დეპარტამენტის  უფროსს   წარუდგენს შესაბამის წინადადებებს;

დ)  უფლებამოსილების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებს აძლევს  დავალებებს;

ე) ახორციელებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვის კონტროლს;

ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენეს  წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ზ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის  თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

თ) ხელმოწერით ადასტურებს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, თუ სააგენტოს შიდა ადმინისტრაციულ ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ი) ახორციელებს დეპარტამენტის უფროსისა და სააგენტოს ხელმძღვანელთა მიერ მასზე დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

6. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტის უფროსს ჰყავს რამოდენიმე მოადგილე, მისი არყოფნის ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის ან კურატორი დირექტორის მოადგილის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს მის უფლებამოსილებებს.

7. დეპარტამენტი შედგება სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან - სამმართველოებისაგან. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.

8. სამმართველოს უფროსი:

ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებებს;

ბ) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

გ) სამმართველოს თანამშრომლებს აძლევს მითითებებს და დავალებებს;

დ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე, სამმართველოში დასაქმებული თითოეული მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე და შრომის შინაგანაწესის დაცვაზე;

9. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი პასუხისმგებელნი არიან უშუალოდ დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

10. დეპარტამენტის თანამშრომლები:

ა) დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო განრიგით.

ბ) დეპარტამენტის თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.

გ) დეპარტამენტის თანამშრომლები ასრულებენ ამ დებულებით, მოქმედი კანონმდებლობით და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის ფუნქციებს და მათი განხორციელებისას ემორჩილებიან შესაბამისი სამმართველოს უფროსს, დეპარტამენტის უფროსის მოადგილესა და დეპარტამენტის უფროსს.

 

 

თავი II. დირექტორის აპარატი (დეპარტამენტი)

 

მუხლი 5. დირექტორის აპარატის (დეპარტამენტი) მიზნები და ამოცანები

დირექტორის აპარატის (დეპარტამენტი) მიზნები და ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს დირექტორისთვის ორგანიზაციულ-ტექნიკური  და საინფორმაციო მომსახურების გაწევა,

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს ურთიერთობების კოორდინაცია და თანამშრომლობის უზრუნველყოფა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ფონდებთან, დონორებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან,

გ) მედიასაშუალებებთან ურთიერთობების უზრუნველყოფა, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისა და სიახლეების შესახებ საზოგადოების ინფორმირება,

დ) სააგენტოში მოქალაქეთა მიღების, კონსულტირების, წერილობით მომართვებზე რეაგირების კოორდინაცია. სააგენტოში დაცული ინფორმაციის/მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

 

მუხლი 6. დირექტორის აპარატის (დეპარტამენტი) სტრუქტურა

დაკისრებული მიზნების და ამოცანების განხორციელების მიზნით დირექტორის აპარატის (დეპარტამენტი) სტრუქტურაშია:

ა) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;

ბ) საზოგადოებრივი მისაღები (სამმართველო).

 

მუხლი 7. დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციები

1. მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, სხვადასხვა მედია საშუალებებთან აქტიური თანამშრომლობა;

ბ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის და სამომავლო გეგმების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;

გ) სააგენტოს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით,სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

დ) სააგენტოს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით, ბრიფინგების, პრესკონფერენციების, საჯარო გამოსვლების, შეხვედრების, პრეზენტაციების ორგანიზება;

ე) სააგენტოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ფოტო და ვიდეოგადაღების უზრუნველყოფა. ფოტო დავიდეო კადრების არქივის შექმნა;

ვ) სააგენტოს ბეჭდური, ელექტრონული და მულტიმედიური საინფორმაციო პროდუქტის მომზადება და გავრცელება სხვადასხვა საინფორმაციო არხებით,

ზ) სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის (www.ssa.gov.ge), სააგენტოს ფეისბუქ-გვერდის და სხვა სოციალური ქსელის ანგარიშების მუდმივი მართვა და განახლება (გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება); 

თ) სააგენტოს შესახებ მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის მუდმივი მონიტორინგი;

ი) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ფონდებთან, დონორებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობების კოორდინაცია და თანამშრომლობის უზრუნველყოფა, სააგენტოს მიერ მოსახლეობის მომსახურების ხარისხის ამაღლებისა და სერვისების დახვეწის, ასევე, ინფორმაციის გაცვლისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით;

კ) დირექტორის თათბირების, სამუშაო შეხვედრების, კომისიის სხდომების ორგანიზება,

ლ) დაქვემდებარებულ საკითხებზე სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების საკონსულტაციო-მეთოდური დახმარება და კოორდინაცია;

მ) განიხილავს და ამზადებს პასუხს შემოსულ კორესპონდენციაზე

ნ) სააგენტოს დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის და აპარატის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

2. საზოგადოებრივი მისაღების (სამმართველო) ფუნქციებია:

ა) მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მათი შესაბამისი ინფორმირება და კონსულტირება სააგენტოს კომპეტენციაში შემავალი სახელმწიფო მომსახურებების თაობაზე;

ბ) სააგენტოს მომსახურების მიწოდების ხარისხის ამაღლების მიზნით, მომსახურების გაწევის საკითხებზე მეთოდური დოკუმენტების/რეკომენდაციების შემუშავება და მათი რეალიზაციის ინიცირება;

გ) ფიზიკური პირებისათვის სააგენტოში დაცული ინფორმაციის/მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოქმედი წესების/ნორმების შესაბამისად;

დ) მოსახლეობის წერილობითი მომართვების შესაბამისად,  წერილობითი ინფორმაციის გაცემა;

ე) საშვის დაშვების რეჟიმისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; 

ვ) სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოქალაქეთა მისაღებების კოორდინაცია, მისაღების თანამშრომელთა ეფექტიანი მუშაობისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, რეგულარული ინსტრუქტირება და კონსულტირება;

ზ) სააგენტოს დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის და აპარატის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

 

მუხლი 8. დირექტორის აპარატის (დეპარტამენტი) უფლებამოსილებები

დირექტორის აპარატი (დეპარტამენტი) უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს და მიიღოს სააგენტოს ნებისმიერი სრუქტურული და ტერიტორიული ერთეულებიდან აპარატის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის აუცილებელი ინფორმაცია, ახსნა-განმარტებითი მასალები და სხვა დოკუმენტები;

ბ) სააგენტოს დირექტორს განსახილველად წარუდგინოს აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემური საკითხების გადაჭრის წინადადებები;

გ) განახორციელოს სააგენტოს დორექტორის მიერ აპარატისათვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

 

 

თავი III. კონტროლის დეპარტამენტი

 

მუხლი 9. დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები

კონტროლის დეპარტამენტის საქმიანობის მიზნები და ამოცანებია:

ა) სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის შერჩევით შემოწმება;

ბ)  სააგენტოს დასაქმებულთა მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის, ასევე, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული, კერძო და საჯარო ინტერესების დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მათი გამომწვევი მიზეზების შესწავლა, მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით, წინადადებების (რეკომენდაციების) მომზადება/წარდგენა სააგენტოს დირექტორისათვის ან/და კურატორისათვის;

გ) სააგენტოს მიერ ორგანიზებულ შესაბამის სამუშაო შეხვედრებში, კონფერენციებში და სწავლების პროცესში მონაწილეობა;

დ) დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სტრუქტურულ და ტერიტორიულ ერთეულებთან, ცენტრალურ და ადგილობრივ საჯარო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა;

ე) სააგენტოს დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის ან/და კურატორის ცალკეული დავალებების შესრულება.

 

მუხლი 10. დეპარტამენტის სტრუქტურა

დაკისრებული მიზნების და ამოცანების განხორციელების მიზნით კონტროლის დეპარტამენტის სტრუქტურაშია:  

ა) საარსებო (ფულადი) შემწეობის დანიშვნა-ცვლილებების კანონიერების კონტროლის სამმართველო; 

ბ) მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების კონტროლის სამმართველო;

გ)  სახელმწიფო გასაცემლების დანიშვნა-ცვლილების მართლზომიერებისა და ფინანსური კონტროლის სამმართველო;

დ) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების  კონტროლის სამმართველო.  

 

მუხლი 11. დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციები

1. სააგენტოს დებულებით და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დაკისრებული მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, საარსებო (ფულადი) შემწეობის დანიშვნა-ცვლილებების კანონიერების კონტროლის სამმართველო:

ა) ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების მიერ, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული  ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ფულადი სოციალური დახმარების საარსებო შემწეობის დანიშვნა-ცვლილებების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების შერჩევით შემოწმებას;

ბ) განიხილავს და ამზადებს პასუხს შემოსულ კორესპონდენციაზე;

გ) მონაწილეობს დეპარტამენტის საქმიანობის სამუშაო გეგმ(ებ)ისა და ანგარიშ(ებ)ის შედგენაში;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს, რეკომენდაციებს და წარუდგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელს;

ე) სააგენტოს დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ასრულებს სააგენტოს დირექტორის, დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

ვ) დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებას უზრუნველყოფს სამმართველოში დასაქმებული პირების, აგრეთვე, სააგენტოს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის  მთავარი სპეციალისტების (მონიტორები) მეშვეობით;

ზ) ტერიტორიულ ერთეულებში დასაქმებული მთავარი სპეციალისტების (მონიტორები) ანგარიშვალდებული არიან კონტროლის დეპარტამენტის უფროსისა და შესაბამისი მოადგილის, აგრეთვე,  საარსებო (ფულადი) შემწეობის დანიშვნა-ცვლილებების კანონიერების კონტროლის სამმართველოს უფროსის წინაშე.

2. სააგენტოს დებულებით და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დაკისრებული მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების კონტროლის სამმართველო: 

ა) ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების მიერ:

ა.ა)  შვილად აყვანის, მინდობით აღზრდის, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეისტიტუციონალიზაციის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების განხორციელების ფარგლებში გაწეული საქმიანობის შერჩევით შემოწმებას;

ა.ბ) დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესობის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ფარგლებში გაწეული საქმიანობის შერჩევით შემოწმებას;

ბ) სპეციალიზებულ დაწესებულებებში, შესაბამისი ვაუჩერის მქონე ბენეფიციართა დასწრების აღრიცხვიანობის  შერჩევით შემოწმებას;

გ)   განიხილავს და ამზადებს პასუხს შემოსულ კორესპონდენციაზე;

დ) მონაწილეობს დეპარტამენტის საქმიანობის სამუშაო გეგმ(ებ)ისა და ანგარიშ(ებ)ის შედგენაში;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს, რეკომენდაციებს და წარუდგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელს;

ვ) სააგენტოს დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ასრულებს სააგენტოს დირექტორის, დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

3. სააგენტოს დებულებით და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დაკისრებული მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, სახელმწიფო გასაცემლების დანიშვნა-ცვლილების მართლზომიერებისა და ფინანსური კონტროლის სამმართველო:

ა) ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების მიერ:

ა.ა) სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის და სოციალური პაკეტის – „სახელმწიფო გასაცემლების“ დანიშვნა-ცვლილებების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების შერჩევით შემოწმებას;

ა.ბ) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების დანიშვნა-გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების შერჩევით  შემოწმებას;

ა.გ) ფულადი გასაცემლების საბანკო მომსახურების ხელშეკრულებებით და ინსტრუქციებით განსაზღვრული პირობების შესრულების კუთხით გაწეული საქმიანობის შერჩევით შემოწმებას;

ა.დ) დასაქმების სახელმწიფო პროგრამ(ებ)ის განხორციელების ფარგლებში გაწეული საქმიანობის შერჩევით შემოწმებას;

ა.ე) მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი ინვენტარის ექსპლუატაციის და მათი ექსპლუატაციისთვის საჭირო ფასეულობების აღრიცხვის შერჩევით შემოწმებას;

ბ) განიხილავს და ამზადებს პასუხს შემოსულ კორესპონდენციაზე;

გ) მონაწილეობს დეპარტამენტის საქმიანობის სამუშაო გეგმ(ებ)ისა და ანგარიშ(ებ)ის შედგენაში;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს, რეკომენდაციებს და წარუდგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელს;

ე) სააგენტოს დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ასრულებს სააგენტოს დირექტორის, დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

4. სააგენტოს დებულებით და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დაკისრებული მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის სამმართველო:

ა) ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების მიერ:

ა.ა) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  გაწეული საქმიანობის  შერჩევით შემოწმებას;

ა.ბ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამ(ებ)ის ფარგლებში გაწეული საქმიანობის  შერჩევით შემოწმებას;

ბ)   განიხილავს და ამზადებს პასუხს შემოსულ კორესპონდენციაზე;

გ) მონაწილეობს დეპარტამენტის საქმიანობის სამუშაო გეგმ(ებ)ისა და ანგარიშ(ებ)ის შედგენაში;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს, რეკომენდაციებს და წარუდგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელს;

ე) სააგენტოს დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ასრულებს სააგენტოს დირექტორის, დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

 

მუხლი 12. დეპარტამენტის  უფლებამოსილება

1. დეპარტამენტი სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის შესწავლას ახორციელებს როგორც გეგმიური, ასევე არაგეგმიური შემოწმების პრინციპით.

2. გეგმიური შემოწმება ხორციელდება სააგენტოს დირექტორთან ან/და კურატორთან  შეთანხმებული, წინასწარ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით.

3. არაგეგმიური შემოწმება ხორციელდება:

) სააგენტოს დირექტორის ან/და კურატორის დავალებით;

) სააგენტოს დირექტორთან ან/და კურატორთან შეთანხმებით, სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების საქმიანობასთან დაკავშირებით  მიღებული/აღმოჩენილი ინფორმაციის საფუძველზე.

4. დეპარტამენტი უფლებამოსილია:

) მოითხოვოს და მიიღოს სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულებიდან დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის აუცილებელი ინფორმაცია, ახსნა-განმარტებითი მასალები და სხვა დოკუმენტები;

) სააგენტოს დირექტორს ან/და კურატორს წარუდგინოს როგორც დეპარტამენტის საქმიანობასთან, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს სტუქტურული და ტერიტორიული ერთეულების  მუშაობასთან  დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემური საკითხები;

) მოითხოვოს ინფორმაცია დირექტორის ბრძანებების, დავალებების, მითითებების შესრულების მდგომარეობის შესახებ;

) შეისწავლოს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენცია და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;

) შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების პრევენციის მიზნით, სააგენტოს დირექტორს  ან/და კურატორს წარუდგინოს წინადადებები;

) შემოწმების შედეგების მიხედვით, სააგენტოს დირექტორის  ან/და კურატორის წინაშე დააყენოს საკითხი სააგენტოს სტრუქტურულ და ტერიტორიულ ერთეულებში დასაქმებულთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ან/და წახალისების ზომების გამოყენების შესახებ;

) განახორციელოს სააგენტოს დირექტორის მიერ  დეპარტამენტისათვის  მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

 

 

თავი IV. იურიდიული დეპარტამენტი

 

მუხლი 13. დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები

იურიდიული დეპარტამენტის საქმიანობის მიზნები და ამოცანებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობით წარმართვის ხელშეწყობა;

ბ) სააგენტოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა მესამე პირებთან ურთიერთობებსა და სასამართლოში;

 

მუხლი 14. დეპარტამენტის სტრუქტურა

დაკისრებული მიზნების და ამოცანების განხორციელების მიზნით იურიდიული დეპარტამენტის სტრუქტურაშია:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ) სასამართლო საქმეების წარმოების სამმართველო.

 

მუხლი 15. დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციები

1. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის კანონშესაბამისობის ხელშეწყობა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ფუნქციების რეალიზაციისას წამოჭრილი სადავო საკითხების  სამართლებრივ გადაწყვეტასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში და ხელმძღვანელობის დავალებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების ან სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ადმინისტრაციული გარიგებების (შეთანხმებები, მემორანდუმები, ხელშეკრულებები და ა.შ.) პროექტების მომზადება, ან პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების ან ადმინისტრაციული გარიგებების ექსპერტიზა;

) კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, დაინტერესებულ პირთა განცხადებების, წერილების და ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და მათზე გადაწყვეტილებების (პასუხების) პროექტების მომზადება;

) მოთხოვნისამებრ, სამმართველოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის შედგენა და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენა; დეპარტამენტის სამუშაო გეგმის და საერთო დავალებების შესრულებაში მონაწილეობა;

) სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულებისათვის სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეების მიწოდება;

) სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილისა, დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.

2. სასამართლო საქმეების წარმოების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოს სახელითა და დადგენილი წესით, სასამართლო წარმომადგენლობა სააგენტოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით;

) სააგენტოს (ცენტრალური აპარატის, ან საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიული ერთეულის) საქმიანობასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასამართლო წესით გადასაჭრელად, საქმის მასალების შესწავლა და სასამართლო წარმოებისათვის მომზადება;

) სააგენტოს (ცენტრალური აპარატის, ან საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიული ერთეულის) სახელით სასარჩელო განცხადებების, შესაგებლების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების მომზადება, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საპროცესო მოქმედების შესრულება;

) სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებისათვის, მოთხოვნის შესაბამისად, სასამართლო წარმომადგენლობაზე კონსულტაციების გაწევა;

) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული კორესპოდენციის (წერილები და განცხადებები) განხილვა, პასუხებისა და დასკვნების პროექტების  მომზადება;

) დეპარტამენტის ყოველწლიური სამუშაო გეგმისა და ანგარიშების შედგენაში მონაწილეობა;

) სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილისა, დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.

 

მუხლი 16. დეპარტამენტის უფლებამოსილებები

1. დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს და მიიღოს სააგენტოს ნებისმიერი სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულებიდან დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის აუცილებელი ინფორმაცია, ახსნა-განმარტებითი მასალები და სხვა დოკუმენტები;

ბ) სააგენტოს ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგინოს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემური საკითხების გადაჭრის წინადადებები;

გ) განახორციელოს სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ დეპარტამენტისათვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

 

 

თავი V. სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დეპარტამენტი

 

მუხლი 17. დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები

სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დეპარტამენტის საქმიანობის მიზნები და ამოცანებია:

ა) სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით, ფულადი სოციალური დახმარების (შემდგომში - საარსებო შემწეობა) ანაზღაურება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ფულადი სოციალური დახმარება – საარსებო შემწეობის სფეროში  სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების მუშაობის ერთიანი პრაქტიკის დამკვიდრება;

გ) მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების გაუმჯობესების მიზნით, ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; 

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ბენეფიციარებისათვის არასწორად ჩარიცხული თანხების საბიუჯეტო ანგარიშზე აღდგენის პროცესში მონაწილეობის მიღება;

ე) სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირებაში პრაქტიკული და მეთოდური დახმარების გაწევა;

ვ) სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების მიერ მომზადებული ინფორმაციის საფუძველზე, „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული ფულადი დახმარების ანაზღაურება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მოთხოვნათა გათვალისწინებით, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების მუშაობის ერთიანი პრაქტიკის დამკვიდრება;

თ) „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ი) სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან მოწოდებული მონაცემების საფუძველზე დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის განსაზღვრული ყოველთვიური შემწეობის ანაზღაურება.

 

მუხლი 18. დეპარტამენტის სტრუქტურა

დაკისრებული მიზნების და ამოცანების განხორციელების მიზნით სოციალური დახმარების ადმინისტრირების დეპარტამენტის სტრუქტურაშია:

ა) სოციალური დახმარების სამმართველო;

ბ) სოციალური პროგრამების ადმინისტრირების სამმართველო.

 

მუხლი 19. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების ფუნქციები

1. სოციალური დახმარების სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:

ა) ფულადი სოციალური დახმარების („საარსებო შემწეობა“) სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებული წერილებისა და განცხადებების განხილვას და შესაბამისი პასუხების მომზადებას;

ბ) ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შესწავლა–გადამოწმებაზე გადაწყვეტილების მიღებას, კომპეტენციის ფარგლებში;

გ) ტერიტორიული ერთეულების წერილობით კონსულტირებას დეპარტამენტის მიერ ადმინისტრირებად საკითხებთან დაკავშირებით; 

დ) მოქალაქეთა მიღებას და კონსულტაციის გაწევას დეპარტამენტის მიერ ადმინისტრირებად საკითხებთან დაკავშირებით;

ე) საჭიროების შემთხვევაში, ტერიტორიული ერთეულებისათვის სწავლება/ტრენინგების პროცესში მონაწილეობის მიღებას;

ვ) სააგენტოს დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, კურატორი დირექტორის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებების შესრულებას.

2. სოციალური პროგრამების ადმინისტრირების სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, ფულადი სოციალური დახმარების „საარსებო შემწეობის“ მიმღებთა პირად ანგარიშებზე თანხის განსათავსებლად საჭირო ინფორმაციის სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენას;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დასაბრუნებელი ფულადი სოციალური დახმარების „საარსებო შემწეობის“ თანხის შესახებ მონაცემების მომზადებას;

გ) “სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების შესაბამისად, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ყოველთვიური შემწეობის გადარიცხვის ორგანიზებას;

დ) „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული ფულადი დახმარების მიმღებთა პირად ანგარიშებზე თანხის განსათავსებლად სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების მიერ მომზადებული საჭირო მონაცემების სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენას;

ე) სააგენტოს დირექტორის ან კურატორი დირექტორის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) დავალების შემთხვევაში, ტერიტორიული ერთეულების მიერ ფულადი სოციალური დახმარების „საარსებო შემწეობის“ დანიშვნის, შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის საკითხებთან დაკავშირებით შესრულებული სამუშაოს ანალიზს;

ვ) მონაცემთა ერთიან ბაზაში განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ტერიტორიული ერთეულებისათვის კონსულტაციის გაწევას;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, ტერიტორიული ერთეულებისათვის სწავლება/ტრენინგების პროცესში მონაწილეობის მიღებას;

თ) სააგენტოს დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, კურატორი  დირექტორის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებების შესრულებას.“. 

 

მუხლი 20. დეპარტამენტის უფლებამოსილებები

სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს და მიიღოს სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულებიდან დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის აუცილებელი ინფორმაცია და საჭირო დოკუმენტები;

ბ) უშუალოდ, კურატორი დირექტორის მოადგილი(არსებობის შემთხვევაში)  თანხმობით, სააგენტოს დირექციაში განსახილველად წარადგინოს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემური საკითხები;

გ) განახორციელოს სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ დეპარტამენტისათვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

 

 

თავი VI. სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტი

 

მუხლი 21. დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის საქმიანობის მიზნები და ამოცანებია:

ა) სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით, სახელმწიფო გასაცემლების (სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტი, საყოფაცხოვრებო სუბსიდია, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება (დახმარება), რეინტეგრაციის შემწეობა; შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების“ მიზნით დასაფინანსებელი დახმარება) დანიშვნა–ცვლილებისა და დარიცხვის სამუშაოთა დოკუმენტური და ელექტრონული საქმისწარმოების ორგანიზება და მართვა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო გასაცემლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების საფუძველზე, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების მუშაობის ერთიანი პრაქტიკის დამკვიდრება;

გ) მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების გაუმჯობესების მიზნით, სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებულ სახელმწიფო გასაცემლების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტების მომზადებაში, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობის მიღება; 

დ) ცენტრალიზებული წესით სახელმწიფო გასაცემლების ავტომატიზებულ აღრიცხვასთან დაკავშირებით, ღონისძიებათა დაგეგმვა, პროექტირება, მეთოდური უზრუნველყოფა და მართვა;

ე) სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო გასაცემლების მიმღებ ბენეფიციართა მონაცემების ერთიანი ბაზის  შექმნა/განახლება და მისი დამუშავება, გასაცემლების მიმღებთა რიცხოვნობის და/ან მათზე რიცხული თანხების შესახებ საჭირო ინფორმაციის მოსამზადებლად;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ბენეფიციარებისათვის არასწორად ჩარიცხული თანხების საბიუჯეტო ანგარიშზე აღდგენის პროცესში მონაწილეობის მიღება;

ზ) სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას, პრაქტიკული და მეთოდური დახმარების გაწევა.

 

მუხლი 22. დეპარტამენტის სტრუქტურა

დაკისრებული მიზნების და ამოცანების განხორციელების მიზნით სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის სტრუქტურაშია:

ა) საპენსიო უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ) საინფორმაციო სისტემების ადმინისტრირების  სამმართველო;

გ) საინფორმაციო სისტემების ტესტირების, დანერგვის და კონსულტაციების სამმართველო.

 

 მუხლი 23. დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციები

1. საპენსიო უზრუნველყოფის სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს:

ა) სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით, სახელმწიფო გასაცემლების (სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტი, საყოფაცხოვრებო სუბსიდია, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება (დახმარება), რეინტეგრაციის შემწეობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების“ მიზნით დასაფინასებელი დახმარება) დანიშვნა-ცვლილებისა და/ან დარიცხვის სამუშაოთა დოკუმენტური და ელექტრონული საქმისწარმოების ორგანიზებას და მართვას;

ბ) მოსახლეობის სახელმწიფო გასაცემლებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტექნიკური პროცესის (დანიშვნა-ცვლილება-დარიცხვა) თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, წინადადებების მომზადებას;

) სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებისათვის საკონსულტაციო, პრაქტიკული და მეთოდური დახმარების გაწევას;

) სახელმწიფო გასაცემლების დასაფინანსებლად, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებიდან ყოველთვიურად წარმოდგენილი მონაცემების (ბაზა, განაცხადი) მიღება/დამუშავებას;

) წერილებისა და მოქალაქეთა განცხადებების განხილვასა და პასუხების პროექტ(ებ)ის მომზადებას;

)  გამონაკლის შემთხვევებში,  მოქალაქეთა მიღებას და მათთვის კონსულტაციის გაწევას;

) სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, კურატორი დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულებას.

2. საინფორმაციო სისტემების ადმინისტრირების სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს: 

ა) სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის, სოციალური პაკეტის, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების (დახმარება), რეინტეგრაციის შემწეობის, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების“ საინფორმაციო სისტემების ადმინისტრირებას;

ბ) სახელმწიფო გასაცემლების მარეგულირებელ საკანონმდებლო/ნორმატიულ აქტებში შეტანილი ცვლილებების ასახვას პროგრამულ უზრუნველყოფებში;

გ) სისტემების მუშაობის ანალიტიკას;

დ) ვალიდაციების წესების ზედამხედველობასა და ცვლილებების მომზადებას;

ე) სისტემების კონფიგურაციის მართვას და მომხმარებელთა წვდომის დონეების განსაზღვრას;

ვ) საინფორმაციო ბაზების მომზადებას შიდა და გარე მომხმარებლებისათვის;

ზ) შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის სახელმწიფო გასაცემლის მიმღებთა ერთიან ბაზასთან შედარებას და შემდგომი რეაგირების მიზნით, ინფორმაციის სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებისათვის გადაცემას;

თ) სახელმწიფო გასაცემლების დასაფინანსებლად, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებიდან ყოველთვიურად წარმოდგენილი მონაცემების (ბაზა, განაცხადი) მიღება/დამუშავებას;

) სახელმწიფო გასაცემლების დასაფინანსებლად, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებიდან ყოველთვიურად წარმოდგენილი მონაცემების (ბაზა, განაცხადი) საფუძველზე გადასარიცხი თანხების ნაერთი რეესტრების სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენას;

კ) სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა პირად ანგარიშებზე თანხის განსათავსებლად მომსახურე საბანკო დაწესებულებაში გასაგზავნი საჭირო მონაცემების (ელექტრონული ბაზების) სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენას;

ლ) უკანდაბრუნებული და დასაბრუნებელი თანხების შესახებ ტერიტორიულ ერთეულებსა და მომსახურე საბანკო დაწესებულებას შორის ინფორმაციის მიმოცვლის უზრუნველყოფას;

მ) ტერიტორიული ერთეულების მიერ წარმოდგენილი მონაცემების (ელექტრონულ ფორმატში) საფუძველზე, ერთიანი ცენტრალური ბაზის ყოველთვიურ განახლებას;

ნ) მონაცემთა ერთიან ბაზაში, იდენტური მონაცემების მქონე პირთა გამოვლენასა და შემდგომი რეაგირების მიზნით, ინფორმაციის სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებისათვის გადაცემას;

ო) საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებისათვის საკონსულტაციო,  პრაქტიკული და მეთოდური დახმარების გაწევას;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, წერილებისა და მოქალაქეთა განცხადებების განხილვას და პასუხების პროექტ(ებ)ის მომზადებას;

ჟ) სააგენტოს დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის კურატორი მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულებას.

3. საინფორმაციო სისტემების ტესტირების, დანერგვის და კონსულტაციების სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს:

ა) სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის, სოციალური პაკეტის, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების (დახმარება), რეინტეგრაციის შემწეობის, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების“ საინფორმაციო სისტემებში:

ა.ა) შეტანილი ცვლილებების ტესტირებას;

ა.ბ) ცვლილებების დანერგვას;

ბ) მომხმარებლის მოთხოვნათა სერვისების უზრუნველყოფას, მონაცემთა ბაზებიდან ბიზნეს -პროცესებისათვის საჭირო ინფორმაციების ამოღებას.

გ) სისტემასთან მუშაობის საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფას;

დ) სწავლებების ჩატარებას  სისტემის  მომხმარებლებისათვის;

ე) სახელმწიფო გასაცემლების ბაზით სარგებლობის მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას;

ვ) სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებისათვის საკონსულტაციო, პრაქტიკული და მეთოდური დახმარების გაწევას;

ზ) სახელმწიფო გასაცემლების დასაფინანსებლად, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებიდან ყოველთვიურად წარმოდგენილი მონაცემების (ბაზა, განაცხადი) მიღება/დამუშავებას;

) სახელმწიფო გასაცემლების დასაფინანსებლად, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებიდან ყოველთვიურად წარმოდგენილი მონაცემების (ბაზა, განაცხადი) საფუძველზე გადასარიცხი თანხების ნაერთი რეესტრების სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენას;

ი) სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა პირად ანგარიშებზე თანხის განსათავსებლად მომსახურე საბანკო დაწესებულებაში გასაგზავნი საჭირო მონაცემების (ელექტრონული ბაზების) სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენას;

კ) უკანდაბრუნებული და დასაბრუნებელი თანხების შესახებ ტერიტორიულ ერთეულებსა და მომსახურე საბანკო დაწესებულებას შორის ინფორმაციის მიმოცვლის უზრუნველყოფას;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, წერილებისა და მოქალაქეთა განცხადებების განხილვასა და პასუხების პროექტ(ებ)ის მომზადებას;

მ) სააგენტოს დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის,  კურატორი დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულებას.

 

მუხლი 24. დეპარტამენტის უფლებამოსილებები

სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს და მიიღოს სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულებიდან დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის აუცილებელი ინფორმაცია და საჭირო დოკუმენტები;

ბ) უშუალოდ, კურატორის თანხმობით, სააგენტოს დირექციაში განსახილველად წარადგინოს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემური საკითხები;

გ) განახორციელოს სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ დეპარტამენტისათვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

 

 

თავი VII. მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტი

 

მუხლი 25. დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები

მეურვეობა მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის საქმიანობის მიზნები და ამოცანებია:

ა) სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამ(ებ)ის რეალიზაცია, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობი მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამ(ებ)ის უფლებრივი საკითხების კუთხით სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია;

გ) მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანოს ფუნქციების განხორციელება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ბავშვზე და/ან ოჯახებში მომხდარი ძალადობის და მიუსაფარ ბავშვთა შემთხვევების რეაგირებაზე კოორდინაცია.

 

მუხლი 26. დეპარტამენტის სტრუქტურა

დაკისრებული მიზნების და ამოცანების განხორციელების მიზნით მეურვეობა მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის სტრუქტურაშია:

ა) სოციალური პროგრამების სამმართველო;

ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველო.

გ) ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველო.

 

მუხლი 27. დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციები

1. სოციალური პროგრამების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობი მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი სოციალური პროგრამ(ებ)ის ადმინისტრირება და კოორდინაცია სააგენტოს სხვა სრუქტურულ და ტერიტორიულ ერთეულებთან ერთად;

ბ) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებისათვის კონსულტაციების და მეთოდური ხელძღვანელობის გაწევა, კომპეტენციის ფარგლებში მეთოდური სახელმძღვანელოებისა და ინსტრუქციების შემუშავება ან მათ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

გ) შესაბამის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით განსახორციელებელ შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მიღება, უფლებამოსილების ფარგლებში;

დ) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმღებ ბენეფიციართა რეესტრის წარმოება, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანგარიშების მომზადება;

ე) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურების მომწოდებელ რეგისტრირებულ ორგანიზაციათა და მათ მიერ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა და ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ვ) ტერიტორიული ერთეულების მიერ სააგენტოს ხელმძღვანელობის დავალებების ოპერატიული შესრულების ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) სააგენტოში დაგეგმილ სწავლების პროცესში მონაწილეობის მიღება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, წერილებისა და მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და პასუხების პროექტ(ებ)ის მომზადება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, ურთიერთობები ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთან;

კ) სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.

2. მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ბავშვის შვილად აყვანასა და გაშვილებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება და კოორდინაცია;

ბ) გასაშვილებელ ბავშვთა და შვილად აყვანის მსურველთა ცენტრალური საინფორმაციო ბანკის წარმოება;

გ) საერთაშორისო გაშვილების პროცესის წარმართვა;

დ) მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;

ე) მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების ფუნქციონირების კოორდინაცია და ზედამხედველობა;

ვ) მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესის კოორდინაცია;

ზ) დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში ორგანიზება და კოორდინაცია, მოქმედი კანონმდებლობით სააგენტოსათვის მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; 

თ) ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვების შეფასების პროცესის დაგეგმვა და მიღებული შედეგების მიხედვით ანგარიშის მომზადება;

ი) მინდობით აღზრდასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება, კოორდინაცია;

კ) არასრულწლოვანთა რეინტეგრაციისა და პრევენციის სახელმწიფო დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება და კოორდინაცია;

ლ) სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების საკითხებთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება და კოორდინაცია;

მ) სტანდარტების არარსებობის შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებისათვის სახელმძღვანელოდ, შესაბამისი მეთოდური სახელმძღვანელოებისა და ინსტრუქციების შემუშავება ან მათ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ბავშვზე ზრუნვის საკითხებთან დაკავშირებით, ურთიერთობები ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთან;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, წერილებისა და მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და პასუხების პროექტ(ებ)ის მომზადება;

პ) შვილად აყვანის საიდუმლოებისა და ბიოლოგიური მშობლების მოძიების შესახებ საქმეების წარმოება;

ჟ) საზღვარგარეთ მყოფი არასრულწლოვანი, მზრუნველობამოკლებული ბავშვის საქართველოში ჩამოყვანის ორგანიზება;

რ) უფროსი სოციალური მუშაკების პროფესიული ზედამხედველობა და საქმიანობის შეფასება

ს) სააგენტოს დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.

3. ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ბავშვთა და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის შესაბამისი ადმინისტრირება და კოორდინაცია სააგენტოს სხვა სტრუქტურულ და ტერიტორიულ ერთეულებთან ერთად;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში,  ბავშვთა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების კოორდინირებულად მუშაობის წესის, ბავშვზე და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, ეფექტური და სწრაფი რეაგირების მექანიზმების, ურთიერთობების განსაზღვრა, რომელიც დაკავშირებულია ბავშვთა და ოჯახის დაცვასთან;

გ)  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამას დაქვემდებარებული საკითხების ადმინისტრირება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ბავშვთა და/ან ოჯახში ძალადობის და მიუსაფარ ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით, ურთიერთობები ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთან;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, რეესტრის წარმოება, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანგარიშების მომზადება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, წერილებისა და მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და პასუხების (პროექტების) მომზადება;

ზ) სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.

 

მუხლი 28. დეპარტამენტის უფლებამოსილებები

მეურვეობა მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს და მიიღოს სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულებიდან დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის აუცილებელი ინფორმაცია, ახსნა-განმარტებითი მასალები და სხვა დოკუმენტები;

ბ) უშუალოდ ან კურატორის თანხმობით, სააგენტოს დირექციაში განსახილველად წარადგინოს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემური საკითხები;

გ) განახორციელოს სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ დეპარტამენტისათვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

 

 თავი VIII. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტი

 

მუხლი 29. დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის მიზნებსა და ამოცანებს წარმოადგენს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირება, მართვა და მონიტორინგი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

მუხლი 29. დეპარტამენტის სტრუქტურა

დაკისრებული მიზნების და ამოცანების განხორციელების მიზნით საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის სტრუქტურაშია:

) პირველადი დოკუმენტაციის მართვის სამმართველო;

) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;

) შესრულებული სამუშაოს მართვის სამმართველო;

) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;

) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მონიტორინგის სამმართველო.

 

მუხლი 30. დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციები

1. პირველადი დოკუმენტაციის მართვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველადი დოკუმენტაციის მართვა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველადი დოკუმენტაციის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სააგენტოს სტრუქტურული და/ან ტერიტორიული ერთეულების მეთოდური მითითებების მომზადება;

გ) მოსარგებლეთა სწრაფი, ეფექტური, თავაზიანი მომსახურება და მათი ინფორმირება პროგრამის ფარგლებში სამართლებრივი აქტ(ებ)ით განსაზღვრული პირველადი დოკუმენტაციის წარმოდგენის წესების, განხილვის ვადებისა და პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, გადამისამართება კომპეტენციის ფარგლებში;

დ) შემოსული გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასა და ონკოლოგიურ პაციენტთა არაქირურგიულ მკურნალობასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაციის განაცხადების ელექტრონულ ფორმატში ასახვა და გადაგზავნა შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის სტრუქტურულ და/ან ტერიტორიულ ერთეულ(ებ)ში;

ე) შემოსული, საკეისრო კვეთასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაციის განაცხადების ელექტრონულ ფორმატში ასახვა, განხილვა და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ვ) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ხელმძღვანელობის ინფორმირება, ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა, მომსახურების გამართულობის, უწყვეტობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების წარდგენა;

ზ) სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.

2. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სამმართველოში შემოსული გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასა და ონკოლოგიურ პაციენტთა არაქირურგიულ მკურნალობასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაციის განხილვა და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ბ) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ორგანიზაციული საკითხების ადმინისტრირება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში;

გ) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სააგენტოს სტრუქტურული და/ან ტერიტორიული ერთეულების მეთოდური მითითებების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

დ) მიმწოდებელთა ინფორმირება პროგრამის ადმინისტრირების წესების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, ფუნქციური დახმარების აღმოჩენა პროგრამის ადმინისტრირების სხვადასხვა ეტაპზე;

ე) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და პასუხ(ებ)ის მომზადება;

ვ) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ხელმძღვანელობის ინფორმირება, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების წარდგენა;

ზ) სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.

3. შესრულებული სამუშაოს მართვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს დამუშავება (როგოც გეგმური, ასევე ურგენტული შემთხვევების) და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ბ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და პასუხ(ებ)ის მომზადება;

გ) სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილისა, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.

4. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ელექტრონული  სისტემის გამართული მუშაობის მიზნით პროგრამის ბიზნეს-ლოგიკასთან დაკავშირებული დავალებების დეტალური განმარტება, დროული მიწოდება და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ტესტირება;

ბ) პროგრამის მიმწოდებლად დარეგისტრირების მსურველი სამედიცინო დაწესებულებების (შემდგომში მიმწოდებელი) ინფორმირება, საჭიროების შემთხვევაში, განაცხადის შევსებაში დახმარების აღმოჩენა და დეპარტამენტში შემოსული განაცხადების კურირება;

 გ) მიმწოდებელთა ინფორმირება პროგრამის ადმინისტრირების წესების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური და ფუნქციური დახმარების აღმოჩენა პროგრამის ადმინისტრირების სხვადასხვა ეტაპზე;

დ) მიმწოდებელთა მიერ პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარება;

ე) პროგრამის მოსარგებლედ ცნობისათვის საჭირო სოციალური და ნებაყოფლობითი სადაზღვევო ბაზების სისწორის მუდმივი მონიტორინგი და უწყვეტი კომუნაკიციის უზრუნველყოფა ბაზების სისწორეზე პასუხისმგებელ სტრუქტურებთან;

ვ) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზების რეგულარული დამუშავება, სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება,  მისი ანალიზი და პროგნოზი. მონაცემთა ბაზების სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავება;

ზ) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სააგენტოს სტრუქტურული და/ან ტერიტორიული ერთეულების მეთოდური მითითებების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

თ) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ხელმძღვანელობის ინფორმირება, გასატარებელი ღონისძიებების, პრევენციული ღონისძიებების თაობაზე  წინადადებების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების წარდგენა;

ი) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და პასუხ(ებ)ის მომზადება;

კ) სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.

5. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) შესამოწმებელი სამედიცინო შემთხვევების შერჩევა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე მიმწოდებლის მიერ, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით;

ბ) შერჩევითი შემოწმების განხორციელების მიზნით, შეტყობინების სისტემიდან შემოწმებისათვის საჭირო ინფორმაციის ამოღება და შერჩეული შემთხვევების განაწილება ინსპექტირებისათვის სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში;

გ) საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელთან პირადი ვიზიტი და ინსპექტირების განხორციელება გამსვლელი ინსპექტორის სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად;

დ) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებზე სააგენტოს სტრუქტურული და/ან ტერიტორიული ერთეულების მეთოდური მითითებების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ე) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ხელმძღვანელობის ინფორმირება, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების წარდგენა;

ვ) სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.

 

მუხლი 31. დეპარტამენტის უფლებამოსილებები

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს და მიიღოს სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულებიდან დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის აუცილებელი ინფორმაცია, ახსნა-განმარტებითი მასალები და სხვა დოკუმენტები;

ბ) უშუალოდ ან კურატორის თანხმობით, სააგენტოს დირექციაში განსახილველად წარადგინოს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემური საკითხები;

გ) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ეტაპების შესაბამისად,  უზრუნველყოს სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების განხორციელება;

დ) განახორციელოს სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ დეპარტამენტისათვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

 

 

თავი IX. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტი

 

მუხლი 32. დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები

ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის მიზნებსა და ამოცანებს წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება და მართვა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

მუხლი 33. დეპარტამენტის სტრუქტურა

დაკისრებული მიზნების და ამოცანების განხორციელების მიზნით ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის სტრუქტურაშია:

ა) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების სამმართველო;

ბ) მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სამართველო;

გ) C ჰეპატიტის მართვის სამმართველო.

 

მუხლი 34. დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციები

1. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების სამმართველო:

ა) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების (გარდა მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტისა) მართვის განხორციელება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ფარგლებში წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამუშავება, გაწეული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტების აღრიცხვა - დამუშავება, დაწესებულებებისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის განსაზღვრა.

გ) სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ფინანსური დოკუმენტაციის დამუშავების წესებისა და სააღრიცხვო ფორმების შემუშავება.

დ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების (გარდა მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტისა) ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სააგენტოს სტრუქტურული და/ან ტერიტორიული ერთეულების მეთოდური მითითებების მომზადება;

ე) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიხედვით სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალისა და სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრებიდან წარმოდგენილი დაფინანსებას დაქვემდებარებული თანხების აღრიცხვა, მათთან მუდმივი კონტაქტი, ინფორმაციის გაცვლისა და მეთოდური მხარდაჭერის თვალსაზრისით;

ვ) ვაუჩერული პროგრამების ფარგლებში მატერიალიზებული ვაუჩერების/თანხმობის წერილების მომზადება/გაცემა/გაცემაზე მონიტორინგი ტერიტორიული ერთეულების დონეზე;

ზ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და პასუხ(ებ)ის მომზადება;

თ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირებასთან და დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებები, ინსტრუქციები, წესები და სხვ.) მომზადება ან ამ პროექტების მომზადებაში მონაწილეობა.

ი) მოთხოვნის შემთხვევაში ფინანსური ანგარიშების/სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება, მისი ანალიზი და პროგნოზი.

კ) სახელმწიფო პროგრამების ერთიანი ელექტრონული სისტემის სრულყოფილი მუშაობის ზედამხედველობა, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მხარდაჭერით. პროგრამის ბიზნეს-ლოგიკასთან დაკავშირებული დავალებების დეტალური განმარტება, მიწოდება და შესრულებული სამუშაოს ტესტირება;

ლ) მიმწოდებელთა ინფორმირება პროგრამის ადმინისტრირების წესების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური და ფუნქციური დახმარების აღმოჩენა პროგრამის ადმინისტრირების სხვადასხვა ეტაპზე;

მ) სახელმწიფო პროგრამების (გარდა მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტისა) მიმდინარეობის შესახებ ხელმძღვანელობის ინფორმირება, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების წარდგენა;

ნ) სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილისა, დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.

2. მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სამართველო:

ა) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების (მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტების  ფარგლებში) ანგარიშსწორებისა და მართვის განხორციელება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების (მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტების  ფარგლებში) ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სააგენტოს სტრუქტურული და/ან ტერიტორიული ერთეულების მეთოდური მითითებების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

გ) სახელმწიფო პროგრამის (მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტების ფარგლებში) მიმდინარეობის შესახებ ხელმძღვანელობის ინფორმირება, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების წარდგენა;

დ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და პასუხ(ებ)ის მომზადება;

ე) სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილისა, დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.

3. C ჰეპატიტის მართვის სამმართველო:

ა)  ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის  (C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში) ანგარიშსწორებისა და მართვის განხორციელება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში) ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სააგენტოს სტრუქტურული და/ან ტერიტორიული ერთეულებისათვის მეთოდური მითითებების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

გ) სახელმწიფო პროგრამის (C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში) მიმდინარეობის შესახებ ხელმძღვანელობის ინფორმირება, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების წარდგენა;

დ) სამმართველოში ქაღალდით და ელექტრონულად (მ.შ. „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული მართვის სისტემით“) შემოსული განცხადებების (თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად) განხილვა, დამუშავება, რეგისტრაცია (ელექტრონულად - „STOP C“) და შემდგომში პაციენტთა მკურნალობაში ჩართვის შესახებ „C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო გეგმის გადაუდებელი/პირველი ეტაპის ღონისძიებების C ჰეპატიტის მკურნალობის ქვეკომპონენტში პაციენტთა ჩართვის უფლების განმსაზღვრელი კომისიისთვის“ (შემდგომში „კომისია“) წარდგენა;

ე) არასრულფასოვანი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, განმცხადებლისთვის წერილობითი შეტყობინების მომზადება („კომისიის“ მიერ რეკომენდირებული დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ან უარის არგუმენტაციით);

ვ) „კომისიის“ მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართათვის თანხმობის წერილების და შესაბამისი სამმხრივი (განმახორციელებელი, სერვისის მიმწოდებელი, პაციენტი) ხელშეკრულებების მომზადება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში;

ზ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში არსებული დოკუმენტაციის აღრიცხვისა და შენახვის კონტროლი;

თ) C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციართათვის C ჰეპატიტის სამკურნალო-ფარმაცევტული პროდუქტის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში მიწოდების (შენახვა, ბადრაგირება) უზრუნველყოფა ქ. თბილისსა და რეგიონებში;

ი) სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილისა, დეპარტამენტის უფროსის დადეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.

 

მუხლი 35. დეპარტამენტის უფლებამოსილებები

ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს და მიიღოს სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულებიდან დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის აუცილებელი ინფორმაცია, ახსნა-განმარტებითი მასალები და სხვა დოკუმენტები;

ბ) უშუალოდ ან კურატორის თანხმობით, სააგენტოს დირექციაში განსახილველად წარადგინოს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემური საკითხები;

გ) განახორციელოს სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ დეპარტამენტისათვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

 

 

თავი X. ეკონომიკური დეპარტამენტი

 

მუხლი 36. დეპარტამენტის მიზნები, ამოცანები და ფუქნციები

1. ეკონომიკური დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

ა)  ეკონომიკური და ფინანსრუი საქმიანობის ეფექტურად წარმართვა;

ბ) სააგენტოს ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება და კონტროლი.

გ) აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების მომზადება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და ორგანიზება.

2. მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, დაპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს შემოსავლებისა და ხარჯების საგეგმო პარამეტრების შემუშავება;

ბ) სააგენტოს  ბიუჯეტის პროექტის შედგენა და შესაბამის უწყებებში წარდგენა, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა-ანგარიშგება, განხილვა და დამუშავება;

გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით, სააგენტოს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზაციულ-ტექნიკური და სამართლებრივი უზრუნველყოფა;

დ) დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებათა ანგარიშსწორების წარმოება და მიზნობრივად ხარჯვის ოპერატიული კონტროლი;

ე) ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი;

ვ) სააგენტოს შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის მომზადება ვებ-გვერდზე განსათავსებლად;

ზ) სააგენტოს მუშაობის პროცესში სხვადასხვა საფინანსო-ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტისათვის წინადადებების მომზადება;

თ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიხედვით, შესაბამის დაწესებულებასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ღირებულების ოდენობის განსაზღვრა;

ი) სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში განსახორციელებელი გადარიცხვებისათვის აუცილებელი პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე, სახაზინო ვალდებულებებისა და საგადახდო დოკუმენტების ოპერატიულად მომზადება.

 

მუხლი 37. დეპარტამენტის სტრუქტურა

დაკისრებული მიზნების და ამოცანების განხორციელების მიზნით ეკონომიკური დეპარტამენტის სტრუქტურაშია:

ა) ფინანსური რესურსების მართვის და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველო;

ბ) სახელმწიფო პროგრამების ფინანსური ადმინისტრირების სამმართველო;

გ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო.

 

მუხლი  38. დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციები

1. ფინანსური რესურსების მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება;

ბ) ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ერთეულებში ხარჯთანუსხების შესრულების  კონტროლი;

გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზების უზრუნველყოფა;

დ) სააგენტოს სტრუქტურულ და შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში დასაქმებულთა ხელფასების დარიცხვა;

ე) ფულადი სახსრების მოძრაობის და სამსახურებრივი მივლინებების ხარჯების აღრიცხვა, ანგარიშსწორებათა ოპერატიულად ორგანიზება და ანგარიშვალდებული პირების მიხედვით ანგარიშსწორება;

ვ) პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და საგადახდო მოთხოვნების დროულად და ხარისხიანად შედგენის კონტროლი; 

ზ) მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგების შესწავლა და დოკუმენტური ასახვა;

თ) ბუღალტრული დოკუმენტებისა და სხვა საბუთების დადგენილი წესით შენახვა და არქივში ჩაბარება;

ი) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების საკითხებთან დაკავშირებით, ტერიტორიული ერთეულებისათვის მეთოდური დახმარების გაწევა და სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, მათი საქმიანობის ზედამხედველობა/კონტროლი;

კ) სააგენტოს ხარჯების საგეგმო პარამეტრების შემუშავება;

ლ) შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით სააგენტოსათვის გამოყოფილი ხარჯების პარამეტრებიდან გამომდინარე, სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების ხარჯთა ნუსხის განსაზღვრა;

მ)  ხარჯების გეგმის ცვლილებების პროექტების მომზადება;

ნ) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ერთეულების ხარჯთა ნუსხის შესრულების ანალიზი;

ო) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

პ) სააგენტოს (თვის, კვარტლის, წლის) საფინანსო-ეკონომიკური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;

ჟ) სააგენტოს მიერ მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან გასაწევი ხარჯების შესრულების მიმდინარეობის ანალიზი;

რ) სააგენტოს დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება.

2. სახელმწიფო პროგრამების ფინანსური ადმინისტრირების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების პროვაიდერი დაწესებულებების მიერ შესრულებული სამუშაოს  საფუძველზე,  ვალდებულების დოკუმენტების შექმნისა და აღრიცხვის კოორდინაცია;

ბ) სახაზინო სამსახურში ვალდებულებების დარეგისტრირება და დადასტურება:

გ) სახელმწიფო პროგრამებით გადარიცხული თანხების აღრიცხვის წარმოება, ბიუჯეტით გათვალისწინებული გასაწევი ხარჯების შესრულების მიმდინარეობის ანალიზი და ანგარიშგების მომზადება;

დ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების კვარტალური განწერის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში, გეგმებში შესატანი ცვლილებების პროექტების მომზადება;

ე) ჯანდაცვის პროგრამების ფინანსური მართვის მოდულში ინფორმაციის შეტანა;

ვ) მოქმედ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, შესაბამისი პარამეტრების პროგნოზირებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) დაწესებულებებისათვის გასაგზავნი კორესპონდენციის მომზადება;

თ) სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში განსახორციელებელი გადარიცხვებისათვის აუცილებელი პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე, სახაზინო ვალდებულებებისა და საგადახდო დოკუმენტების ოპერატიულად მომზადება;

ი) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიხედვით, შესაბამის დაწესებულებასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ღირებულების ოდენობის განსაზღვრა;

კ) სააგენტოს დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება.

3. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით საქონლის, მომსახურების ან/და სამუშაოების შესყიდვების ორგანიზება;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა-შეჯერება და კორექტირება;

გ) წლის მანძილზე სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;  

დ) სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველსაყოფად, სააგენტოს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვის საშუალებების განსაზღვრა (გამარტივებული შესყიდვა, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, ელექტრონული ტენდერი და კონსოლიდირებული ტენდერი) და ყველა საჭირო ღონისძიების გატარება;

ე) წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის დროული ატვირთვა შესაბამის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

ვ) წლის მანძილზე სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;  

ზ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება და სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის ხელმოსაწერად წარდგენა;

თ) სააგენტოსა და მიმწოდებლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების რეგისტრაცია და სისტემაში ატვირთვა;

ი) ხელშეკრულებების მიმდინარეობის კონტროლი;

კ) ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიღება, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და სისტემაში ატვირთვა;

ლ) სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელთა ცალკეული დავალებების შესრულება.

 

მუხლი 39. დეპარტამენტის უფლებამოსილებები

ეკონომიკური დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს და მიიღოს სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულებიდან დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის აუცილებელი ინფორმაცია, ახსნა-განმარტებითი მასალები და სხვა დოკუმენტები;

ბ) უშუალოდ ან დირექტორის კურატორი მოადგილის თანხმობით, სააგენტოს დირექციაში განსახილველად წარადგინოს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემური საკითხები;

გ) განახორციელოს სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ დეპარტამენტისათვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

 

                               თავი XI. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

მუხლი 40. ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები
ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმიანობის მიზნები და ამოცანებია:
ა) სააგენტოში საქმისწარმოების ორგანიზება, კოორდინაცია და ხელშეწყობა;
ბ) სააგენტოში ადამიანური რესურსების მართვის საკითხების ორგანიზება კოორდინაცია და ხელშეწყობა;
გ) სააგენტოში საარქივო საქმისწარმოების ორგანიზება, კოორდინაცია და ხელშეწყობა;
დ) სააგენტოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და ხელშეწყობა, გარდა იმ საქმიანობისა, რომელიც განეკუთვნება სააგენტოს დირექტორის აპარატის (დეპარტამენტი) კომპეტენციას;
ე) სააგენტოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების საფუძელზე, სააგენტოს მიერ გაფორმებული ცალკეული ხელშეკრულების შესრულების კონტროლი, კონტრაქტორი მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის და კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე, მასთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელება;
ვ) სააგენტოს დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესაბამისი ამოცანების შესრულება.

მუხლი 41. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურა
დაკისრებული მიზნების და ამოცანების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურაშია:
ა) საქმისწარმოების სამმართველო;
ბ) ადამიანური რესურსების სამმართველო;
გ) არქივი (სამმართველო);
დ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო.

მუხლი 42. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციები
1. საქმისწარმოების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სააგენტოში შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავება, რეგისტრაცია და აღრიცხვა;
ბ) რეგისტრირებული კორესპონდენციის განაწილება სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილეების და/ან შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის, მოვალეობათა და/ან ფუნქციათა განაწილების მიხედვით;
გ) საჭიროების შემთხვევაში, კორესპონდენციის გამრავლება და რეზოლუციების შესაბამისად, ადრესატებისათვის გადაცემა;
დ) სააგენტოს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავებაში მონაწილეობა დადგენილი წესით;
ე) სააგენტოდან გასაგზავნი კორესპონდენციის დამუშავება და ადრესატთან დროული გაგზავნის უზრუნველყოფა;
ვ) სააგენტოს ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულების საქმისწარმოების ორგანიზაციის მეთოდური დახმარების გაწევა და რეკომენდაციების შემუშავება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოდან გასაცემი იმ დოკუმენტების ასლების დამოწმება, რომლებიც მომზადებულია სააგენტოს ცენტრალურ აპარატში;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის (წერილები და განცხადებები) განხილვა, პასუხებისა და დასკვნების პროექტების მომზადება;
ი) სააგენტოს ცენტრალურ აპარატში მივლინებულ პირთა სამივლინებო მოწმობების დამოწმება;
კ) საფოსტო-საკურიერო მომსახურების შესახებ სააგენტოს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, აღნიშნული მომსახურების ურთიერთშედარების აქტების გაფორმება, ანგარიშსწორების მიზნებისათვის;
ლ) სააგენტოს ვებ-გვერდზე პროქტიულად განთავსების მიზნით, სააგენტოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა-გაცემის სტატისტიკური მონაცემების მომზადება, ყოველკვარტალურად;
მ) სააგენტოს დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.
2. ადამიანური რესურსების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სააგენტოს სისტემაში ადამიანური რესრურსების მართვის სტრატეგიისა და ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავება;
ბ) სააგენტოში ადამიანური (საკადრო) რესურსების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვა და განხორციელება;
გ) სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიულ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და მასთან დაკავშირებით საჭირო ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
დ) სააგენტოს სტრუქტურულ-ორგანიზაციული მოწყობისა და ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციისათვის რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
ე) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სააგენტოს დირექტორის ბრძანებების პროექტების მომზადება;
ვ) სააგენტოს ცენტრალურ აპარატში მიღებული ბრძანებების (გარდა ორგანიზაციულისა) აღრიცხვისა და შენახვის უზრუნველყოფა;
ზ) სააგენტოს თანამშრომლებთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულებების მომზადება;
თ) სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების ფორმირება და შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა-წარმოება;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა;
კ) სააგენტოს თანამშრომელთა სამსახურში მიღების, მათი უფლებებისა და გარანტიების დაცვის, მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების, მოტივაციის, სამსახურებრივი დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის, ატესტაციის, მომზადებისა და გადამზადების საკითხებზე არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, სათანადო რეკომენდაციების შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ლ) სააგენტოს დირექტორის ბრძანებების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების პროექტების შემუშავება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება, რომლებიც დაკავშირებულია სააგენტოსა და თანამშრომელთა შორის სამსახურებრივი ურთიერთობის საკითხებსა და მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაზე და უზრუნველყოფს მათ დანერგვას;
მ) სააგენტოდან გასაცემი, საკადრო საკითხებთან დაკავშირებული იმ დოკუმენტების ასლების დამოწმება, რომლებიც მომზადებულია სააგენტოს ცენტრალურ აპარატში;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის (წერილები და განცხადებები) განხილვა, პასუხებისა და დასკვნების პროექტების მომზადება;
ო) სააგენტოს დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.
3. არქივის (სამმართველო) ფუნქციებია:
ა) სააგენტოს საარქივო საქმისწარმოება, საქმეთა ნომენკლატურის მომზადება, საქმისწარმოებით დასრულებული საქმეთა უტილიზაციის პროცესის ორგანიზება;
ბ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებიდან დოკუმენტების მიღება საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად მოწესრიგებული სახით;
გ) არქივში მიღებული დოკუმენტების აღრიცხვა და მათი დაცვა;
დ) სააგენტოს არქივის დოკუმენტების საცნობარო აპარატის შექმნა და სისტემატურად გაუმჯობესება;
ე) დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის განხორციელება და დოკუმენტების შესანახად, საორგანიზაციო-მეთოდური ღონისძიებების გატარება;
ვ) სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში საქმეთა ფორმირებისა და გაფორმების სისწორის შემოწმება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის დოკუმენტებზე მუშაობისას მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოში შემოსული კორესპოდენციის (წერილები და განცხადებები) განხილვა, პასუხებისა და დასკვნების პროექტების მომზადება;
ი) დოკუმენტების მიღება-გაცემა, აღრიცხვა, შერჩევა და გამოყენება, აგრეთვე, სახელმწიფო შესანახად მომზადება და მათი დაცვის უზრუნველყოფა;
კ) სააგენტოს დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.
4. ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სააგენტოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ორგანიზაციულ საკითხებზე მეთოდური დოკუმენტების/რეკომენდაციების შემუშავება და მათი რეალიზაციის ინიცირება;
გ) დაინტერესებული პირებისგან, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირების საკითხებთან დაკავშირებით შემოსულ საინფორმაციო მოთხოვნებზე რეაგირების უზრუნველყოფა, წერილების მომზადება და თარგმნა;
დ) დაინტერესებულ პირთა წერილობითი მომართვების შესაბამისად, ცნობების მომზადება სახელმწიფო გასაცემლების მიღება/არმიღების და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრაციის/რეგისტრაციის არარსებობის შესახებ;
ე) დაინტერესებული პირებისათვის სააგენტოში დაცული შესაბამისი ინფორმაციის/მონაცემების ხელმისაწვდომობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მოქმედი წესების შესაბამისად;
ვ) სააგენტოს ხელმძღვანელი პირების თათბირების (სხდომების) მომზადების, ჩატარების, განსახილველი საკითხების დაგეგმვისა და დღის წესრიგების ფორმირების ორგანიზება, თათბირებზე (სხდომებზე) დამსწრეთა შესაბამისი მასალებით უზრუნველყოფა და მათი მიმდინარეობის ამსახველი დოკუმენტაციის (ოქმები) წარმოება;
ზ) სააგენტოში წარმოებული დოკუმენტაციის კორექტირება/რედაქტირება და სააგენტოს ბეჭდური საინფორმაციო პროდუქტის მომზადება/რედაქტირება;
თ) სააგენტოს ელექტრონული ფოსტის მართვა:
თ.ა) სააგენტოს ელექტრონული ფოსტით შემოსული წერილებისა და განცხადებების მიღება, ფორმატის გადასინჯვა და ოპერატიული გადაცემა საქმისწარმოების სამმართველოსთვის, შემდგომი რეაგირების მიზნით;
თ.ბ) სააგენტოში მომზადებული წერილების, მოთხოვნისამებრ, შესაბამის ელექტრონულ მისამართზე გადაგზავნა, ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
თ.გ) სააგენტოს ელექტრონული ფოსტით შემოსულ კითხვებთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთა შემდგომი ინფორმირება, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებიდან (დეპარტამენტები) გამოყოფილ საკონტაქტო პირებთან კონსულტირების საფუძველზე;
ი) დაქვემდებარებულ საკითხებზე სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების საკონსულტაციო მეთოდური დახმარება, კოორდინაცია და/ან ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მმართველობითი დოკუმენტების შესაბამისი მომზადება-გაფორმების ფორმალიზაციის კუთხით;
კ) სააგენტოს დირექტორის და დირექტორის მოადგილეების საკონტროლო დავალებათა შემსრულებლებამდე დაყვანა;
ლ) შესაბამისი დავალების საფუძველზე, სააგენტოს მიერ გასამართი სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა ან დაგეგმვაში მონაწილეობა, ასევე, ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;
მ) სააგენტოს საქმიანობის შესახებ შესაბამისი კრებსითი ანგარიშების/ინფორმაციის მომზადება ან/და მათ მომზადებაში მონაწილეობა;
ნ) სააგენტოს დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.

მუხლი 43. ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფლებამოსილებები
ადმინისტრაციული დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და მიიღოს სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულებიდან ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის აუცილებელი ინფორმაცია, ახსნა-განმარტებითი მასალები და სხვა დოკუმენტები;
ბ) სააგენტოს დირექტორს ან კურატორს წარუდგინოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემური საკითხები;
გ) განახორციელოს სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ ადმინისტრაციული დეპარტამენტისათვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.


                                                          თავი XII. ლოჯისტიკის დეპარტამენტი

მუხლი 44. ლოჯისტიკის დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები
ლოჯისტიკის დეპარტამენტის საქმიანობის მიზნები და ამოცანებია:
ა) სააგენტოს საქმიანობის სამეურნეო უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში გაფორმებული სამეურნეო ხასიათის ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი;
გ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა, შენახვა, ექსპლუატაცია და სხვა.

მუხლი 45. ლოჯისტიკის დეპარტამენტის სტრუქტურა
დაკისრებული მიზნების და ამოცანების განხორციელების მიზნით ლოჯისტიკის დეპარტამენტის სტრუქტურაშია სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო.

მუხლი 46. ლოჯისტიკის დეპარტამენტის სამმართველოს ფუნქციები
სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა მოვლა-შენახვა, ექსპლოატაცია;
ბ) სააგენტოს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების, მათი ტექნიკურად გამართვის, ავტოსათადარიგო ნაწილებით, საწვავითა და საცხებ-საპოხი მასალებით ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
გ) მატერიალურ ფასეულობათა და სამეურნეო უზრუნველყოფის სფეროში მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების პროექტების (მ.შ. ტექნიკური დავალებების) შედგენაში მონაწილეობა;
დ) სააგენტოს ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ერთეულებში ელექტროქსელის, წყალმომარაგების, გათბობა-ვენტილაციის, სველი წერტილებისა და სალიფტე მეურნეობის გამართული, შეუფერხებელი და უსაფრთხო ექსპლოატაციის უზრუნველყოფა;
ე) სააგენტოს უზრუნველყოფა მატერიალური ფასეულობებით, მათი აღრიცხვიანობა;
ვ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
ზ) სააგენტოს ცენტრალური აპარატის ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის მოძრაობა-განთავსებაზე ზედამხედველობის განხორციელება, სასაწყობე მეურნეობის მართვა;
თ) სააგენტოს ავტომანქანების მიმაგრების, მათზე პასუხისმგებლობის დაკისრებისა და ყოველთვიური საწვავის ლიმიტის დაწესების შესახებ ბრძანების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანა;
ი) სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულების ოფისებში დაზიანებული გათბობის სისტემის, წყლის სისტემის გამართვის და ელ.გაყვანილობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება;
კ) სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრებში კვარტლის ლიმიტით განსაზღვრულ ფარგლებში საკანცელარიო ნივთების და კომპიუტერული ტექნიკის ჩატანის უზრუნველყოფა;
ლ) სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 2 ივლისის 04-406/ო ბრძანების "ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღება - ჩაბარების, შენახვისა და გამოყენების ორგანიზაციულ - ტექნიკური პირობების დამტკიცების შესახებ" თანახმად დაბეჭდილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა შესაბამისი მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე;
მ) სააგენტოს ტერიორიული ერთეულების ოფისებში დაცვის სისტემების მონტაჟისა და მომსახურების უზრუნველყოფა და ინსპექტირება;
ნ) სააგენტოს მიერ ჩამოწერილი გამოსაყენებლად უვარგისი ქონების განადგურება დადგენილი წესის მიხედვით;
ო) სააგენტოს მატერიალური უზრუნველყოფის სფეროში მოთხოვნების აღრიცხვა და ინფორმაციის სახით ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
პ) სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების არსებული სარეაბილიტაციო ოფისების და მოძიებული ფართების შეფასება საინჟინრო და არქიტექტურულ-დაგეგმარებითი თვალსაზრისით;
ჟ) საპროექტო/სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისათვის ტექნიკური დავალების შედგენა და/ან მის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
რ) მონაწილეობის მიღება ტენდერში გამარჯვებულ საპროექტო/სამშენებლო ორგანიზაციასთან ხელშეკრულების მომზადებაში;
ს) ტენდერში გამარჯვებული საპროექტო ორგანიზაციისთვის დასაპროექტებელი ობიექტების შესახებ შედგენილი დოკუმენტაციის ეტაპობრივად გადაცემის უზრუნველყოფა;
ტ) ზედამხედველობის განხორციელება კონტრაქტორი სამშენებლო/საპროექტო ორგანიზაციის მიერ წარმოებული სამუშაოების მიმდინარეობაზე, შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და მოცულობების ინსპექტირება;
უ) სამშენებლო/საპროექტო ორგანიზაციის მიერ შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა, შუალედური და საბოლოო, შესრულებული სამუშაოს ინსპექტირებისა და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება;
ფ) იმ შენობათა მიმდინარე და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ორგანიზება, სადაც განთავსებულია სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების ოფისები;
ქ) სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულება.


მუხლი 47. დეპარტამენტის უფლებამოსილებები
ლოჯისტიკის დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და მიიღოს სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულებიდან დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის აუცილებელი ინფორმაცია, ახსნა-განმარტებითი მასალები და სხვა დოკუმენტები;
ბ) სააგენტოს დირექტორის ან კურატორს წარუდგინოს ლოჯისტიკის დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები;
გ) განახორციელოს სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ ლოჯისტიკის დეპარტამენტისათვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

თავი XIII. დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი

 

მუხლი 48. დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები

დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მიზნები და ამოცანებია:

ა) დასაქმების სფეროსა და შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარებაში სახელმწიფო პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფა;

ბ) დასაქმების სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, ადმინისტრირება და მონიტორინგი;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, „შრომის ბაზრის ინფორმაციების მართვის სისტემის“  (LMIMS) დაგეგმვა და პროექტირება, დანერგვისათვის საჭირო სამუშაოების კოორდინაცია, შემდგომი ადმინისტრირება და მის განვითარებაში მონაწილეობის მიღება;

დ) „შრომის ბაზრის ინფორმაციების მართვის სისტემის“ (LMIMS) მონაცემთა დამუშავება, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;

ე) „შრომის ბაზრის ინფორმაციების მართვის სისტემის“ (LMIMS) დანერგვის პროცესში დაინტერესებულ სუბიექტებთან შეხვედრების ორგანიზება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შრომისა და დასაქმების სფეროს მიკუთვნებული კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების და/ან მათში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, დასაქმების სფეროში მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დასაქმების საკითხებთან დაკავშირებით, ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;

ი) დასაქმებისა და შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში დაინტერესებულ ადგილობრივ და საერთაშორისო სუბიექტებთან შეხვედრების ორგანიზება;

კ) დასაქმების ფორუმების ორგანიზება;

ლ) დასაქმებისა და შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების საქმიანობის ხელმძღვანელობა, კოორდინაცია, მონიტორინგი, ზედამხედველობა, საჭიროების შემთხვევაში, მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა.

 

მუხლი 49. დეპარტამენტის სტრუქტურა

დაკისრებული მიზნების და ამოცანების განხორციელების მიზნით დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის სტრუქტურაშია:

ა) დასაქმების მაძიებელთა აღრიცხვის სამმართველო (შრომის ბაზრის მართვის სისტემის LMIMS-ის ადმინისტრირების სამმართველო);

ბ) დასაქმების პროგრამების სამმართველო.

 

 

 

მუხლი 50. დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციები

1. დასაქმების მაძიებელთა აღრიცხვის სამმართველოს („შრომის ბაზრის მართვის სისტემის“ LMIMS-ის ადმინისტრირების სამმართველოს) ფუნქციებია:

ა) „შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის“  ადმინისტრირება;

ბ) „შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის“ მუშაობის დანერგვისათვის საჭირო სამუშაოების კოორდინაცია,შემდგომი ადმინისტრირება, განვითარებაში მონაწილეობა და და ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაოების ანალიზი;

გ) „შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემაში „შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტების მომზადება, მათი ტესტირება და დანერგვა;

დ) „შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის“ მონაცემთა დამუშავება და ანალიზი;

ე) „შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის“ ანალიზის საფუძველზე, ანგარიშების  მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, „შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის“ მონაცემთა ბაზიდან დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;

ზ) „შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის“ კონფიგურაციის მართვა და წვდომის დონეების განსაზღვრა;

თ) „შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემით“ სარგებლობლობისათვის ინსტრუქციებისა და ანოტაციების მომზადება;

ი) „შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემით“ სარგებლობისათვის შიდა და გარე მომხმარებლების სწავლების ორგანიზება;

კ) საჭიროების შემთხვევაში (ხელმძღვანელობის დავალებით ან სტრუქტურული თუ ტერიტორიული ერთეულების მოთხოვნით),  „შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემით“ სარგებლობისათვის ახალი მეთოდური და/ან საინსტრუქციო წინადადებების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ლ) საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა,

მ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსული წერილებისა და მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და პასუხის პროექტ(ებ)ის მომზადება;

ნ) სააგენტოს დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის კურატორი მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

2. დასაქმების პროგრამების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, დასაქმების სახელმწიფო პროგრამების განხორციელება და/ან ადმინისტრირება და/ან მონიტორინგი;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დასაქმების სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისათვის რეკომენდაციების მომზადება და/ან  მათ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

გ) დასაქმების სახელმწიფო პროგრამ(ებ)ის განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო მასალების მომზადება, მათი მონიტორინგისა და/ან ადმინიტრირებისათვის საჭირო მეთოდური მითითებების შემუშავება;

დ) დასაქმების სახელმწიფო პროგრამ(ებ)ის მიმდინარეობისა და განხორციელების შესახებ ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ე) დასაქმების სახელმწიფო პროგრამ(ებ)ის ხარისხიანი ადმინისტრირებისა და მონიტორინგის განხორციელების მიზნით, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების თანამშრომელთა პერიოდული სწავლების ორგანიზება;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსული წერილებისა და მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და პასუხის პროექტ(ებ)ის მომზადება;

თ) დასაქმების ფორუმების ორგანიზება;

ი) სააგენტოს დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის კურატორი მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

 

მუხლი 51. დეპარტამენტის უფლებამოსილებები

დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს და მიიღოს სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულებიდან  დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტები;

ბ) სააგენტოს დირექტორს ან კურატორ დირექტორის მოადგილეს წარუდგინოს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემური საკითხები;

გ) განახორციელოს სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ დეპარტამენტისათვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

 

 

თავი XIV. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი

 

მუხლი 52. დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის საქმიანობის მიზნები და ამოცანებია:

ა) სააგენტოს ადმინისტრირების სფეროში შემავალი სოციალური,  ჯანმრთელობის დაცვისა და დასაქმების პროგრამების ტექნიკური მუშაობისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება/შექმნა;

ბ) თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების შეფასება და მოთხოვნისამებრ მათი დანერგვა;

გ) სააგენტოს მფლობელობაში არსებული მონაცემთა ბაზების მომზადება სტატისტიკური დამუშავებისათვის, სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება და მისი ანალიზი;

დ) სააგენტოს სარგებლობაში არსებული  კომპიუტერული  და საოფისე ტექნიკის, ასევე, ქსელური მოწყობილობების გამართული ფუნქციონირება;

ე) სააგენტოს მფლობელობაში არსებული მონაცემთა ბაზების და პროგრამული პროდუქტის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ღონისძიებათა განხორციელება;

ვ) სააგენტოს მფლობელობაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფისა და მონაცემთა ბაზების გამართული მუშაობა;

ზ) სააგენტოს  მფლობელობაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფისა და მონაცემთა ბაზების ტესტირება, ბიზნესპროცესების ტექნიკური მხარდაჭერა.

 

მუხლი 53. დეპარტამენტის სტრუქტურა

დაკისრებული მიზნების და ამოცანების განხორციელების მიზნით, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტრუქტურაშია:

ა) სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველო;

ბ) პროგრამირების სამმართველო;

გ) ტესტირებისა და ბიზნეს პროცესების მართვის სამმართველო;

დ) ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.

 

მუხლი 54. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციები

1. სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს შიდა სამართლებრივი აქტებისა და/ან ხელმძღვანელობის დავალების საფუძველზე „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ცვლილებების შეტანის უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოს მფლობელობაში არსებული მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების გაუმჯობესების შესახებ წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

გ) სააგენტოს მფლობელობაში არსებული  მონაცემთა  ბაზების რეგულარული დამუშავება და  პირველადი სიხშირული მონაცემების გენერირება;

დ)  სააგენტოს მფლობელობაში არსებულ   მონაცემთა  ბაზებში დაცული ინფორმაციის რეგულარული დამუშავება-ანალიზი, სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება და ამ ინფორმაციის შემდგომი გამოყენება სააგენტოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით (მ.შ. რეგულარული სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენა სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსების მიზნით);

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მონაცემთა ბაზებში დაცული საჯარო ინფორმაციის  მომზადება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის (წერილები და განცხადებები) განხილვა, პასუხებისა და დასკვნების პროექტების მომზადება;

ზ) სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.

2.  პროგრამირების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოსთვის საჭირო ელექტრონული სისტემების შემუშავება/დახვეწა, ტექნიკური მხარდაჭერა;

ბ) თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების შეფასება და მოთხოვნისამებრ დანერგვა;

გ) გარე მომხმარებლებისათვის ელექტრონული სერვისების შექმნა და მიწოდება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის (წერილები და განცხადებები) განხილვა, პასუხებისა და დასკვნების პროექტების მომზადება;

ე) სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.

3. ტესტირებისა და ბიზნეს პროცესების მართვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოს მფლობელობაში არსებული  მონაცემთა  ბაზებისა  და პროგრამული პროდუქტის ტესტირება, ხარვეზების არსებობის შემთხვევაში მათ აღმოსაფხვრელად წინადადებების შემუშავება;

ბ) სააგენტოში მიმდინარე ტექნიკური პროცესების ანალიზი და მათი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის (წერილები და განცხადებები) განხილვა, პასუხებისა და დასკვნების პროექტების მომზადება;

დ) სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.

4. ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ერთეულებში ლოკალური ქსელის (მ.შ. კავშირგაბმულობის) გამართვა, ადმინისტრირება, მისი მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება; თანამედროვე ქსელური ტექნოლოგიების დანერგვა და ადმინისტრირება;

ბ) სააგენტოს სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა, კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის გაუმართაობის დიაგნოსტიკა და შესაძლებლობის  ფარგლებში მათი რემონტი, ლოკალურ ქსელში პროგრამების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

გ) ინტერნეტ კავშირის უზრუნველყოფა, ადმინისტრირება და გლობალურ ქსელთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის (წერილები და განცხადებები) განხილვა, პასუხებისა და დასკვნების პროექტების მომზადება;

ვ) სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.

 

მუხლი 55. დეპარტამენტის უფლებამოსილებები

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს და მიიღოს სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულებიდან დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის აუცილებელი ინფორმაცია, ახსნა-განმარტებითი მასალები და სხვა დოკუმენტები;

ბ) უშუალოდ ან დირექტორის კურატორი მოადგილის თანხმობით, სააგენტოს დირექციაში განსახილველად წარადგინოს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემური საკითხები;

გ) განახორციელოს სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ დეპარტამენტისათვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

 

დანართი Ν2


დამტკიცებულია
სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის
2009 წლის 31 დეკემბერი Ν01/474-ო ბრძანებით



საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში _ ,,სააგენტო") აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის (შემდგომში _ ,,ფილიალი") სტატუსს, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

მუხლი 2. ფილიალის სტატუსი
1. ფილიალი წარმოადგენს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს, რომლის საქმიანობის მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირება, სოციალური დახმარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და ხელშეწყობა, აგრეთვე, მოქმედი კანონმდებლობით სააგენტოზე დაკისრებული სხვა უფლებამოსილებების გასახორციელებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
2. ფილიალს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად გადაცემული აქვს სახელმწიფო ქონება.
3. ფილიალს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ფილიალის სახელწოდებითა და საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით; შტამპი; დამოუკიდებელი ბალანსი; დამტკიცებული ხარჯთა ნუსხა; ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში.
4. ფილიალის მისამართია: ქ. ბათუმი, გ. ტაბატაძის ქუჩა N2ა.
5. ფილიალი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, სააგენტოს დებულებით, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 

მუხლი 3. ფილიალის კომპეტენცია
1. დასახული მიზნების მისაღწევად ფილიალი სამოქმედო ტერიტორიაზე:
ა) ზედამხედველობს და აკონტროლებს:
ა.ა. მის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე რაიონული განყოფილებების (სოციალური მოსმახურების ცენტრი) მიერ სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნა-ცვლილებას და საქმისწარმოებას, არსებული წეს(ებ)ის შესაბამისად,
ა.ბ. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის და ფულადი სოციალური დახმარების _ საარსებო შემწეობის ბენეფიციართა მართვის პროცესსა და უზრუნველყოფს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების განმეორებით (საკონტროლო) გადამოწმებას, არსებული წეს(ებ)ის შესაბამისად,
ა.გ. საოჯახო დახმარების საქმისწარმოებას,
ა.დ. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების ადმინისტრირებას,
ა.ე. ბავშვზე ზრუნვის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებას,
ა.ვ. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების შესრულებას;
ა.ზ. მოქმედი კანონმდებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციას. (ცვ. 01.12.2010 წ. N01/332-ო)

ა.თ. „შრომის ბაზრის ინფორმაციის მართვის სისტემის" ფორმირებისა და დანერგვის პროცესს, კომპეტენციის ფარგლებში; (ცვ. 10.10.2013 წ. N04-423/ო)
ა.ი. დასაქმების სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციას,კომპეტენციის ფარგლებში. (ცვ. 10.10.2013 წ. N04-423/ო)

ბ) ფილიალისა და მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონული განყოფილებების (სოციალური მომსახურების ცენტრების) ლოჯისტიკისა და სამეურნეო-საფინანსო უზრუნველყოფის მიზნებისათვის:
ბ.ა. ახორციელებს მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების დადგენას, მოთხოვნისა და მიწოდების დაგეგმვას,
ბ.ბ. მატერიალურად პასუხისმგებელია არსებულ აქტივებზე,
ბ.გ. ანაწილებს მიღებულ მატერიალურ ფასეულობებს,
ბ.დ. ორგანიზებას უწევს ბავშვზე ზრუნვის საბჭოს მუშაობას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და აწვდის ცენტრალურ აპარატს,
ბ.ე. უზრუნველყოფს რეგიონში ოპერატიულ დავალებათა/ღონისძიებათა შესრულებას,
ბ.ვ. სააგენტოს დირექტორის ბრძანებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ასრულებს სამეურნეო-საფინანსო და საკონტრაქტო ფუნქციებს,
ბ.ზ. უზრუნველყოფს ელექტრონული ქსელის და პროგრამების გამართულ მუშაობას;
გ) სააგენტოს ცენტრალურ აპარატსა და შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებს შორის კომუნიკაციის მიზნით:
გ.ა. სოციალური მომსახურების ცენტრებისა და რაიონული განყოფილებების რგოლებამდე დაყავს სამართლებრივი დოკუმენტები და საგანგებო დავალებები,'
გ.ბ. ახორციელებს ადგილობრივი მოსახლეობის საინფორმაციო უზრუნველყოფას, კონსულტირება-განმარტებებს, მოქალაქეთა მიღებას, პასუხობს შემოსულ კორესპონდენციას,
გ.გ. უზრუნველყოფს სააგენტოს ცენტრალური აპარატისათვის საანგარიშო ინფორმაციის წარდგენას, ტექნოლოგიური და ლოჯისტიკური პროცესების გაუმჯობესების საჭიროებებისა და წინადადებების მიწოდებას,
გ.დ. დაკისრებული ფუნქციების შესრულებისას თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებთან, კერძო პირებთან;
დ) ადამიანური რესურსების განვითარების მიზნებისათვის:
დ.ა. ზედამხედველობის შედეგად გამოვლენილი დარღვევების პრევენციის მიზნით შესაბამისი დასაქმებულებისათვის ატარებს დამატებით სწავლებებს,
დ.ბ. ახორციელებს ფილიალისა და რაიონული განყოფილებებისათვის (სოციალური მომსახურების ცენტრებისათვის) საჭირო კადრების შერჩევას, კანდიდატთა და დასაქმებულთა მოკლევადიან წვრთვნასა და გადამზადებას,

ვ) მოქალაქეთა სოციალური მომსახურების გაუმჯობესებისა და მიმდინარე საქმიანობის ანალიზის შედეგად უზრუნველყოფს წინადადებების წარდგენას ცენტრალური აპარატისათვის;
ზ) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს წარმომადგენლობას სასამართლოში მოსარჩელის ან მოპასუხის სახით, და სხვა ორგანიზაცია/დაწესებულებებში;

ზ1) მონაწილეობს დასაქმების სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციაში, უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში. (ცვ. 10.10.2013 წ. N04-423/ო)
თ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და სააგენტოს დირექტორის ან/და სააგენტოს დირექტორის მოადგილის მიერ მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

მე-2 პუნქტი ძალადაკარგულია
(ცვ. 10.10.2013 წ. N04-423/ო)

მუხლი 4. ფილიალის ხელმძღვანელობა
1. ფილიალს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.
2. ფილიალის უფროსი უშუალოდ ემორჩილება სააგენტოს დირექტორს, დირექტორის მოადგილეებს და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე.
3. ფილიალის უფროსი:
ა) პასუხისმგებელია ფილიალზე დაკისრებული ამოცანების, ფუნქციებისა და დავალებების ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) წარმართავს და ხელმძღვანელობს ფილიალის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
გ) ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს ფილიალისა და ფილიალის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე რაიონული (საქალაქო) განყოფილებების (სოციალური მომსახურების ცენტრების) თანამშრომლებს შორის, ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას მათ საქმიანობაზე და დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;
დ) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს _ ბრძანებას;
ე) სააგენტოსთან შეთანხმებით გეგმავს და ახორციელებს პერიოდულ კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორიული ერთეულების საქმიანობაზე, წარუდგენს შესაბამის ინფომაციას სააგენტოს ხელმძღვანელობას;
ვ) უფლებამოსილია ფილიალსა და ფილიალის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სააგენტოს რაიონულ (საქალაქო) განყოფილებებში (სოციალური მომსახურების ცენტრების) დასაქმებული თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური სასჯელის ზომები, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
ზ) უფლებამოსილია, ფილიალის და ფილიალის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სააგენტოს რაიონულ (საქალაქო) განყოფილებებში (სოციალური მომსახურების ცენტრების) დასაქმებულ პირებზე გასცეს მინდობილობები სასამართლოში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობის გასაწევად;
თ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ფილიალისა და ფილიალის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სოციალური მომსახურების ცენტრებისა და რაიონული განყოფილებების საქმიანობაზე და მათზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაზე;
ი) პასუხისმგებელია ფილიალისათვის გამოყოფილი სახსრებისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე;
კ) სააგენტოს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ფილიალისა და ფილიალის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სოციალური მომსახურების ცენტრებისა და რაიონული განყოფილებების საკადრო რესურსების, მუშაობის ორგანიზების, თანამშრომლების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ლ) ხელმოწერით ადასტურებს ან ვიზას ადებს ფილიალში მომზადებულ დოკუმენტებს;
მ) ფილიალის თანამშრომლებსა და მის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სოციალური მომსახურების ცენტრებისა და რაიონულ განყოფილებებს აცნობს (გადასცემს) სააგენტოს დირექტორის ბრძანებებს, მითითებებს, რეკომენდაციებს, დირექტივებსა და სხვა საჭირო მასალებსა თუ დოკუმენტებს;
ნ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ფილიალისა და ფილიალის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სოციალური მომსახურების ცენტრებისა და რაიონული განყოფილებების წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ო) უზრუნველყოფს ფილიალში არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მოვლა-პატრონობას და პასუხისმგებელია მათ მდგომარეობაზე;
პ) დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, სააგენტოს ცენტრალურ აპარატში პერიოდულად წარადგენს ინფორმაციას ფილიალისა და მის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სააგენტოს სოციალური მომსახურების ცენტრებისა და რაიონული განყოფილებების მიერ გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით;
ჟ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში, უზრუნველყოფს სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულებას.
4. ფილიალის უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელიც მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს უფროსის მოვალეობებს. ფილიალის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.
5. ფილიალის უფროსის მოადგილეს, ფილიალის უფროსის მოვალეობის შესრულება აგრეთვე შეიძლება დაეკისროს სააგენტოს დირექტორის ან ფილიალის უფროსის ბრძანებით.
6. ფილიალის უფროსის მოადგილის საქმიანობის სფერო შესაძლებელია განისაზღვროს სააგენტოს დირექტორის ან ფილიალის უფროსის ბრძანებით, ან ინდივიდუალური დავალებ(ებ)ით. ფილიალის უფროსის მოადგილე შესაძლებელია კურირებდეს/ზედამხედველობდეს საქმიანობის ცალკეულ სფეროს.(ცვ. 01.12.2010 წ.N01/332-ო)

მუხლი 5. ფილიალის თანამშრომლები
1. ფილიალის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო განრიგით.
2. ფილიალის თანამშრომლებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.
3. ფილიალის თანამშრომლები ასრულებენ ამ დებულებით, მოქმედი კანონმდებლობით და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის ფუნქციებს და მათი განხორციელებისას ემორჩილებიან ფილიალის უფროსს და ფილიალის უფროსის მოადგილეს.

მუხლი 6. დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული ნორმები სავალდებულოა შესასრულებლად სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულისათვის.
2. დებულებაში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანა ხდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დანართი N3

დამტკიცებულია
სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის
2015 წლის 30 იანვრის N01/30-ო ბრძანებით



საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ტიპიური დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - „სააგენტო") სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრების (შემდგომში - „ცენტრი") სტატუსს, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

მუხლი 2. ცენტრის სტატუსი
1. ცენტრს გააჩნია სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის სტატუსი, შექმნილია საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს სააგენტოს სახელით შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში და აგრეთვე კონკრეტულ სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით სააგენტოზე დაკისრებულ უფლებამოსილებებს.
2. ცენტრის საქმიანობის მიზნებსა და ამოცანებს სამოქმედო არეალების მიხედვით წარმოადგენს:
ა) შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (განისაზღვრება შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულების მიხედვით: იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი) ხელი შეუწყოს და ზედამხედველობა გაუწიოს:
ა.ა. სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირებას, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, ბავშვზე ზრუნვის, დასაქმების ხელშეწყობისა და სხვა შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციას;
ა.ბ. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
ბ) კონკრეტულ სამოქმედო ტერიტორიაზე (განისაზღვრება მისი უშუალო ადგილმდებარეობის მიხედვით):
ბ.ა. სააგენტოს ფუნქციების მიკუთვნებული სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირება (დანიშვნა, შეწყვეტა, შეჩერება და სხვა), კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ.ბ. ბავშვზე ზრუნვის, სოციალური და ჯანმრთელობის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების რეალიზება და/ან ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ.გ. მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოს ფუნქციების შესრულება;
ბ.დ. „შრომის ბაზრის ინფორმაციის მართვის სისტემის" ფორმირებისა და დანერგვის პროცესში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში, დასაქმების სახელმწიფო პროგრამების რეალიზაცია და მონიტორინგი.
3. ცენტრს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად გადაცემული აქვს სახელმწიფო ქონება.
4. სააგენტოს გააჩნია ცხრა (9) სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი.
5. ცენტრს გააჩნია ბეჭედი სააგენტოს საიდენტიფიკაციო კოდით და შტამპი.
6. ცენტრი თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, სააგენტოს დებულებით, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

მუხლი 3. ცენტრის ფუნქციები
1. დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად ცენტრი სამოქმედო არეალების (როგორც ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ისე კონკრეტულ სამოქმედო ტერიტორიაზე) მიხედვით უზრუნველყოფს:
ა) ზედამხედველობს და აკონტროლებს:
ა.ა. ცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე რაიონული (საქალაქო) განყოფილებების მიერ სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის, სოციალური პაკეტის დანიშვნა-ცვლილებას და საქმისწარმოებას, არსებული წეს(ებ)ის შესაბამისად;
ა.ბ. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრაციის, ფულადი სოციალური დახმარების - საარსებო შემწეობის ბენეფიციართა მართვისა და სოციალური დახმარების ადმინისტრირების პროცესს. აგრეთვე უზრუნველყოფს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული ოჯახების განმეორებით (საკონტროლო) გადამოწმებას, არსებული წეს(ებ)ის შესაბამისად;
ა.გ. ორსულობის, მშობიარიობისა და ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარებებზე მოთხოვნის ფორმირების პროცესს;
ა.დ. ბავშვზე ზრუნვის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებას;
ა.ე. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების შესრულებას;
ა.ვ. მოქმედი კანონმდებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციას;
ა.ზ. „შრომის ბაზრის ინფორმაციის მართვის სისტემის" ფორმირებისა და დანერგვის პროცესს, კომპეტენციის ფარგლებში;
ა.თ. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციას, კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) ცენტრისა და მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონული (საქალაქო) განყოფილებების ლოჯისტიკისა და სამეურნეო-საფინანსო უზრუნველყოფის მიზნებისათვის:
ბ.ა. ახორციელებს მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების დადგენას, მოთხოვნისა და მიწოდების დაგეგმვას;
ბ.ბ. მატერიალურად პასუხისმგებელია არსებულ აქტივებზე;
ბ.გ. ანაწილებს მიღებულ მატერიალურ ფასეულობებს;
ბ.დ. ორგანიზებას უწევს ბავშვზე ზრუნვის საბჭოს მუშაობას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და აწვდის ცენტრალურ აპარატს;
ბ.ე. სააგენტოს დირექტორის ბრძანებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ასრულებს სამეურნეო-საფინანსო და საკონტრაქტო ფუნქციებს;
ბ.ვ. უზრუნველყოფს ელექტრონული ქსელის და პროგრამების გამართულ მუშაობას;
გ) სააგენტოს ცენტრალურ აპარატსა და რაიონული (საქალაქო) განყოფილებებს შორის კომუნიკაციის მიზნით:
გ.ა. უზრუნველყოფს ოპერატიულ დავალებათა/ღონისძიებათა შესრულებას და მის შესრულებაზე ზედამხედველობას;
გ.ბ. რაიონული (საქალაქო) განყოფილებების რგოლებამდე დაყავს სამართლებრივი დოკუმენტები და საგანგებო დავალებები;
გ.გ. ახორციელებს ადგილობრივი მოსახლეობის საინფორმაციო უზრუნველყოფას, კონსულტირება-განმარტებებს, მოქალაქეთა მიღებას, პასუხობს შემოსულ კორესპონდენციას,
გ.დ. უზრუნველყოფს სააგენტოს ცენტრალური აპარატისათვის საანგარიშო ინფორმაციის წარდგენას, ტექნოლოგიური და ლოჯისტიკური პროცესების გაუმჯობესების საჭიროებებისა და წინადადებების მიწოდებას;
გ.ე. დაკისრებული ფუნქციების შესრულებისას თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, სხვა ორგანიზაცია დაწესებულებებთან, კერძო პირებთან;
დ) ადამიანური რესურსების განვითარების მიზნებისათვის:
დ.ა. ზედამხედველობის შედეგად გამოვლენილი დარღვევების პრევენციის მიზნით შესაბამისი დასაქმებულებისათვის ატარებს დამატებით სწავლებებს;
დ.ბ. ახორციელებს ცენტრისათვის და რაიონული (საქალაქო) განყოფილებებისათვის საჭირო კადრების შერჩევას, კანდიდატთა და დასაქმებულთა მოკლევადიან წვრთვნასა და გადამზადებას;
ე) კონკრეტულ სამოქმედო ტერიტორიაზე (ცენტრის უშუალო ადგილმდებარეობის მიხედვით) უზრუნველყოფს:
ე.ა. კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში ღებულობს გადაწყვეტილებებს სოციალური დახმარების, სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის, სოციალური პაკეტის დანიშვნის, შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენის, განახლების ან დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე;
ე.ბ. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის" ადმინისტრირებასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს მაძიებელი ოჯახების განაცხადის მიღებასა და ბაზაში განთავსებას, ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლას და „ოჯახის დეკლარაციის" (ან სხვა შესაბამისი დოკუმენტის) ბაზაში განთავსებას და ფულადი სოციალური დახმარების - საარსებო შემწეობის დანიშვნასთან, შეჩერებასთან ან/და შეწყვეტასთან დაკავშირებული მონაცემების ბაზაში განთავსებას;
ე.გ. შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით ამზადებს, ამუშავებს და სააგენტოს ცენტრალურ აპარატს წარუდგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გასაცემად საჭირო დოკუმენტაციას;
ე.დ. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეისწავლის და წყვეტს საკითხებს შვილად აყვანის მიზნით დაინტერესებულ პირთა აღრიცხვაზე აყვანის, ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ არასრულწლოვანთათვის გასაშვილებელის სტატუსის მინიჭების თაობაზე, აწარმოებს მშვილებელთა და გასაშვილებელ ბავშვთა ადგილობრივ რეესტრს და მათ შესახებ წარადგენს ინფორმაციას სააგენტოს ცენტრალურ აპარატში;
ე.ე. კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დედობილ/მამობილის სტატუსის მინიჭებას/რეგისტრაციას, დედობილ/მამობილთა რეგისტრაციის განახლებას/შეწყვეტას, შვილობილად აყვანას დაქვემდებარებულ ბავშვთა რეგისტრაციასა და მათ შესახებ ინფორმაციის სააგენტოს ცენტრალურ აპარატში წარდგენას;
ე.ვ. შეისწავლის და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირებისათვის მეურვეობის ან მზრუნველობის დაწესების ან გაუქმების თაობაზე;
ე.ზ. უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს სახელით მონაწილეობა სასამართლო საქმის წარმოებაში (მათ შორის როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს წარმომადგენელი არასრულწლოვან ან ქმედუუნარო პირთა კანონიერი ინტერესების დასაცავად);
ე.თ. კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოს კომპეტენციას მიკუთვენული საკითხების მომზადებასა და საბჭოს სხდომაზე გატანასთან დაკავშირებით საჭირო ღონისძიებების გატარებას;
ე.ი. სამოქმედო ტერიტორიაზე, უზრუნველყოფს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასა და ზედამხედველობს მათ მიმდინარეობას;
ე.კ. სათანადო ინფორმაციის დამუშავების გზით, მონაწილეობს სააგენტოს ერთიანი საინფორმაციო (მონაცემთა) ბაზების ფორმირებაში;
ე.ლ. კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის და დაინტერესებული პირების ინფორმირებულობას, მათ შორის, „შრომის ბაზრის ინფორმაციის მართვის სისტემის" ფორმირებისა და დანერგვის პროცესთან და/ან დასაქმების სახელმწიფო პროგრამებთან დაკავშირებით;
ე.მ. საკუთარი მიზნების მისაღწევად, დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად და სათანადო ინფორმაციის მისაღებად, მათ შორის, კომპეტენციის ფარგლებში, „შრომის ბაზრის ინფორმაციის მართვის სისტემის" ფორმირებისა და დანერგვის მიზნით, კონსულტაციებს უწევს და თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ორგანიზაცია-დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ვ) ცენტრის საქმიანობის ანალიზის შედეგად უზრუნველყოფს წინადადებების წარდგენას ცენტრალური აპარატისათვის;
ზ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტოს დირექტორის და/ან სააგენტოს დირექტორის მოადგილის მიერ მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ცენტრი:
ა) კანონმდებლობის შეასაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (გადაწყვეტილებები, ბრძანებები);
ბ) ამზადებს დასკვნებსა და შუამდგომლობებს შვილად აყვანის, მიდნობით აღზრდის, მეურვეობის/მზრუნველობის საკითხებზე, წარადგენს საკუთარ მოსაზრებებს (დასკვნებს) საოჯახო დავებში არასრულწლოვანთა კანონიერი ინტერესების დაცვის თაობაზე;
გ) იხილავს და წყვეტს დაინტერესებულ პირთა მიმართვებს, განცხადებებსა და საჩივრებს;
დ) წარმოადგენს სააგენტოს დაინტერესებულ პირებთან შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, უზრუნველყოფს სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის სახელით სასამართლოში წარმომადგენლობას მოსარჩელედ, მოპასუხედ ან მესამე პირად;
ე) უფლებამოსილია, გასცეს მოწმობები, ცნობები და სხვა ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) სამსახურებრივი საჭიროებისამებრ, წერილობით მიმართავს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;
ზ) წარუდგენს სააგენტოს ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
თ) ასრულებს სააგენტოს დირექტორისა და/ან დირექტორის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

მუხლი 4. ცენტრის ხელმძღვანელობა
1. ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.
2. ცენტრის უფროსი უშუალოდ ემორჩილება სააგენტოს დირექტორს და დირექტორის მოადგილეებს და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე.
3. ცენტრის უფროსი:
ა) პასუხისმგებელია ცენტრზე დაკისრებული მიზნების, ამოცანების, ფუნქციებისა და დავალებების შესრულებაზე;
ბ) წარმართავს და ხელმძღვანელობს ცენტრის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
გ) ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს ცენტრისა და ცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე რაიონული (საქალაქო) განყოფილებების თანამშრომლებს შორის, ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას მათ საქმიანობაზე და დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;
დ) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს _ ბრძანებას;
ე) სააგენტოსთან შეთანხმებით გეგმავს და ახორციელებს პერიოდულ კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორიული ერთეულების საქმიანობაზე, წარუდგენს შესაბამის ინფომაციას სააგენტოს ხელმძღვანელობას;
ვ) უფლებამოსილია, ცენტრისა და ცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სააგენტოს რაიონულ (საქალაქო) განყოფილებებში დასაქმებული თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური სასჯელის ზომები, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
ზ) უფლებამოსილია, ცენტრსა და ცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სააგენტოს რაიონულ (საქალაქო) განყოფილებებში დასაქმებულ პირებზე გასცეს მინდობილობები სასამართლოში, ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში თუ დაწესებულებაში წარმომადგენლობის გასაწევად;
თ) პასუხისმგებელია ცენტრისათვის გამოყოფილი სახსრებისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვასა და გამოყენებაზე;
ი) სააგენტოს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცენტრის და ცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონული (საქალაქო) განყოფილებების საკადრო რესურსების, მუშაობის ორგანიზების, თანამშრომლებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
კ) ხელმოწერით ადასტურებს ან ვიზას ადებს ცენტრში მომზადებულ დოკუმენტებს;
ლ) ცენტრის თანამშრომლებსა და მის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე რაიონულ (საქალაქო) განყოფილებებს აცნობს (გადასცემს) სააგენტოს დირექტორის ბრძანებებს, მითითებებს, რეკომენდაციებს, დირექტივებსა და სხვა საჭირო მასალებსა თუ დოკუმენტებს;
მ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ნ) უზრურნველყოფს ცენტრში არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მოვლა-პატრონობას და პასუხისმგებელია მათ მდგომარეობაზე;
ო) დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, პერიოდულად წარადგენს სააგენტოს ცენტრალურ აპარატში ცენტრისა და მის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სააგენტოს რაიონული (საქალაქო) განყოფილებების მიერ გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით;
პ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ასრულებს სააგენტოს დირექტორის და სააგენტოს დირექტორის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
4. ცენტრის უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელიც მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს უფროსის მოვალეობებს. ცენტრის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.
5. ცენტრის უფროსის მოადგილეს, ცენტრის უფროსის მოვალეობის შესრულება აგრეთვე შეიძლება დაეკისროს სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.
6. ცენტრის უფროსის მოადგილის საქმიანობის სფერო შესაძლებელია განისაზღვროს სააგენტოს დირექტორის ან ცენტრის უფროსის ბრძანებით, ან ინდივიდუალური დავალებ(ებ)ით. ცენტრის უფროსის მოადგილე შესაძლებელია კურირებდეს/ზედამხედველობდეს საქმიანობის ცალკეულ სფეროს.

მუხლი 5. ცენტრის თანამშრომლები
1. ცენტრის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო განრიგით.
2. ცენტრის თანამშრომლებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.
3. ცენტრის თანამშრომლები ასრულებენ ამ დებულებით, მოქმედი კანონმდებლობით და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის ფუნქციებს და მათი განხორციელებისას ემორჩილებიან ცენტრის უფროსს და/ან უფროსის მოადგილეს.

მუხლი 6. დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული ნორმები სავალდებულოა შესასრულებლად სააგენტოს ყველა შესაბამისი ტერიტორიული ერთეულისათვის.
2. დებულებაში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანა ხდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.






დანართი N4

დამტკიცებულია
სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის
2009 წლის 31 დეკემბერი N01/474-ო ბრძანებით


საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების ცენტრისა და რაიონული (საქალაქო) განყოფილების ტიპიური დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში _ ,,სააგენტო") სოციალური მოსმახურების ცენტრების და რაიონული (საქალაქო) განყოფილებების (შემდგომში _ ,,განყოფილება") სტატუსს, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

მუხლი 2. განყოფილების სტატუსი
1. განყოფილება წარმოადგენს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს, რომელიც კონკრეტულ სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით სააგენტოზე დაკისრებულ უფლებამოსილებებს.
2. განყოფილება ექვემდებარება სააგენტოს ცენტრალურ აპარატს, სააგენტოს შესაბამის რეგიონალურ საკოორდინაციო ცენტრს ან სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს, ხოლო ქ. თბილისის განყოფილებები ექვემდებარებიან უშუალოდ სააგენტოს ცენტრალურ აპარატს. (ცვ. 30.01.2015 წ. N04-30/ო)
3. თითოეულ განყოფილებას გააჩნია თავისი ბეჭედი და შტამპი.

მუხლი 3. განყოფილების მიზნები და ამოცანები
განყოფილების საქმიანობის მიზნებსა და ამოცანებს სამოქმედო ტერიტორიაზე შეადგენს:
ა) სოციალური დახმარების პროგრამების პრაქტიკული რეალიზაცია და მისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ბ) სახელმწიფო გასაცემლების (სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, აკადემიური სტიპენდია, საყოფაცხოვრებო სუბსიდია, დახმარება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო) დანიშვნა-ცვლილება და შესაბამისი საქმეების წარმოება;
გ) ,,ბავშვზე ზრუნვის" სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების რეალიზაციაში მონაწილეობა;
დ) მეურველობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოს ფუნქციების შესრულება.

ე) „შრომის ბაზრის ინფორმაციის მართვის სისტემის" ფორმირებისა და დანერგვის პროცესში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში, დასაქმების სახელმწიფო პროგრამების რეალიზაცია და მონიტორინგი. (ცვ. 10.10.2013 წ. N04-423/ო)


მუხლი 4. განყოფილების ფუნქციები

1. ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და დასახული ამოცანების შესასრულებლად განყოფილება შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში:
ა) კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში ღებულობს გადაწყვეტილებებს სოციალური დახმარების, სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის, შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენის, განახლების ან დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე;
ბ) ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის" ადმინისტრირებასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს მაძიებელი ოჯახების განაცხადის მიღებასა და ბაზაში განთავსებას, ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლას და ,,ოჯახის დეკლარაციის" (ან სხვა შესაბამისი დოკუმენტის) ბაზაში განთავსებას და ფულადი სოციალური დახმარების _ საარსებო შემწეობის დანიშვნასთან, შეჩერებასთან ან/და შეწყვეტასთან დაკავშირებული მონაცემების ბაზაში განთავსებას;
`ბ¹) თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრები უზრუნველყოფენ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული ოჯახების განმეორებით გადამოწმებას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. (ცვ. 26.02.2010 წ. N01/43-ო)
გ) შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით ამზადებს, ამუშავებს და სააგენტოს ცენტრალურ აპარატს წარუდგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გასაცემად საჭირო დოკუმენტაციას;
დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეისწავლის და წყვეტს საკითხებს შვილად აყვანის მიზნით დაინტერესებულ პირთა აღრიცხვაზე აყვანის, ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ არასრულწლოვანთათვის გასაშვილებელის სტატუსის მინიჭების თაობაზე, აწარმოებს მშვილებელთა და გასაშვილებელ ბავშვთა ადგილობრივ რეესტრს და მათ შესახებ წარადგენს ინფორმაციას სააგენტოს ცენტრალურ აპარატში;
`ე) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დედობილ/მამობილის სტატუსის მინიჭებას/რეგისტრაციას, დედობილ/მამობილთა რეგისტრაციის განახლებას/შეწყვეტას, შვილობილად აყვანას დაქვემდებარებულ ბავშვთა რეგისტრაციასა და მათ შესახებ ინფორმაციის სააგენტოს ცენტრალურ აპარატში წარდგენას; (ცვ. 26.02.2010 წ. N01/43-ო)
ვ) შეისწავლის და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირებისათვის მეურვეობის ან მზრუნველობის დაწესების ან გაუქმების თაობაზე;(ცვ.26.02.2010წ.N01/43-ო)
ზ) უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს სახელით მონაწილეობა სასამართლო საქმის წარმოებაში (მათ შორის როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს წარმომადგენელი არასრულწლოვან ან ქმედუუნარო პირთა კანონიერი ინტერესების დასაცავად); (ცვ. 26.02.2010 წ. N01/43-ო)
`ზ¹) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოს კომპეტენციას მიკუთვენული საკითხების მომზადებასა და საბჭოს სხდომაზე გატანასთან დაკავშირებით საჭირო ღონისძიებების გატარებას; (ცვ. 26.02.2010 წ. N01/43-ო)
ზ²) სამოქმედო ტერიტორიაზე, უზრუნველყოფს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასა და ზედამხედველობს მათ მიმდინარეობას;~ (ცვ. 26.02.2010 წ. N01/43-ო)
თ) სათანადო ინფორმაციის დამუშავების გზით, მონაწილეობს სააგენტოს ერთიანი საინფორმაციო (მონაცემთა) ბაზების ფორმირებაში;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის და დაინტერესებული პირების ინფორმირებულობას, მათ შორის, „შრომის ბაზრის ინფორმაციის მართვის სისტემის" ფორმირებისა და დანერგვის პროცესთან და/ან დასაქმების სახელმწიფო პროგრამებთან დაკავშირებით; (ცვ. 10.10.2013 წ. N04-423/ო);
კ) საკუთარი მიზნების მისაღწევად, დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად და სათანადო ინფორმაციის მისაღებად, მათ შორის, კომპეტენციის ფარგლებში, „შრომის ბაზრის ინფორმაციის მართვის სისტემის" ფორმირებისა და დანერგვის მიზნით, კონსულტაციებს უწევს და თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ორგანიზაცია-დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. (ცვ. 10.10.2013 წ. N04-423/ო)
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში, განყოფილება:
ა) კანონმდებლობის შეასაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (გადაწყვეტილებები, ბრძანებები);
ბ) ამზადებს დასკვნებსა და შუამდგომლობებს შვილად აყვანის, მიდნობით აღზრდის, მეურვეობის/მზრუნველობის საკითხებზე, წარადგენს საკუთარ მოსაზრებებს (დასკვნებს) საოჯახო დავებში არასრულწლოვანთა კანონიერი ინტერესების დაცვის თაობაზე;
გ) იხილავს და წყვეტს დაინტერესებულ პირთა მიმართვებს, განცხადებებსა და საჩივრებს;
დ) წარმოადგენს სააგენტოს დაინტერესებულ პირებთან შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, უზრუნველყოფს სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის სახელით სასამართლოში წარმომადგენლობას მოსარჩელედ, მოპასუხედ ან მესამე პირად;
ე) უფლებამოსილია, გასცეს მოწმობები, ცნობები და სხვა ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) სამსახურებრივი საჭიროებისამებრ, წერილობით მიმართავს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ინფორმაციის მისაღებად;
ზ) წარუდგენს სააგენტოს ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
თ) ასრულებს სააგენტოს დირექტორისა და დირექტორის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

მუხლი 5. განყოფილების ხელმძღვანელობა
1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.
2. განყოფილების უფროსი უშუალოდ ემორჩილება სააგენტოს დირექტორს, დირექტორის მოადგილეებს, შესაბამისი რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის უფროსს და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე. (ცვ. 30.01.2015 წ. N04-30/ო)
3. განყოფილების უფროსი:
ა) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანების, ფუნქციებისა და დავალებების შესრულებაზე;
ბ) წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
გ) ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს განყოფილების თანამშრომლებს შორის და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას მათ საქმიანობაზე და დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;
დ) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით, ამტკიცებს გადაწყვეტილებებს გასაცემლების დანიშვნა-ცვლილებასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს _ ბრძანებას;
ე) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უფლებამოსილია განყოფილების თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სასჯელის ზომები;
ვ) წარმოადგენს განყოფილებას სასამართლოში და დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობებში; უფლებამოსილია, საკუთარი სახელით გასცეს მინდობილობები დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე სასამართლოში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობის გასაწევად კონკრეტული დავალებების შესასრულებლად;
ზ) ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს განყოფილების საკადრო რესურსების, მუშაობის ორგანიზების, თანამშრომლების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) ხელმოწერით ადასტურებს ან ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს (ხელმოწერის უფლების გადაცემა სხვა თანამშრომელზე დაიშვება მხოლოდ სააგენტოს დირექტორის შესაბამისი ბრძანებით);
ი) განყოფილების თანამშრომლებს აცნობს (გადასცემს) სააგენტოს დირექტორის ბრძანებებს, მითითებებს, რეკომენდაციებს, დირექტივებსა და სხვა საჭირო მასალებსა თუ დოკუმენტებს;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა განყოფილების წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ლ) უზურნველყოფს განყოფილებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მოვლა-პატრონობას და პასუხისმგებელია მათ მდგომარეობაზე;
მ) არსებული წესების შესაბამისად, უზრუნველყოფს განყოფილებაში არსებული (დაცული, შეგროვებული, დამუშავებული) ყველა სათანადო ინფორმაციის გადაგზავნას (გადაცემას) შესაბამისი სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისათვის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისათვის ან/და სააგენტოს ცენტრალური აპარატისათვის; (ცვ. 30.01.2015 წ. N01/30-ო)
ნ) სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულებას.
4. სააგენტოს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განყოფილების უფროსს შესაძლებელია ყავდეს მოადგილე (მოადგილეები), რომელიც მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს უფროსის მოვალეობებს. განყოფილების უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.
(ცვ. 01.12.2010 წ. N01/332-ო)
5. განყოფილების უფროსის მოადგილის საქმიანობის სფერო შესაძლებელია განისაზღვროს სააგენტოს დირექტორის, ან შესაბამისი სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის) უფროსის, ან განყოფილების უფროსის ბრძანებით, ან ინდივიდუალური დავალებ(ებ)ით. განყოფილების უფროსის მოადგილე შესაძლებელია კურირებდეს/ზედამხედველობდეს საქმიანობის ცალკეულ სფეროს. (ცვ. 30.01.2015 წ. N01/30-ო)

მუხლი 6. განყოფილების თანამშრომლები
1. განყოფილების საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო განრიგით.
2. განყოფილების თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.
3. განყოფილების თანამშრომლები ასრულებენ ამ დებულებით, მოქმედი კანონმდებლობით და შრიმითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის ფუნქციებს და მათი განხორციელებისას ემორჩილებიან განყოფილების უფროსს და უფროსის მოადგილეს.

მუხლი 7. დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული ნორმები სავალდებულოა შესასრულებლად სააგენტოს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის.
2. დებულებაში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანა ხდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დანართი №5

დამატებულია სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 დეკემბრის №04-443/ო ბრძანებით


საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - „სააგენტო") თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (შემდგომში - „ცენტრი") სტატუსს, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

მუხლი 2. ცენტრის სტატუსი
1. ცენტრი წარმოადგენს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს, რომელიც ქალაქ თბილისის მასშტაბით, ახორციელებს დაკისრებულ ფუნქციებს ამ დებულებით და განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
2. ცენტრი ექვემდებარება სააგენტოს ცენტრალურ აპარატს.
3. ცენტრს გააჩნია თავისი ბეჭედი და/ან შტამპი (ბეჭდები და შტამპები).

მუხლი 3. ცენტრის მიზნები და ამოცანები
ცენტრის საქმიანობის მიზნებსა და ამოცანებს შეადგენს ქ. თბილისის მასშტაბით:
ა) სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის და/ან სხვა სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციის პრაქტიკული ხელშეწყობა და კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ბ) სახელმწიფო გასაცემლების (სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტი, საყოფაცხოვრებო სუბსიდია, დახმარება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო და სხვა) დანიშვნა-ცვლილება და შესაბამისი საქმეების წარმოება;
გ) ბავშვზე ზრუნვის და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების რეალიზაციაში მონაწილეობა;
დ) მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოს ფუნქციების შესრულება;
ე) დასაქმების, პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) სააგენტოს ადმინისტრირებას დაქვემდებარებული სხვა სერვისებით ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
ზ) დაკისრებული ფუნქციების შესრულების ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

მუხლი 4. ცენტრი საქმიანობის ორგანიზება
1. ცენტრი საქმიანობს ქ. თბილისის მასშტაბით, ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის, ძველი თბილისის, დიდუბე-ჩუღურეთის და ისანი-სამგორის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების მიხედვით საკუთარი უფლებამოსილების გამიჯვნა-განაწილების პრინციპით.

2. სერვისცენტრი წარმოადგენს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული, თბილისის კონკრეტული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრის ფარგლებში, ცენტრის ფუნქციების ერთობლიობას.


მუხლი 5.
ცენტრის ფუნქციები
1. ცენტრი ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების შესრულებას ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში.
2. ცენტრის ფუნქციებია:
ა) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით, ჯანმრთელობის დაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამებით, ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური რეაბილიტაციის, დასაქმების, პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების და სხვა სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული სერვისების შესახებ ინფორმაციის მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომობა, ამ პროგრამებით სარგებლობის პირობებზე მათთვის სამართლებრივი განმარტებების უზრუნველყოფა და პრაქტიკული დახმარების გაწევა, შესაბამისი მომსახურების მიღების მიზნით;
ბ) კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში, სოციალური დახმარებების, სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის და სხვა სახელმწიფო გასაცემლების დანიშვნის, შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენის, განახლების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
გ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის" (შემდგომში-ბაზა) ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, მაძიებელი ოჯახის განაცხადის მიღება და ბაზაში განთავსება, ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა/გადამოწმება, „ოჯახის დეკლარაციის" (ან სხვა შესაბამისი დოკუმენტის) ბაზაში განთავსება, ფულადი სოციალური დახმარების - საარსებო შემწეობის დანიშვნა, შეჩერება ან/და შეწყვეტა, ბაზაში ოჯახის რეგისტრაციასთან და მისთვის საარსებო შემწეობის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და ბაზაში ასახვა;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება და დასაფინანსებლად სააგენტოს ცენტრალურ აპარატში წარდგენა;
ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შვილად აყვანის მიზნით, დაინტერესებულ პირთა აღრიცხვაზე აყვანის, აგრეთვე, ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ არასრულწლოვანთათვის გასაშვილებელის სტატუსის მინიჭების საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, მშვილებელთა და გასაშვილებელ ბავშვთა ადგილობრივი რეესტრის წარმოება და ინფორმაციის სააგენტოს ცენტრალურ აპარატში წარდგენა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, დედობილ/მამობილის სტატუსის მინიჭება/რეგისტრაცია, დედობილ/მამობილთა რეგისტრაციის განახლება/შეწყვეტა, შვილობილად აყვანას დაქვემდებარებულ ბავშვთა რეგისტრაცია და მათ შესახებ ინფორმაციის სააგენტოს ცენტრალურ აპარატში წარდგენა;
ზ) ქ. თბილისის მასშტაბით მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების განხორციელება;
თ) უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს სახელით, სასამართლო საქმეების წარმოებაში (მათ შორის, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი) მონაწილეობა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების განსახილველად მომზადება და საბჭოს სხდომაზე გატანასთან დაკავშირებით საჭირო ღონისძიებების გატარება;
კ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება და მათ მიმდინარეობაზე ზედამხედველობა;
ლ) სათანადო ინფორმაციის დამუშავების გზით, სააგენტოს ერთიანი საინფორმაციო (მონაცემთა) ბაზების ფორმირებაში მონაწილეობა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული პირების ინფორმირებულობა „შრომის ბაზრის ინფორმაციის მართვის სისტემის" ფორმირებისა და დანერგვის პროცესთან და/ან დასაქმების, პროფესიული მომზადება/გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამებთან, დასაქმების სახელმწიფო მომსახურებებთან დაკავშირებით;
ნ) საკუთარი მიზნების მისაღწევად, დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად და სათანადო ინფორმაციის მისაღებად, მათ შორის, კომპეტენციის ფარგლებში, „შრომის ბაზრის ინფორმაციის მართვის სისტემის" ფორმირებისა და დანერგვის მიზნით, დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციების გაწევა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ორგანიზაცია-დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა;
ო) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური სტაციონარული მომსახურების კომპონენტის მოსარგებლედ ცნობისათვის დაინტერესებულ პირთა განცხადებებისა და პროგრამით დადგენილი საჭირო დოკუმენტაციის მიღება, რეგისტრაცია და სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალურ აპარატში წარდგენა, დადგენილი წესით;
პ) საკეისრო კვეთასთან დაკავშირებული განაცხადებისა და საჭირო სამედიცინო დოკუმენტაციის მიღება, რეგისტრაცია, განხილვა და გადაწყვეტა, დადგენილი წესით, აგრეთვე, ინფორმაციის სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალურ აპარატში წარდგენა;
ჟ) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობებზე ფიზიკური პირების წერილობითი მიმართვების/განცხადებების განხილვა და გადაწყვეტა ამ დებულებითა და სააგენტოს დირექტორის სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში;
რ) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობისას წარმოშობილი პრობლემური საკითხების შესახებ ხელმძღვანელობის ინფორმირება, ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა, სერვისების გამართულობის, უწყვეტობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების სააგენტოს ცენტრალურ აპარატში წარდგენა;
ს) ჯანმრთელობის დაცვის რიგი სახელმწიფო პროგრამების/კომპონენტების/ქვეკომპონენტების მოსარგებლეებად დაინტერესებულ პირთა ცნობისათვის საჭირო განაცხადების/დოკუმენტაციის მიღება, მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, რეგისტრაცია და შესაბამისი რეაგირება, სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული პირობებით;
ტ) ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური რეაბილიტაციის რიგი სახელმწიფო პროგრამებით/ქვეპროგრამებით გათვალისწინებული სერვისებით სარგებლობისათვის მოსახლეობის მომართვების განხილვა, წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, რეგისტრაცია და შესაბამისი რეაგირება, სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული პირობებით;
უ) ქ. თბილისის კონკრეტული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრის მიხედვით, ცენტრის საქმიანობისთვის საჭირო პროგრამული პაკეტების ინსტალაცია, ლოკალური ქსელის გამართული მუშაობა და კომპიუტერული პარკის დიაგნოსტიკა;
ფ) კანონმდებლობის შესაბამისად, დაინტერესებული პირებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ქ) ბენეფიციართა მიღების ორგანიზება (მიღების დღეების განსაზღვრა), მათი ამომწურავი და სათანადო ინფორმირება/კონსულტირება ნებისმიერ სერვისზე, რომელსაც ახორციელებს სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო;
ღ) შემოსული საჩივრების/პრეტენზიების (გარდა ცენტრის უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე, ქმედებასა და უმოქმედობაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრებისა) ოპერატიული განხილვა და გადაწყვეტა;
ყ) შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სხვა ფუნქციების განხორციელება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ცენტრი:
ა) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს სამართლებრივ აქტებს (გადაწყვეტილებები, ბრძანებები და სხვა);
ბ) ამზადებს დასკვნებსა და შუამდგომლობებს შვილად აყვანის, მიდნობით აღზრდის, მეურვეობის/მზრუნველობის საკითხებზე, წარადგენს საკუთარ მოსაზრებებს (დასკვნებს) საოჯახო დავებში არასრულწლოვანთა კანონიერი ინტერესების დაცვის თაობაზე;
გ) იხილავს კორესპონდენციას, ამზადებს პასუხებს/გადაწყვეტილებებს;
დ) უფლებამოსილია, გასცეს მოწმობები, ცნობები და სხვა ინფორმაცია, დადგენილი წესით;
ე) უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი განაცხადების და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი საჭირო დოკუმენტაციის მიღებას, დამუშავებას, რეგისტრაციასა და დანიშნულებისამებრ გადამისამართებას ან/და კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას;
ვ) პრაქტიკულ და სამართლებრივ დახმარებას უწევს დაინტერესებულ პირებს სააგენტოს ადმინისტრირებას დაქვემდებარებული სერვისებით სარგებლობის მიზნით;
ზ) ასრულებს სააგენტოს დირექტორისა და დირექტორის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

მუხლი 6. ცენტრის ხელმძღვანელობა
1. ცენტრის ხელმძღვანელობა შედგება ცენტრის უფროსისა და მისი მოადგილ(ეებ)ისაგან.
2. ცენტრის უფროსს და მის მოადგილე(ებ)ს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.
3. ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია სააგენტოს დირექტორის და დირექტორის მოადგილეების წინაშე, ხოლო ცენტრის უფროსის მოადგილე - ცენტრის უფროსის წინაშე.
4. ცენტრის უფროსი, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს ცენტრის ამოცანების, ფუნქციებისა და დავალებების შესრულებას;
ბ) წარმართავს და ხელმძღვანელობს ცენტრის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
გ) ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის და ახორციელებს მათი საქმიანობის ზედამხედველობას;
დ) დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით, გამოსცემს სამართლებრივ აქტ(ებ)ს (გადაწყვეტილება, ბრძანება) და სხვა სახის მმართველობით დოკუმენტებს;
ე) უფლებამოსილია, ცენტრის თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სასჯელის ზომები;
ვ) წარმოადგენს ცენტრს სასამართლოში და დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობებში; უფლებამოსილია, საკუთარი სახელით, გასცეს მინდობილობები დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე სასამართლოში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობის გასაწევად ან/და კონკრეტული დავალებების შესასრულებლად;
ზ) სააგენტოს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცენტრის საკადრო რესურსის, მუშაობის ორგანიზების, თანამშრომლების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) ცენტრის თანამშრომლებს აცნობს (გადასცემს) სააგენტოს დირექტორის ბრძანებებს, მითითებებს, რეკომენდაციებს, დირექტივებსა და სხვა საჭირო მასალებსა თუ დოკუმენტებს;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ცენტრის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) უზრუნველყოფს ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მოვლა-პატრონობას და პასუხისმგებელია მათ მდგომარეობაზე;
ლ) არსებული წესების შესაბამისად, უზრუნველყოფს ცენტრში არსებული (დაცული, შეგროვებული, დამუშავებული) ინფორმაციის დაცულობას;
მ) სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულებას.
5. ცენტრის უფროსის მოადგილე კურირებს სააგენტოს ადმინისტრირებას დაქვემდებარებულ ცალკეულ სერვის(ებ)ის განხორციელებას ან/და ფუნქციების შესრულებას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს ცენტრის თანამშრომელთა საქმიანობას ქ. თბილისის კონკრეტული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრის ფარგლებში.
6. ცენტრის მიერ შესრულებულ დოკუმენტებს ხელს აწერს ცენტრის ხელმძღვანელობა, განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.
7. ცენტრის ხელმძღვანელობას შორის ამ დებულებით გათვალისწინებული და ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განაწილება განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.


მუხლი 7. ცენტრის თანამშრომლები
1. ცენტრის თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.
2. ცენტრის თანამშრომლები ასრულებენ ამ დებულებით, მოქმედი კანონმდებლობით და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის ფუნქციებს და ანგარიშვალდებულები არიან ცენტრის ხელმძღვანელობის წინაშე.

მუხლი 8. დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული ნორმები სავალდებულოა შესასრულებლად სააგენტოს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის.
2. დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ