canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - კანონმდებლობა 18

  კანონმდებლობა

შეტანილი ცვლილებები და დამატებები
1. 05.12.2007  #266
2. 17.12.2007  #284
3. 09.01.2008  #7
4. 08.03.2008  #51
საქართველოს მთავრობის
დადგენილება

#264     2007 წლის    01 დეკემბრეი   ქ. თბილისი

სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

`საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა¬ხებ~ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 32-ე პუნქტისა და `საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის `ე~ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. დამტკიცდეს:
ა) სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გა¬დამ¬ზადების) 2007-2008 წლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა (შემდგომში - პროგრამა);
ბ) სამუშაოს მაძიებლის განცხადების ფორმა პროგრამაში მონაწილეობის შესახებ (დანართი #1);
გ) დასაქმების ბარათის ფორმა (დანართი #2) და მისი შევსების ინსტრუქცია (დანართი #3).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის¬ტრომ (გ. არველაძე) და განათლებისა და მეცნიერების სამი¬ნის¬ტრომ (მ. მიმინოშვილი) განახორციელონ შესაბამისი ღო¬ნის¬ძიებები ამ დადგენილებით დამტკიცებული მიზნობრივი სა¬ხელმწიფო პროგრამის შეუფერხებელი შესრულებისათვის.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ვ. მერა¬ბიშვილი) გამოყოს შესაბამისი რესურსი სარეგისტრაციო პუნ¬ქტებში დაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველ¬საყოფად.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამი¬ნისტრომ (დ. ტყეშელაშვილი)  უზ¬რუ¬ნ¬ველყონ ამ დადგენილე¬ბით გათვალისწინებული პროგრა¬მის განხორციელებისათვის საჭირო ასიგნებათა ასახვა 2008 წლის სახელმწიფო ბიუ¬ჯეტში.
5. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგა¬ნოებს მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინის¬ტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაში.
6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი¬ნის¬ტრომ განახორციელოს პროგრამის საინფორმაციო უზრუნ¬ველყოფა 641 000 (ექვსას ორმოცდაერთი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხით ლარობით. აქედან 270 000 (ორას სამოცდაათი  ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარობით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გამოიყენოს ,,საქართველოს 2007 წლის სახელ-მწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით (2614010205 კოდით) გათვალისწინებული საკუთარი ასიგნებებიდან, ხოლო დარჩენილი თანხა 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ასიგნებების ფორმირებისას ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინადადების საფუძველზე.
7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მოსახლეობასთან საკომუნიკაციო მომსახურებისა და ამ მომსახურებისთვის საჭირო საქონლისა და თანმდევი მომსახურების შესყიდვის, აგრეთვე, სარეგისტრაციო პუნქტებში წინამდებარე მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის საიმიჯო მასალების დამზადება-განთავსების მიზნით. (17.12.2007 #284)
8. სსიპ - სოციალური სუბსიდიების სააგენტომ უზრუნ¬ველყოს წინამდებარე მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შეუფერხებელ შესრულებასთან დაკავშირებული ღონის¬ძიე¬ბების განხორციელება საჭირო საქონლის, სამუშაოსა და/ან მომსახურების შესყიდვის მიზნით.
9. `სახელმწიფო შესყიდვების შესახებ~ საქართველოს კა¬ნონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის `ე~ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ დადგენილებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შეზღუ¬დულ ვადებში შესასრულებლად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ეკონო¬მიკური განვითარების სამინისტრომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და სსიპ - სოციალური სუბსიდიების სააგენტომ საჭირო მომსახურების, საქონლის ან/და სამუ¬შაოთა შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარა¬კების საშუალებით.
10. `საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად ამ პროგრამის მიზნებისათვის სსიპ - სოციალური სუბსიდიების სააგენტო განისაზღვროს იმ ორგანიზაციად, რომელზეც არ ვრცელდება `საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯე¬ტის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გან¬საზ¬ღვრული შეზღუდვა.
11. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 28 ნოემბრიდან.


პრემიერ-მინისტრი                                                       ვლადიმერ გურგენიძე


დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2007 წლის 1 დეკემბრის
#264 დადგენილებით


სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) 2007-2008 წლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა

მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით.

მუხლი 2. პროგრამის მონაწილე პირები და
          ორგანი¬ზა¬ციები
სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამ¬ზადების) მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში (შემდგომში - პროგრამა) მონაწილეობას მიიღებენ:
ა) ნებაყოფლობის საფუძველზე დამსაქმებლები, პროფე¬სიული მომზადების ცენტრები და პროფესიული მომზა¬დების/გადამზადების მაძიებლები:
ა.ა) დამსაქმებელი შეიძლება იყოს  კერძო სამართლის სა¬¬მე¬¬წარმეო იურიდიული პირი, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში ეწევა სამეწარმეო საქმიანო¬ბას, ასევე, სახელ¬მწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები/ დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებსაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის¬ტროში გავლილი აქვთ პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავ¬შირებული რეგისტრაცია;
ა.ბ) პროფესიული მომზადების ცენტრი შეიძლება იყოს საჯარო ან კერძო სამართლის, სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველ¬ყოფს მაძიებლის პროფესიულ მომზადებას/გადამზადებას და რომელსაც გავლილი აქვს პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ნებაყოფლობითი რეგისტრაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში;
ა.გ) პროფესიული მომზადების (გადამზადების) მაძიებელი შეიძლება იყოს 25-დან 65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე. პროგრამის მონაწილე მაძიებელთა მაქსიმალური რაოდენობა არის 130 000 (ასოცდაათი ათასი); (08.03.2008 #51)
ბ) სსიპ - სოციალური სუბსიდიების სააგენტო (შემ¬დგომ¬ში - სააგენტო);
გ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის¬ტრო;
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის¬ტრო;
ე) შესაბამისი საბანკო დაწესებულება.

მუხლი 3. პროგრამის ფარგლებში მონაწილე პირთა (ორგანიზაციათა) კომპეტენციები
1. სსიპ - სოციალური სუბსიდიების სააგენტო უზრუნ¬ველყოფს:
ა) პროფესიული მომზადების/გადამზადების მაძიებელთა რეგისტრაციასა და რეგისტრირებულ მაძიებელთა მონაცემთა ბაზის ფორმირებას;
ბ) პროფესიული მომზადების/გადამზადების მსურველ მაძიებელთა რეგისტრაციისა და აღრიცხვის მიზნით, პირველ ეტაპზე ქალაქ თბილისში, ხოლო შემდგომ ეტაპობრივად  სხვა ქალაქებში (ფოთში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში) სარეგისტრაციო ცენტრების ორგანიზებას; (17.12.7007 #284)
გ) დასაქმების ბარათების დამზადებას;
დ) სახელმწიფო სტიპენდიების გაცემისათვის შესაბამისი საბანკო დაწესებულების შერჩევასა და მასთან შეთანხმების გაფორმებას;
ე) საბანკო დაწესებულების მეშვეობით მაძიებელთათვის სახელმწიფო სტიპენდიის გაცემას. სახელმწიფო სტიპენდია გაიცემა სამ ნაწილად და თითოეული ნაწილის ოდენობა შეადგენს 200 ლარს.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის¬ტრო უზრუნველყოფს პროგრამის მონაწილე პროფესიული მომზადების ცენ¬ტრე¬ბის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს ეკონო¬მი¬კური განვითარების სამინისტროსათვის.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს:
ა) პროგრამაში მონაწილეობის სურვილის მქონე  დამსაქ¬მებლებისა და პროფესიული მომზადების ცენტრების რე¬გის¬ტრაციას;
ბ) რეგისტრირებული დამსაქმებლისა და პრო¬ფე¬სიული მომზადების ცენტრების მონაცემთა ბაზის ფორმი¬რე¬ბასა და სააგენტოსათვის გადაცემას;
გ) პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფას.
4. საბანკო დაწესებულება უზრუნველყოფს:
ა) რეგისტრირებულ მაძიებელთა იდენტიფიკაციას სააგენ¬ტოს მიერ მიწოდებული მონაცემთა ბაზის მიხედვით;
ბ) პროფესიული მომზადების/გადამზადების მაძიებლის მიერ წარდგენილ დასაქმების ბარათში მითითებული  დამსაქ¬მებლის/პროფესიული მომზადების ცენტრის იდენტიფიცირებას სააგენტოს მიერ მიწოდებული მონაცემთა ბაზის მიხედვით;
გ) დასაქმების ბარათის შესაბამისი ნაწილის საფუძ¬ველ¬ზე სახელმწიფო სტიპენდიის გაცემას.
5. მაძიებელი პროგრამაში რეგისტრაციის შემდეგ უზრუნ¬ველყოფს დამსაქმებლის/პროფესიული მომზადების ცენ¬ტრის შერჩევას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის¬ტროში რე¬გისტრირებული ორგანიზაციების ნუსხიდან, სადაც მოხდება მისი პროფესიული მომზადება/გადამზადება სულ ცოტა სამი თვის განმავლობაში.
6. დამსაქმებლები და პროფესიული მომზადების ცენ¬ტრები ახდენენ პროგრამის მონაწილე პროფესიული მომ¬ზა¬დების/გადამზადების მაძიებლის პროფესიულ მომზადე¬ბას/გა¬დამ¬ზადებას, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს სამ თვეზე ნაკლები.
7. დასაქმების ბარათის გაყალბებისათვის პასუხისმგებ¬ლობა ეკისრება ბარათის მფლობელს მოქმედი კანონმდებ¬ლო¬ბის შესაბამისად.
8. დასაქმების ბარათის არასწორად შევსებისა და ყალბი ინფორმაციის დადასტურებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრე¬ბათ მაძიებელს, დამსაქმებელს ან პროფესიული¬ მომზადების ცენტრს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 4. პროგრამის განხორციელების მექანიზმი
1. მაძიებელი, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზა¬დების) 2007-2008 წლების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრა¬მაში პროფესიის დაუფლების, კვალიფიკაციის ამაღლების ან/და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, მიმართავს შესაბამის სარეგისტრაციო ცენტრს. რეგისტრაცი¬ისათვის მაძიებელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადას¬ტუ¬რებელი საბუთი (პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი) და მისი ასლი.
2. პროგრამაში მაძიებელთა რეგისტრაცია ხორციელდება 2007 წლის 5 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე (ჩათვლით).
3. სააგენტო უზრუნველყოფს რეგისტრირებული მაძიებლე¬ბის, რეგისტრირებული დამსაქმებლებისა და პროფე¬სიუ¬ლი მომზადების ცენტრების მონაცემთა გადაცემას საბან¬კო დაწესებულებისათვის.
4. სარეგისტრაციო ცენტრის პასუხისმგებელი პირი პრო¬ფე¬სიული მომზადების/გადამზადების მაძიებლის რეგისტრა¬ციი¬სას უზრუნველყოფს:
ა) პროფესიული მომზადების/გადამზადების მაძიებლის მიერ სათანადოდ შევსებული და ხელმოწერებით დადასტურე¬ბული პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განცხადებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის მიღებას;
ბ) მაძიებლის სახელზე დასაქმების ბარათის სათანადოდ შევსებასა და მაძიებლისათვის გადაცემას.
5. რეგისტრაციის შემდეგ მაძიებელი ვალდებულია მოი¬ძიოს დამსაქმებელი ან პროფესიული მომზადების ცენტრი, სადაც იგი გაივლის პროფესიულ მომზადებას/გადამზადებას. მაძიებლის მიერ შერჩეული დამსაქმებლის ან პროფე¬სიული მომზადების ცენტრის შეცვლა სახელმწიფო სტიპენ¬დიის გაცემის შემდეგ არ დაიშვება.
6. მაძიებლის მიერ შერჩეული დამსაქმებლის/პრო¬ფესიული მომზადების ცენტრის პასუხისმგებელი პირი ავსებს დასაქმების ბარათის პირველი ნაწილის (ცნობა დამსაქ¬მებლის/პროფესიული მომზადების ცენტრის შესა¬ხებ) სპეცია¬ლურ გრაფას და ხელმოწერით ადასტურებს სამუშაო ადგი¬ლებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) 2007-2008 წლების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის სურვილსა და მაძიებლის მომზადების/გადამზადების შესაძ¬ლებ¬¬ლობას.
7. დამსაქმებლის/პროფესიული მომზადების ცენტრის მიერ შევსებული და შესაბამისი ხელმოწერებით დადასტურე¬ბული დასაქმების ბარათის პირველ ნაწილს მაძიებელი წა¬რადგენს შესაბამის საბანკო დაწესებულებაში. საბანკო დაწე¬სე¬ბულება უზრუნველყოფს დადგენილი წესით შევსებული და დამოწმე¬ბული ბარათის ჩაბარებას და მაძიებლისათვის სახელ¬მწიფო სტიპენდიის პირველი ნაწილის ავანსის სახით გაცემას. (05.12.7007 #266)
8. პროფესიული მომზადების/გადამზადების ორი თვის დას¬რუ¬ლების შემდეგ დამსაქმებელი/პროფესიული მომ¬ზა¬¬დე¬ბის ცენტრის პასუხისმგებელი პირი ავსებს დასაქმების ბარა¬თის მეორე ნაწილის (ცნობა პროფესიული მომზა¬დების/გადამ¬ზადების შესახებ) სპეციალურ გრაფას და ხელ¬მოწერით ადას¬ტურებს მაძიებლის მიერ პროფესიული მომზა¬დე¬ბის/გადამ¬ზა¬დების ფაქტს.
9. დამსაქმებლის/პროფესიული მომზადების ცენტრის მიერ შევსებული და შესაბამისი ხელმოწერებით დადასტუ¬რებული დასაქმების ბარათის მეორე ნაწილს მაძიებელი წარადგენს შესაბამის საბანკო დაწესებულებაში. საბანკო დაწესებულება უზრუნველყოფს დადგენილი წესით შევსებული და დამოწმებული ბარათის ჩაბარებას და მაძიებლისათვის სახელმწიფო სტიპენდიის მეორე ნაწილის გაცემას.
10. პროფესიული მომზადების/გადამზადების დასრულების შემდეგ დამსაქმებლის/პროფესიული მომზადების ცენ¬ტრის პასუხისმგებელი პირი ავსებს დასაქმების ბარათის მე¬სამე ნაწილის (ცნობა პროფესიული მომზადების/გადამზა¬დების დასრულების შესახებ) სპეციალურ გრაფას და ხელ¬მო¬წერით ადასტურებს მაძიებლის მიერ პროფესიული მომზადე¬ბის/გადამ¬ზა¬დების გავლის ფაქტს.
11. დამსაქმებლის/პროფესიული მომზადების ცენ¬ტრის მიერ შევსებული და შესაბამისი ხელმოწერებით დადას¬ტურებული დასაქმების ბარათის მესამე ნაწილს მაძიებელი წარადგენს შესაბამის საბანკო დაწესებულებაში. საბანკო დაწესებულება უზრუნველყოფს დადგენილი წესით შევსებული და დამოწმებული ბარათის ჩაბარებას და მაძიებლისათვის სახელმწიფო სტიპენდიის მესამე ნაწილის გაცემას.
,,12. დამსაქმებლის/პროფესიული მომზადების ცენტრის მიერ შევსებული და შესაბამისი ხელმოწერით დადასტურებული დასაქმების ბარათის პირველი ნაწილი მაძიებელმა შესაბამის საბანკო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს 2007 წლის 15 დეკემბრიდან - 2008 წლის 20 იანვრამდე, ხოლო მეორე და მესამე ნაწილები - არა უგვიანეს 2008 წლის 30 აპრილისა. ამასთან, დასაქმების ბარათის მესამე ნაწილი შესაბამის საბანკო დაწესებულებას უნდა წარედგინოს არა უადრეს 2008 წლის 5 აპრილისა. დასაქმების ბარათის მე-2 და მე-3 ნაწილები გაუნაღდებათ იმ პირებს, დადგენილ ვადებში განაღდებული აქვთ დასაქმების ბარათის წინა ნაწილები~. (08.03.2008 #51)
121. დადგენილებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდგომ გამოუყენებელი და წუნდებული (გაფუჭებული) დასაქმების ბარათები ექვემდებარება განადგურებას სააგენტოს მიერ შექმნილი კომისიის მიერ. (09.01.2008 #7)
`122. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც დასაქმების ბარათის შესაბამისი ნაწილის (ნაწილების) დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა გამოწვეული იყო მაძიებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზით (დაუძლეველი ძალა, ავადმყოფობა და სხვა), რომელიც წერილობით დადასტურებულ უნდა იქნეს კომპეტენტური ორგანოს მიერ. მაძიებლის მიერ დასაქმების ბარათის დაგვიანებით წარმოდგენის მიზეზებს განიხილავს და სახელმწიფო სტიპენდიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მაძიებელმა განცხადება კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ წერილობით დოკუმენტთან ერთად, სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნეს 1 ივნისამდე.~ (08.04.2008 #87)
13. საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო სტიპენ¬დიის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება სააგენტოსა და საბანკო დაწესებულებას შორის გაფორმე¬ბუ¬ლი შეთანხმებით.

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის უზრუნველსაყოფად გამოიყენება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სათანადო ორგანიზაციისათვის გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები.

დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის #264 დადგენილებით
(დანართი #1)

განცხადება

სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ

 ვადასტურებ, რომ მოცემული დროისათვის ვარ უმუშევარი და მაქვს სურვილი მივიღო მონაწილეობა სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამ¬ზადების) სახელმწიფო პრო¬გრა¬¬მა¬ში.
იმავდროულად გამოვხატავ მზადყოფნას, მოქმედი კანონ¬მდებ¬ლობის შესაბამისად პასუხი ვაგო იმ ინფორმაციის სიზუს¬ტისათვის, რომელიც წარმოდგენილ იქნება ჩემ მიერ პროგრა¬მაში მონაწილეობის პერიოდში.

-----------------------------   ---------------------------  `----~ დეკემბერი, 2007 წ.
   სახელი, გვარი         ხელმოწერა


დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის #264 დადგენილებით
(დანართი #3)

სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) 2007-2008 წლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დასაქმების ბარათის შევსების ინსტრუქცია

1. სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამ¬ზადების) 2007-2008 წლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრა¬მის დასაქმების ბარათი (შემდგომში - ბარათი) სპეციალური ფორმის დოკუმენტია, რომელშიც აისახება დამსაქმებ¬ლის/პრო¬ფესიული მომზადების ცენტრისა და მაძიებლის პირადი მონა¬ცემები და მაძიებლის პროფესიულ მომზადებასთან/გადამ¬ზადე¬ბასათან დაკავშირებული ინფორმაცია.
2. მაძიებლისათვის ბარათის გაცემას უზრუნველყოფს სააგენტო.
3. ბარათი შედგება სამი ნაწილისაგან. ბარათის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში სათანადო ინფორმაციის (ბარათის მფლო¬ბელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ბარათის გაცე¬მისათვის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა) შეტანას უზ¬რუნ¬ველყოფს სააგენტოს სარეგისტრაციო ცენტრის პასუხისმგებელი პირი.
4. ბარათის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების შევსებას (ორგანიზაციის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, პა¬სუ¬ხის¬მგებელი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა და შევსების თარიღი) უზრუნველყოფს იმ დამსაქმებლის/პროფესიული მომზადების ცენტრის პასუხისმგებელი პირი, რომელშიც მიმდინარეობს მაძიებლის პროფესიული მომზადება/გადამზადება. არსებობის შემთხვევაში ბარათის ყველა ნაწილზე უნდა დაისვას დამსაქმებლის/პროფესიული მომზადების ცენტრის ბეჭედი.
5. დამსაქმებლის/პროფესიული მომზადების ცენტრის პასუხისმგებელი პირის მიერ ბარათის თითოეული ნაწილის შევსების შემდეგ სათანადო გრაფაში ხელს აწერს მაძიებელი, რის შემდეგაც ბარათი წარედგინება საბანკო დაწესებულებას.
6. საბანკო დაწესებულების პასუხისმგებელი პირი სახელ¬მწიფო სტიპენდიის გაცემამდე ხელს აწერს და ბეჭედს სვამს ბარათის თითოეული ნაწილის შესაბამის გრაფაში, რითაც ადასტურებს მაძიებლისა და დამსაქმებლის/პროფესიული მომზადების ცენტრის იდენტიფიცირებასა და სახელმწიფო სტიპენდიის შესაბამისი ნაწილის გაცემის ფაქტს.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari