canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - კანონმდებლობა 15

  კანონმდებლობა

საქართველოს მთავრობის
დადგენილება
N145    2006
წლის 28 ივლისი    . თბილისი

სოციალური დახმარების შესახებ
(27.12.2006 N 254)

 სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალური დახმარების მაძიებელი ოჯახებისათვის მისამართული სოციალური დახმარების დანი--ვნა-გაცემისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახები-სათვის დანიშნული სოციალური დახმარების გაცემის უზრუნ-ველსაყოფად "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლე-ბამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის "" ქვეპუნქტის საფუძველზე:  (27.12.2006 N 254)
 1.
დამტკიცდეს სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, სოციალური დახმა-ბის ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების თანდართული წესი.
 2.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია-ლური დაცვის სამინისტრომ (. ჭიპაშვილი):
 
) ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთ თვეში დაამტკიცოს სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი;
 
) უზრუნველყოს სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად საჭირო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება და გამოცემა.
3.
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სოცი-ალური სუბსიდიების სააგენტომ უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგის-ტრირებული ოჯახებისათვის სოციალური დახმარების და-ნიშვნა-გაცემა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახე-ბისათვის დანიშნული სოციალური დახმარების გაცემა დადგენილი წესით და ამ პროცესის ადმინისტრირებისას წარ-მო-შობილ ურთიერთობათა რეგულირება. (16.06.2007 N 122)
4.
ეთხოვოთ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სოციალური დახმა-რების პროგრამის განხორციელებისას ქმედითი დახმარება გაუწიონ სსიპ - სოციალური სუბსიდიების სააგენტოს. (16.06.2007 N 122)
5. 
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                         ზურაბ ნოღაიდელი
 
დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის 
2006
წლის 28 ივლისის
N 145     
დადგენილებით

სოციალური  დახმარების  პროგრამის  განხორციელების
ძირითადი პრინციპები, სოციალური დახმარების ოდენობის
გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა
და ანგარიშსწორების წესი

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი (27.12.2006 N 254)
ეს წესი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახე-ბისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოცი--ლური დახმარების ოდენობას, ღონისძიებათა დაფინან-სებისა და ანგარიშსწორების წესს და ძირითად პრინციპებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირები- კომპეტენტურ ორგანოსა და პროგრამის ფარგლებში სოცია-ლური დახმარების გაცემის ძირითად პრინციპებს.".

მუხლი 2. სოციალური დახმარებები (27.12.2006 N 254)
1.
ამ წესის მიზნებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში_ საარსებო შემწეობა), რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომი-კური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია.
2.
ამ წესის მიზნებისათვის უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარება (შემდგომში _ საო-ჯახო დახმარება) არის ფულადი სახის გასაცემელი, რომლის მიზანია 2007 წლის 1 იანვრამდე დანიშნული საოჯახო დახმა-რების გაცემის გაგრძელება.
3.
საარსებო შემწეობისა და საოჯახო დახმარების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯე-ტით გამოყოფილი სახსრები.".

მუხლი 3. სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური
  
ორგანო (27.12.2006 N 254)
1.
საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცი-ალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური სუბსიდიების სააგენ-ტო (შემდგომში - სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქ-მედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარ-სებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწე-ობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას. (16.06.2007 N 122)
2.
საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპე-ტენტური ორგანოა სააგენტო, ხოლო აფხაზეთიდან დევნილი ოჯახე-ბისათვის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამი-ნისტრო, რომ-ლებიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფენ საოჯახო დახმარების შეწყვე-ტას, გადაან-გარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საოჯახო დახმარების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადა-წყვეტას.
3.
საოჯახო დახმარების გაცემას უზრუნველყოფს სააგენ-ტო შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან.

მუხლი 4. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის N51 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესსა" და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის N1-1/1024 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოცია-ლურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესში", თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

თავი II.

საარსებო შემწეობის ოდენობა, მისი დანიშვნისა და
გაცემის პრინციპები

მუხლი 5. საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი
და პრინციპები
1.
საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოცია-ლურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში - მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილ საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში - ღატაკი ოჯახი).
2.
ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება ეძლევა ოჯახის მიერ მონაცემთა ბაზაში რეგის-ტრაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადის შეტანიდან მეოთხე თვეს.
2.1.
იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახს სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვს ოჯახის მოთხოვნით განხორციელებული განმეორებითი შეფასების შედეგად და იგი ნაკლებია საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე, ოჯახს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება წარმოეშობა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შესახებ სააგენტოში შესაბამისი ფორმის განაცხადის შეტანიდან მეოთხე თვეს. (24.01.2007 N10)
2.2.
იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახს სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვს სააგენტოს ინიციატივით განხორციელებული განმეორებითი შეფასების შედეგად და იგი ნაკლებია საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე, ოჯახს საარსებო შემწეობის და-ნიშვნის უფლება წარმოეშობა სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან მეოთხე თვეს. (24.01.2007 N10)
2.3.
ამ მუხლის მე-21 და მე-22 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევები არ ვრცელდება იმ ღატაკ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განმეორებით შეფასებამდე ნაკლებია საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე. ასეთ ოჯახებს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება წარმოეშობათ ამ მუხლის მე-2 პუნქტის ან ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად. (19.05.2007 N104)
3.
საარსებო შემწეობა ინიშნება უფლების წარმოშობის თვიდან, რასაც წინ უსწრებს ღატაკი ოჯახის წერილობითი განცხადება საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ.
4.
ამ მუხლის მე-2, მე-21 და მე-22 პუნქტებით დადგენილი ვადის ათვლა შეიძლება შეჩერდეს დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორი) არსებობისას. ვადის ათვლა გაგრძელდება შეჩერების გამომწვევი მიზეზ(ებ)ის აღმოფხვრის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობა დაერიცხება უფლების წარმოშობის თვიდან დადგენილი პროცედურების შესაბამისად. (24.01.2007 N10)

მუხლი 6. საარსებო შემწეობის ოდენობა
1.
საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით.
2.
საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახი-სათვის არის 30 (ოცდაათი) ლარი.
3.
ორ - და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთსულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 12 (თორმეტი) ლარი.
4.
საარსებო შემწეობის ოდენობის გაანგარიშებისას ოჯახის წევრთა რაოდენობაში არ გაითვალისწინება ოჯახის წევრ(ებ), რომელიც მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგის-ტრაციის მიუხედავად საარსებო შემწეობის დანიშვნის მომენტისათვის არის:
) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავ-რდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად შეეფარდა თავისუფ-ლების აღკვეთა;
) იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;
) ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი;
) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი;
) ინსტიტუციონალურ დაწესებულებაში სრულ სახელ-მწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი.

მუხლი 7. საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა (19.05.2007 N104)
საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 57001 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი).

მუხლი 8. საარსებო შემწეობის გაცემა
1.
საარსებო შემწეობა გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
2.
საარსებო შემწეობის გაცემა წარმოებს "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად სააგენტოსა და მომსახურე კომერციულ ბანკთან გაფორმე-ბული ხელშეკრულების პირობებით.
3.
საარსებო შემწეობა მიეცემა ღატაკი ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან ქმედუნარიან წევრს.

თავი II1. საოჯახო დახმარების ოდენობა და მისი გაცემის პრინციპები (27.12.2006 N 254)

მუხლი 81. საოჯახო დახმარების გაცემის საფუძვლები და პრინციპები
1.
საოჯახო დახმარება მიეცემათ იმ ოჯახებს, რომელთაც დახმარება დანიშნული აქვთ 2007 წლის 1 იანვრამდე.
2.
საოჯახო დახმარების გაცემას უზრუნველყოფს სააგენტო.

მუხლი 82. საოჯახო დახმარების ოდენობა
1. "
საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საოჯახო დახ-მა-რება ყოველთვიურად მიეცემათ უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა (მათ შორის დევნილთა ოჯახების) კატეგო-რიებს შემდეგი ოდენობით:
) მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიანი ოჯახები - 22 ლარი, ხოლო არამომუშავე პენსიონერთა ორ და მეტსულიანი ოჯახები - 35 ლარი;
) დედ-მამით ობოლი ბავშვები, მეურვის შრომისუნა-რიანობის მიუხედავად, ერთ პირზე - 22 ლარი;
) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არამომუშავე, პირველი ჯგუფის უსინათლოები, ერთ პირზე - 22 ლარი;
) 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ერთ პირზე - 22 ლარი;
) მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავს 7 ან მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები - 35 ლარი. 
2.
მარტოხელა პენსიონერი - პენსიონერი (ასაკით ან ინვალიდობით), რომელსაც გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და არ ჰყავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-, 1218-, 1223-,  1224-, 1225-, 1226-, 1227-, 1228- და 1229- მუხლებით გათვალისწინებული მარჩენალი, აგრეთვე პენსიონერი (ასაკით ან ინვალიდობით), რომელიც სხვადასხვა მიზეზთა გამო დარჩა უბინაოდ, არ გააჩნია საკუთარი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ცხოვრობს დამოუკიდებელ ოჯახთან, მაგრამ მათთან ერთად არ ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას და არ დგინდება რჩენის ფაქტი ამ ოჯახის მხრიდან. (7.03.2007 N46)

მუხლი 83. საოჯახო დახმარების გაცემა
1.
საოჯახო დახმარება გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
2.
საოჯახო დახმარების გაცემა წარმოებს "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად სააგენტოსა და მომსახურე კომერციულ ბანკთან გაფორ-მებული ხელშეკრულების პირობით.
3.
საოჯახო დახმარება მიეცემა დახმარების მიმღებს ან მის კანონიერ წარმომადგენელს.
4.
საოჯახო დახმარების გაცემა დახმარების მიმღების თხოვნის გათვალისწინებით შეიძლება განხორციელდეს ბინა-ზე მიტანით.

თავი III.

საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს
უფლებამოვალეობანი

მუხლი 9. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების
კომპეტენტური ორგანოს ფუნქციები და
უფლებამოვალეობანი
1.
საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისათვის სააგენტო უზრუნველყოფს:                                                                                                                ) საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაანგარიშებას, შეჩერებას, შეწყვეტას, განახლებას, აგრეთვე გაცემის ორგანიზაციას;
) საარსებო შემწეობის მიმღებთა აღრიცხვას;
) სტატისტიკის წარმოებას.
2.
სააგენტო უფლებამოსილია:
) სისტემატურად შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად);
) არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ;
) ოჯახის მიერ საარსებო შემწეობის ადმინისტრი-რებასთან დაკავშირებით წარმოშობილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში შეუწყვიტოს შემწეობა;
) შესაბამისი დაწესებულებებისა და ორგანიზაციები-საგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა საარსებო შემწეობის დანიშვნის/დანიშვნაზე უარის თქმის, გაანგარიშების, შეჩერება-განახლებისა და შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისათვის.
3.
სააგენტო უზრუნველყოფს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების შესრულებას.

მუხლი 10. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის
უფლებამოვალეობანი
1.
საარსებო შემწეობის ოჯახს უფლება აქვს:
) მიიღოს საარსებო შემწეობა ამ წესით განსაზღვრული პირობებითა და ოდენობით;
) მოითხოვოს საარსებო შემწეობის ადგილზე მიტანა, თუ ოჯახის ყველა სრუწლოვან, ქმედუნარიან წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების უნარი (ადგილზე მიტანის სხვა შემთხვევებსა და გარემოებებს განსაზღვრავს სააგენტო);
) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საარ-სებო შემწეობასთან ერთად მიიღოს სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და სხვა სოციალური დახმარება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. 
საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია:
) დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები (წევრის გარდაც-ვალება, დაბადება, ქორწინება, საზღვარგარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასვლა და სხვ.);
) აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა;
) შეასრულოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობანი.

თავი III1. საოჯახო დახმარების მიმღებთა და ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს უფლებამოვალეობანი
(27.12.2006 N 254)

მუხლი 101. საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპეტენური
ორგანოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი
1.
საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპე-ტენ-ტური ორგანო უზრუნველყოფს:
) დანიშნული დახმარების გადაანგარიშებას, შეჩერებას, შეწყვეტას, აღდგენას ან/და გაცემის ორგანიზებას;
) საოჯახო დახმარების მიმღებ პირთა აღრიცხვას;
) სტატისტიკის წარმოებას.
2.
საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია:
) შეამოწმოს საოჯახო დახმარების მიმღები ოჯახი, დახმარების მიღების საუძვლ(ებ)ის არსებობის დასადგენად;
) არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება დახმარების შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენის ან/და დახმარების ოდენობის გადაანგარიშების შესახებ;
) ოჯახის მიერ საოჯახო დახმარების ადმინისტრი-რებასთან დაკავშირებით წარმოშობილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში შეუჩეროს ან შეუწყვიტოს დახმარება;
) შესაბამისი დაწესებულებებისა და ორგანიზაციები-დან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა საო-ჯახო დახმარების გადაანგარიშების, შეჩერების, განახლების ან/და შეწყვეტის საკითხის გადასაწყვეტად.
3.
საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპე-ტენტური ორგანო უზრუნველყოფს ამ წესითა და მოქმედი კანონ-მდებ-ლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციათა და უფლება-მოვალეობათა შესრულებას.

მუხლი 102. საოჯახო დახმარების მიმღები ოჯახის უფლება-მოვალეობანი
1.
საოჯახო დახმარების მიმღებ ოჯახს უფლება აქვს:
) მიიღოს საოჯახო დახმარება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პირობებითა და ოდენობით;
) მოითხოვოს საოჯახო დახმარების ადგილზე მიტანა, თუ ოჯახის ყველა სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრს შეზღუ-დული აქვს გადაადგილების უნარი;
) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საოჯა-ხო დახმარებასთან ერთად მიიღოს სახელმწიფო პენსია, სახელ-მწიფო კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და სხვა სოციალური დახმარება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.
საოჯახო დახმარების მიმღები ოჯახი ვალდებულია:
) დაუყოვნებლივ აცნობოს საოჯახო დახმარების ადმი-ნის-ტრირების პასუხისმგებელ ორგანოს დახმარების მიღე-ბის საფუძვლებში მომხდარი ცვლილებების შესახებ;
) შეასრულოს დახმარების ადმინისტრირების პასუ-ხის-მგებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული და საქართველოს კანონ-მდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობანი.


თავი IV.

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 11. საარსებო შემწეობის დანიშვნისა და გაცემის პრინციპები
  
გარდამავალი პერიოდისათვის (19.05.2007 N104)
1.
ღატაკ ოჯახებს, რომელთაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ 2006 წლის 1 ივნისამდე (გარდა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიხედვით . თბილისში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა) და მათ-თვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია 52001-ზე (ორ-მოცდათორმეტი ათას ერთი), საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2006 წლის სექტემბრიდან.
2.
ღატაკ ოჯახებს, რომლებიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიხედვით მუდმივად ცხოვრობენ . თბილისშიმონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ 2006 წლის 1 მაისამდე და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი), საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2006 წლის აგვისტოდან.
3.
ღატაკ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი) და მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი, ან განმეორებითი შეფასების განაცხადი შეტანილი აქვთ 2007 წლის 1 მაისამდე, ან სააგენტოს ინიციატივით განხორციელებული განმეორებითი შეფასების შედეგად სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვთ 2007 წლის 1 მაისამდე, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2007 წლის აგვისტოდან.
4.
ღატაკ ოჯახებს, რომელთაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადების შემდეგ, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
5. 
ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა განმეორებით შეფასებამდე ნაკლებია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი), ხოლო განმეორებითი შეფასების შემდეგ  ნაკლებია 57001-ზე (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი), საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად.
6.
ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი) და მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ 2006 წლის 1 აგვისტოდან, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვთ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, ან ამ მუხლის შესაბამისად, მაგრამ არა უადრეს 2007 წლის იანვრიდან.

მუხლი 12. სოციალური დახმარების მიღების შეზღუდვა (27.12.2006 N 254)
1.
საარსებო შემწეობის მიღება გამორიცხავს საოჯახო დახმარების მიღებას.
2.
ოჯახს, რომელსაც 2007 წლის 1 იანვრამდე დანიშ-ნული აქვს საოჯახო დახმარება, უფლება აქვს აირჩიოს რომელიმე ზემოაღნიშნული სოციალური დახმარებიდან ერთ-ერთი, გახდეს საარსებო შემწეობის მიმღები ან დაიტო-ვოს საოჯახო დახმარება.
3.
იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი აირჩევს საარსებო შემწე-ობის მიღებას, რის საფუძველზეც შეუწყდა საოჯახო დახმა-რების მიღება, 2007 წლის 1 იანვრიდან საოჯახო დახმარების ხელახალი დანიშვნა არ განხორციელდება.
4.
ღატაკ ოჯახს, რომელსაც საარსებო შემწეობის მიღების უფლება წარმოეშვა ამ წესის შესაბამისად, მაგრამ შემწეობის დანიშვნა და გაცემა არ განხორციელდა, საარსებო შემწეობა გაიცემა უფლების წარმოშობის პერიოდიდან, მაგრამ არა უმეტეს 1 წლისა. (19.05.2007 N104)

მუხლი 121საოჯახო დახმარების ადმინისტრირებასთან    
 
დაკავშირებულ ვალდებულებათა უზრუნველყოფა (7.03.2007 N46)
 1.
სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგ-ნებათა ფარგლებში უზრუნველყოფს 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ იმ ვალდებულებათა დაფარვას (გაცემას), რომ-ლებიც დაკავშირებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯა-ხებისათვის სოციალური დახმარების გაცემასთან.
 2.
სააგენტომ აგრეთვე უზრუნველყოს საარსებო შემწე-ობის დაქვითვა იმ ოჯახებისათვის, რომელთაც 2006 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობასთან ერთად მიღებული აქვთ საოჯახო დახმარება.

მუხლი 13. დასკვნითი დებულებანი
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari