mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - კანონმდებლობა 14

  კანონმდებლობა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება N 47/ნ
2007 წლის 15 თებერვალი ქ. თბილისი

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის ფორმის და მისი მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

 "ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლოეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის N 51 დადგენილების მე-2 პუნქტის "დ.გ." ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
 1. დამტკიცდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ ინსტრუქცია თანდართულ ფორმებთან ერთად (დანართი N 1).
 2. დამტკიცდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის ფორმა (დანართი N 2).
 3. სსიპ _ სოციალური სუბსიდიების სააგენტომ ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული ფორმის დამზადება უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან. (27.06.2007 N194/ნ)
 4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

                                                                                                               ლ. ჭიპაშვილი

                                                                                    დანართი N 1

ინსტრუქცია
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ

 მუხლი 1.
 1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია "ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის N 51 დადგენილების შესაბამისად და განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შესახებ განაცხადის მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების წესსა და პირობებს.
 2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სააგენტო - საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური სუბსიდიების სააგენტო ; (23.07.2007 N227/ნ)
ბ) განყოფილება - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ტერიტორიული ორგანო ; (23.07.2007 N227/ნ)
გ) მონაცემთა ბაზა - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა;
დ) ოჯახი - მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (საცხოვრებელი ადგილის ერთობლივი გამოყენება, მისი მოვლა-პატრონობა, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებების მოპოვება და ამ საშუალებების ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილება). ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი;
ე) განმეორებითი შეფასების განაცხადი - სოციალურად დაუცველი ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადი;
ვ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი - ოჯახის ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი (წარმომადგენელი), რომელიც არ არის ოჯახის წევრი.
3. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის N 51 დადგენილებით დამტკიცებულ "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესში".

მუხლი 2.
1. ოჯახმა, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებიდან (სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან) გასულია ერთი წელი და რომელიც მიიჩნევს, რომ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (მინიჭებული სარეიტინგო ქულა) საჭიროებს გადამოწმებას (დაზუსტებას), უნდა შეავსოს განმეორებითი შეფასების განაცხადი. (27.06.2007 N194/ნ)
2. განმეორებითი შეფასების განაცხადს ავსებს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი.
3. განმეორებითი შეფასების განაცხადის შევსება ხდება განაცხადის ფორმის სათანადო გრაფაში შესაბამისი მონაცმების ჩაწერით. ჩანაწერი კეთდება კალმით, გარკვეული ხელწერით.
4. შევსებას ექვემდებარება განაცხადის ყველა შესაბამისი გრაფა.
5. განაცხადის იმ ნაწილში, სადაც მოცემულია კვადრატული გრაფები, შეტანილ უნდა იქნეს შესაბამისი ციფრები.

მაგ.:

0 1 0 1 0 1 0 1 0 1 0 1
 ოჯახის საიდენტიფიეკაციო კოდი

0 1 0 1 0 1 0 1 0 1 0
 პირადი ნომერი

მუხლი 3.
1. შევსებული განმეორებითი შეფასების განაცხადი უნდა ჩაბარდეს სააგენტოს განყოფილებას, ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. განყოფილება უფლებამოსილია, არ მიიღოს არასრულყოფილად შევსებული განაცხადი.
3. არასრულყოფილია განაცხადი, თუ გამოტოვებულია სავალდებულო შევსებას დაქვემდებარებული გრაფა, კერძოდ, არ არის მითითებული:
ა) ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი ან/და პირადი ნომერი;
გ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი.
4. არასრულყოფილად შევსებული განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში განყოფილების პასუხისმგებელი პირი ვალდებულია წარმომდგენს დაუბრუნოს განაცხადი და მისცეს განაცხადის სრულყოფილად შევსებისათვის საჭირო ახსნა-განმარტებები.

მუხლი 4.
1. სრულყოფილად შევსებულ განმეორებითი შეფასების განაცხადის ფორმას განყოფილების პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს სპეციალურ ჟურნალში (ფორმა N 1) და ანიჭებს ნომერს.
2. განმეორებითი შეფასების განაცხადზე მითითებულ უნდა იქნეს აღრიცხვის ჟურნალის მიხედვით განაცხადისათვის მინიჭებული რიგითი ნომერი.
3. ჟურნალში განაცხადის აღრიცხვა წარმოებს უწყვეტი ნუმერაციით, არაბული ციფრებით დაუშვებელია ერთი და იმავე ნომრის მინიჭება სხვადასხვა განაცხადისთვის.
4. ჟურნალში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცენმები:
ა) განაცხადის რიგითი ნომერი;
ბ) განაცხადში მითითებული ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი;
გ) განაცხადის შემომტანი ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი და გვარი;
დ) განაცხადის ჩაბარების თარიღი (დღე, თვე, წელი);
ე) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერა.
5. განაცხადის ჩაბარებისა და ჟურნალში ხელმოწერის შემდეგ ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელზე გაიცემა განაცხადის განყოფილებაში ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა (ფორმა N 2), რომელშიც აღინიშნება განაცხადის ჩაბარების თარიღი, განაცხადის ნომერი, განაცხადის მიმღები პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი და განაცხადის მიმღები განყოფილების დასახელება.

მუხლი 5.
1. სააგენტო უზრუნველყოფს შემოსული განაცხადების დამუშავებას, რაც გულისხმობს მასში შეტანილი მონაცემების შესწავლას, უტყუარობისა და სიზუსტის დადგენასა და ოჯახის შესახებ საჭირო ინფორმაციის მოპოვება/დადგენას.
2. განაცხადის მიღების შემდეგ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) განაცხადით მოთხოვნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შესახებ;
ბ) განაცხადით მოთხოვნილი ოჯახის  სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებაზე უარის თქმის შესახებ.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად.

მუხლი 6.
ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შესახებ განაცხადის ფორმა ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 5(ხუთი) წლისა.

მუხლი 7.
წინამდებარე ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


                                                                  
                ფორმა N 1 

ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი განმაორებითი შეფასების განაცხადის ჩაბარების თარიღი ხელმოწერა
 ______________    ____  ____  _________
   რიცხვი   თვე      წელი 
 ______________     ____  ____  _________
   რიცხვი   თვე      წელი 
 ______________    ____  ____  _________
   რიცხვი   თვე      წელი 
 ______________    ____  ____  _________
   რიცხვი   თვე      წელი 

                                                                                  ფორმა N 2

ცნობა
განმეორებითი შეფასების განაცხადის
ჩაბარების შესახებ

განაცხადის N _________________________________________
                                       სააღრიცხვო ჟურნალის ნომერი
განაცხადის ჩაბარების თარიღი ___________________________
                                                                                      რიცხვი, თვე, წელი
განყოფილების დასახელება ______________________________
________________________________________________________
განაცხადი ჩავიბარე: ____________________________________
                                         განყოფილების პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი


                                                                  
                 დანართი N 2


განაცხადი N ____________________            დამტკიცებულია საქართველოს შრომის,
                                                                          ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის     
                                                                          მინისტრის ბრძანებით N ___  _______ 2007 წ.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შესახებ

გ ა ნ ა ც ხ ა დ ი

   გთხოვთ, მოახდინოთ ჩვენი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვინაიდან, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის საბოლოო შეფასებიდან გასულია ერთი წელი.

ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი: __ __ __ __ __ __ __ __ __ __ __ __

ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი:
___________       ____________                  __ __ __ __ __ __ __ __ __ __ __
     სახელი                   გვარი                                    პირადი ნომერი

ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი:

 საფოსტო ინდექსი ___ ___ ___ ___                     დასახლებული პუნქტი ..............................

დაბა ...................................................          ...........................................................

ქალაქი ................................................          ქუჩა ....................................................

სახლი (კორპუსი) ............. ბინა ..............          ტელეფონი ............................................

განაცხადის ჩაბარების თარიღი __ __   . __ __   . __ __ __ __               _________________
                                                        რიცხვი     თვე             წელი                         ხელმოწერა

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts