mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - კანონმდებლობა 13

  კანონმდებლობა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება N 34/
2006
წლის 3 თებერვალი . თბილისი

სოციალურად დაუცველი ოჯა
ხების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

 საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის N 51 დადგენილებით დამტკიცებულისოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის" მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
 1.
დამტკიცდეს:
 
) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მოწმობის ფორმა (დანართი N 1);
 
) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების მოწმობის გაცემის წესი (დანართი N2);
 2.
სსიპ - სოციალური სუბსიდიების სააგენტომ უზრუნველყოს რეგისტრირებულ ოჯახებზე მოწმობების გაცემა ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.(27.06.2007 N195/)
 3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

                                                                                   . ჭიპაშვილი

დანართი N1 (27.06.2007 N195/)

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში
რეგისტრაციის მოწმობა

 

სოციალური სუბსიდიების სააგენტო


(
ბეჭდის ნიმუში)


.... სოციალური დახმარებისა და დასაქმების
სახელმწიფო სააგენტო


ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი ________

ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის
მისამართი __________________________

ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი
____________________________________
სახელი, გვარი
____________________________________
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის N

ოჯახის სარეიტინგო ქულა ___________

ოჯახის წევრთა რაოდენობა __________

მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის განაცხადის ჩაბარების თარიღი _________
                                               
რიცხვი, თვე, წელი

მოწმობის გაცემის თარიღი ____________
                                              
რიცხვი, თვე, წელი

სააგენტოს პასუხისმგებელი პირი _____

           .. N სახელი გვარი დაბადების თარიღი პირადი ნომერი
 1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25   


                                                                                               
დანართი N 2

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების მოწმობის გაცემის წესი

 მუხლი 1. ზოგადი დებულებები
 1.
ეს წესი შემუშავებულიაქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის N 51 დადგენილების საფუძველზე და განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მოწმობის გაცემის წესსა და პირობებს.
 2.
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის N 51 დადგენილებით დამტკიცებულსოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესში" და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის N 120/ ბრძანებით დამტკიცებულსოცალურად დაუცველი ოჯახების  მონაცემთა ერთიან ბაზაში განაცხადის ფორმის და მისი მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ ინსტრუქციაშია" მოცემული.

 მუხლი 2. მოწმობა
 1.
მოწმობა წარმოადგენს სპეციფიკური ფორმის დოკუმენტს, რომელიც გაიცემა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში - „ბაზა") რეგისტრირებულ ოჯახებზე და ადასტურებს ოჯახის ბაზაში რეგისტრაციას შესაბამისი სარეიტინგო ქულით.
 2.
მოწმობა გაიცემა მაძიებელი ოჯახების ბაზაში რეგისტრაციისა და სარეიტინგო ქულის მინიჭების შემდეგ.

 მუხლი 3. მოწმობის რეკვიზიტები
 
მოწმობა შეიცავს შემდეგი სახის რეკვიზიტებს:
 
) ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი;
 
) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი;
 
) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი:
 
) ოჯახის სარეიტინგო ქულა;
 
) ოჯახის წევრთა რაოდენობა;
 
) ოჯახის ყველა წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ოჯახის ყველა 16 წლის და უფროსი ასაკის მქონე წევრის პირადი ნომერი;
 
) მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის განაცხადის ჩაბარების თარიღი;
 
) მოწმობის გაცემის თარიღი;
 
) სააგენტოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.

 მუხლი 4. მოწმობის დამზადება და გაცემა 

 1. მოწმობების დამზადებას და მასში შესაბამისი მონაცემების შეტანას უზრუნველყოფს სოციალური სუბსიდიების სააგენტო. (27.06.2007 N195/)
 2.
მოწმობების გაცემა ხორციელდება საკომუნიკაციო პუნქტების მეშვეობით.
 3.
მოწმობა შეიძლება გაიცეს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელზე ან ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრზე, მოწმობაში მითითებული მონაცემების (სახელი, გვარი და პირადი ნომერი) შესაბამისად.
 4.
საკომუნიკაციო პუნქტის პასუხისმგებელი პირი აწარმოებსაღრიცხვის ფურცელს" (ფორმა N 1), რომელშიც აღირიცხება გაცემული მოწმობები.
 5.
აღრიცხვის ფურცელში" შეიტანება მოწმობის მიმღების სახელი და გვარი, ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი, მოწმობის გაცემის თარიღი, მოწმობის მიმღები პირის ხელმოწერა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია.
 6.
საკომუნიკაციო პუნქტის პასუხისმგებელმა პირმა უნდა მოსთხოვოს ოჯხის უფლებამოსილ წარმომადგენელს ან ოჯახის წევრს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი), მათი ვინაობის დასადგენად.
 7.
მოწმობის გაცემის ფაქტი დასტურდებააღრიცხვის ფურცელი"- შესაბამის გრაფაში,მოწმობის მიმღების ხელმოწერით.

 მუხლი 5. მოწმობის შეცვლა
 1.
მოწმობა შეიძლება შეიცვალოს მოწმობის დაკარგვის, არსებითი დაზიანების (არ იკითხება მოწმობის რეკვიზიტები) ან/და ოჯახის სარეიტინგო ქულის ცვლილების შემთხევაში.
 2.
მოწმობის დაკარგვის ან/და არსებითი დაზიანების (არ იკითხება მოწმობის რეკვიზიტები) შემთხვევაში ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი ან ოჯახის სრულწლოვანი, ქმუდუნარიანი წევრი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ განუცხადოს (წერილობითი ფორმით) სააგენტოს, რომელიც განიხილავს მას და დადგენილი წესით გასცემს ახალ მოწმობას.
 3.
სარეიტინგო ქულის ცვლილების შემთხვევაში ოჯახზე გაიცემა ახალი მოწმობა. სარეიტინგო ქულა შესაძლებელია შეიცვალოს მისი მინიჭებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
 
) ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებითი ცვლილება;
 
) სტიქიური უბედურების, ან დაუძლეველი ძალის გამომწვევი სხვა მოვლენით მიყენებული ზიანი.
 3.
გაცემული მოწმობა ითვლება ძალადაკარგულად ოჯახზე ახალი მოწმობის გაცემის ან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციის გაუქმების მომენტიდან, რის შესახებაც ოჯახს ეცნობება დადგენილი წესით.

 მუხლი 6. დამატებითი ვალდებულებების აკრძალვა
 
დაუშვებელია მოწმობის გაცემისათვის რაიმე სახის საფასურის დაწესება ან სხვა ისეთი დოკუმენტების მოთხოვნა, რაც ამ წესით არ არის გათვალისწინებული.

 მუხლი 7. დასკვნითი დებულებები
 1.
მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით, სააგენტომ უზრუნველყოს ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება.
 2.
წესში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

წინამდებარე მოწმობა წარმოადგენს მისი მფლობელის ოჯახის სოციალურად დაუცველი ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელ საბუთს.
მოწმობაში მოცემული სარეიტინგო ქულა არის პირობითი ერთეული, რომელიც დგინდება საქართველოს მთავრობის 2005 წლის N 126 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2005 წლის 1-1/1024 ბრძანებით დამტკიცებული წესის გათვალისწინებით და წარმოადგენს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ??????
სტიქიური უბედურებების დაუძლეველი ძალის გამომწვევი სხვა მოვლენით მიყენებული ზიანი.
მოწმობის მფლობელი ოჯახი ვალდებულია სააგენტოს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ოჯახის წევრთა რაოდენობის, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებითი ცვლილებებისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ
ოჯახის მიერ დეკლარაციაში დაფიქსირებული სიყალბის აღმოჩენის შემთხვევაში ოჯახს უუქმდება რეგისტრაცია და მომდევნო 3 წლის განმავლობაში კარგავს უფლებას მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირება.
მოწმობის დაკარგვის ან არსებითი დაზიანების შემთხვევაში ახალი მოწმობის გაცემის მიზნით ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი ან ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრი ვალდებულია წერილობით მიმართოს სააგენტოს.
გაცემული მოწმობა ითვლება ძალადაკარგულად ოჯახზე ახალი მოწმობის გაცემის ?????? შემთხვევაში.
დაუშვებელია მოწმობის გაცემისათვის რაიმე სახის საფასურის დაწესება ან სხვა ისეთი დოკუმენტების მოთხოვნა რასაც არ ითვალისწინებს მოწმობის გაცემის წესი.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში
რეგისტრაციის

მოწმობა

 

სოციალური დახმარებისა და დასაქმების
სახელმწიფო სააგენტო


(
ბეჭდის ნიმუში)


.... სოციალური დახმარებისა და დასაქმების
სახელმწიფო სააგენტო


ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი ________

ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის
მისამართი _____________________________

ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი
____________________________________
სახელი, გვარი
____________________________________
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის N

ოჯახის სარეიტინგო ქულა ___________

ოჯახის წევრთა რაოდენობა __________

მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის განაცხადის ჩაბარების თარიღი _________
                                        
რიცხვი, თვე, წელი

მოწმობის გაცემის თარიღი ____________
                                   
რიცხვი, თვე, წელი

სააგენტოს პასუხისმგებელი პირი _____

                                                         .. N სახელი გვარი დაბადების თარიღი პირადი ნომერი
 1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25  


<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts