canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - კანონმდებლობა 11

  კანონმდებლობა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის      
ბრძანებაN120/ნ
2005 წლის 27 აპრილი ქ. თბილისი

,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოსახვედრად განაცხადის ფორმის და მისი მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მო-სახ-ლეო-ბის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის N51 დადგენილების მე-2 პუნქტის ,,დ.ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სოციალურად დაუცველი ოჯახე-ბის მონაცემთა ერთიან ბაზაში მოსახვედრად განაც-ხადის მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ ინსტრუქცია (დანართიN1).
2. დამტკიცდეს უკიდურეს სიღატაკეში მყოფ ოჯახთა განაცხადის ფორმა (დანართიN2).
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

                                                                                                                           ლ. ჭიპაშვილი


დანართიN1
ინსტრუქცია  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოსახვედრად განაცხადის მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ
თავი I.  ზოგადი დებულებანი
1.
ეს ინსტრუქცია შემუშავებულია ,,ქვეყანაში სიღა-ტაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოცია-ლური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის N51 დადგენილების შესაბამისად და განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში - მონაცემთა ბაზა) რეგისტრაციის მსურველი ოჯახების განაცხადის მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების წესსა და პირობებს.
2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საკომუნიკაციო პუნქტი - ადგილობრივი თვით-მმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველ ოჯახთა აღრიცხვის მიზნით ორგანიზებული ერთეული;
ბ) სააგენტო _ საჯარო სამართლის იურიდიული პირი "სოციალური სუბსიდიების სააგენტო; (27.06.2007 N192/ნ)
გ) ოჯახი - განცალკევებულ საცხოვრებელ ფარ-თზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათე-საური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (საცხოვრებელი ადგილის ერთობლივი გამოყენება, მისი მოვლა-პატრონობა, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებების მოპოვება და ამ საშუალე-ბების ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილება). ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი;
დ) განაცხადის ფორმა - დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომელსაც ავსებს ოჯახი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის აღრიცხვაზე ასაყვანად;
ე) განაცხადის რეგისტრაცია - სააგენტოს მიერ განაცხადისათვის სპეციალური ნომრის მინიჭება, რაც ადასტურებს ოჯახის მონაცემთა ბაზაში რეგის-ტრა-ციისათვის აღრიცხვაზე აყვანას.
 თავი II. განაცხადი აღრიცხვაზე ასაყვანად
1.
ნებისმიერმა ოჯახმა, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვა--ლისწინებით იმყოფება უკიდურეს გაჭირვებაში, საჭიროებს სოციალურ მხარდაჭერას და აქვს სოცია-ლური დახმარების მიღების სურვილი, უნდა შეავსოს განაცხადის დადგენილი ფორმა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის აღრიცხვაზე ასაყვანად.
2. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია წარმოადგენს წინაპირობას და არა გარანტიას შემდგომში სოცია-ლური დახმარების მიღებისათვის.
3. განაცხადის ფორმის მიღება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან ქმედუნარიან პირს საკომუნიკაციო პუნქტის მეშვეობით.
4. ყოველ საკომუნიკაციო პუნქტს სააგენტოს მიერ ენიჭება სპეციალური ნომერი, რის შემდეგაც სააგენ-ტო უზრუნველყოფს მათთვის განაცხადის ფორმების მიწოდებას.
5. განაცხადის ფორმების საკომუნიკაციო პუნქტებ-ზე გადაცემა წარმოებს ამ საკომუნიკაციო პუნქტის პასუხისმგებელი პირის მოთხოვნის საფუძველზე. განაცხა-დის ფორმების გადაცემის თაობაზე ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერენ სააგენტოსა და საკომუნიკაციო პუნქტის პასუხისმგებელი პირები (ფორმაN1).
6. დაუშვებლია საკომუნიკაციო პუნქტის მიერ განაცხადის გაცემისას რაიმე დოკუმენტის მოთხოვნა ან რაიმე სახის დაბრკოლების შექმნა. ასევე, განაც-ხადის გაცემისათვის რაიმე საფასურის დაწესება.
7. დაუშვებელია ერთ პირზე ერთდროულად ორზე მეტი განაცხადის ფორმის გაცემა.
8. განაცხადის გაცემისას საკომუნიკაციო პუნქტის პასუხისმგებელი პირი, საჭიროების შემთხვევაში, ვალ-დებუ-ლია დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ინფორ-მაცია განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით, მისცეს ახსნა-განმარტება განაცხადის შევსების საჭიროებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.  
თავი III. განაცხადის შევსება
1. განაცხადი წარმოადგენს სააღრიცხვო დოკუმენტს, რომელიც გამოხატავს პირის ან პირთა ჯგუფის - ოჯახის ნებას მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად.
2. განაცხადი ივსება მონაცემთა ბაზაში რეგისტრა-ციის მსურველი ოჯახის მიერ.
3. განაცხადის შევსებისას ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება:
ა) პირ(ებ)ი, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, მაგრამ აღნიშნულ ადგილზე ფაქტობრივად არ ცხოვრობენ სწავლის, მუშაობის ან სხვა რაიმე მიზეზთა გამო;
ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირი;
გ) იძულებით მკურნალობაზე გაგზავნილი პირი;
დ) ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი;
ე) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი პირი;
ვ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი.
4. განაცხადის შევსება ხდება განაცხადის ფორმის სათანადო გრაფაში შესაბამისი მონაცემების ჩაწერით. ჩანაწერი კეთდება კალმით, გარკვეული ხელწერით.
5. შევსებას ექვემდებარება განაცხადის ყველა საჭირო გრაფა.
6. განაცხადის იმ ნაწილის შევსებისას, სადაც მოცემულია კვადრატული გრაფა, კვადრატში იწერება შესაბამისი ციფრი (ასო).
მაგ.: პირადობის მოწმობის ნომერი: 

დ 0 0 7 9 9 3 5

პირადი ნომერი:

3 5 0 0 1 0 0 9 9 7 8

7. სახელისა და გვარის მითითებისას განაცხადის შესაბამის გრაფაში იწერება ამ პირის პირადობის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნუ-ლი სახელი და გვარი.
8. ოჯახის შემადგენლობაში მყოფი ყოველი 16 წლის და უფროსი ასაკის მქონე პირის შესახებ განაცხადის შესაბამის გრაფაში სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა აღინიშნოს ამ პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი, ამ დოკუმენტებით განსაზღვრული პირადი ნომერი და ხელმოწერა. 
9. ოჯახის შემადგენლობაში მყოფი 16 წლამდე ასაკის ბავშვებზე ივსება სპეციალური გრაფა, სადაც აღინიშნება სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი და დაბადების მოწმობის ნომერი.  
10. განაცხადის ის გრაფა, რომელიც შევსებას არ საჭიროებს, გადაიხაზება.  მაგ.: 
11. ამ თავის მე-8 და მე-9 პუნქტებში მითითებული რეკვიზიტების განაცხადში შეუტანლობის შემთხვევაში განაცხადი არ მიიღება. 
12. იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდული შესაძლებ-ლობის მქონე მარტოხელა პირები ვერ უზრუნველ-ყოფენ განაცხადის ფორმის შევსებასა და საკომუნიკაციო პუნქტში ჩაბარებას, აღნიშნული ქმედებების განხორციე-ლება შეუძლიათ მიანდონ ნდობით აღჭურვილ პირებს. ადგილობრივი ორგანოები უზრუნველყოფენ მათ სამოქ-მე-დო ტერიტორიაზე მცხოვრები ასეთი პირების მოძიებას და შესაბამისი დახმარების გაწევას მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად.
 თავი IV. განაცხადის ჩაბარება
1. შევსებული განაცხადი ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ბარდება ამ ოჯახის საცხოვრე-ბე-ლი ადგილის მიხედვით ფორმირებულ საკომუნიკა-ციო პუნქტში.
2. შევსებული განაცხადის საკომუნიკაციო პუნქტში ჩაბარება ადასტურებს ამ ოჯახის (მასში შემავალი პირების) თანხმობას, რომ სააგენტომ მისი იდენტიფიკა-ციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეო-ბის დასადგენად ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს ინფორმაცია, გასცეს მიღებული ინფორმაცია სხვა სოციალური დახმარების დამნიშვნელ ორგანიზაცია-დაწესებულებებზე (რაც მიმართული იქნება ამ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესე-ბისაკენ), აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინე-ბულ სხვა მოვალეობების შესრულებაზე.
3. საკომუნიკაციო პუნქტი უზრუნველყოფს:
ა) განაცხადის ფორმებისა და სხვა თანმხლები დოკუმენტების (საინფორმაციო და განმარტებითი წერილები, ბუკლეტები და სხვ.) მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომობას;
ბ) განაცხადის ჩაბარებისას მისი შევსების სისწო-რის კონტროლს (მაგ.: პირადი ნომრის ჩაწერას სხვა გრაფაში);
გ) განაცხადის შევსების სისრულის კონტროლს (მაგ.: შევსებულია თუ არა განაცხადის ყველა საჭირო გრაფა, აქვს თუ არა ხელმოწერა და სხვ.);
დ) განაცხადის სწორად შევსების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციებისა და განმარტებების მიცემას;
ე) შევსებული განაცხადის ფორმის მიღებას და სპეციალურ ჟურნალში აღრიცხვას;
ვ) განაცხადის დამუშავების შედეგად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდო-მობას;
ზ) აღრიცხვის პროცესთან დაკავშირებით სხვა დამატებითი ქმედებების განხორციელებას.
4. განაცხადის მიღებამდე საკომუნიკაციო პუნქტის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია შეამოწმოს გა-ნაცხა-დის შევსების სისრულე და სისწორე.
5. საკომუნიკაციო პუნქტის მიერ დაუშვებელია არასრულყოფილად ან არასწორად შევსებული განაც-ხა-დის ფორმის მიღება.
6. არასრულყოფილია განაცხადი, თუ გამოტო-ვებუ-ლია სავალდებულო შევსებას დაქვემდებარებული რომელიმე გრაფა (მაგ.: აკლია პირადი ნომერი, არ არის აღნიშნული მისამართი, აკლია ხელმოწერა და სხვ.).
7. არასრულყოფილად შევსებული განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში საკომუნიკაციო პუნქტის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია წარმომდგენს უკან დაუბრუნოს განაცხადის ფორმა და მისცეს განაც-ხა-დის სრულყოფილად შევსებისათვის საჭირო მითი-თებები.
8. არასწორია განაცხადი, თუ ერთ გრაფაში შესატანი მონაცემები შეტანილია შინაარსობრივად განსხვავებულ გრაფაში (მაგ., პირადი ნომრის გრაფაში მითითებულია დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი).
9. ჩაბარებას არ ექვემდებარება შევსებული განაცხა-დის იმგვარად დაზიანებული, დახეული ანდა გადასწო-რებული ფორმა, რომლიდანაც საეჭვოა ან შეუძლე-ბელია შეტანილი მონაცემების (ინფორმაციის) ამო-კით-ხვა. 
10. თუ შესაძლებელია განაცხადის ფორმის შევსები-სას დაშვებული ხარვეზების ადგილზე აღმოფხვრა, საკომუნიკაციო პუნქტის პასუხისმგებელი პირის მითი-თების საფუძველზე წარმომდგენი ადგილზევე სრულ-ყოფს განაცხადის ფორმას.
11. განაცხადის ფორმის შევსების გამარტივების მიზნით საკომუნიკაციო პუნქტის თვალსაჩინო ადგილას გამოიკვრება განაცხადის ფორმის შევსებული ნიმუში.
 თავი V. განაცხადის აღრიცხვა
1. საკომუნიკაციო პუნქტის პასუხისმგებელი პირი სწორად და სრულად შევსებული განაცხადის მიღები-სას განაცხადზე აღნიშნავს მისი ჩაბარების თარიღს, აღრიცხავს სპეციალურ ჟურნალში და ანიჭებს ნომერს (ფორმაN2).
2. განაცხადზე დაიტანება სააგენტოს მიერ საკო-მუნიკაციო პუნქტისათვის მინიჭებული ნომერი და სააღრიცხვო ჟურნალის მიხედვით განაცხადისათვის მინიჭებული ნომერი.
3. საკომუნიკაციო პუნქტის პასუხისმგებელი პირი ახდენს განაცხადის ჟურნალში აღრიცხვას უწყვეტი ნუმერაციით, არაბული ციფრების გამოყენებით.
4. დაუშვებელია ერთი და იმავე ნომრის სხვადასხვა განაცხადისათვის მინიჭება.
5. ჟურნალში შეიტანება განაცხადის აღრიცხვის ნომერი, თარიღი, ოჯახის უფლებამოსილი წარმომად-გენ-ლის სახელი, გვარი და სხვა აუცილებელი ინფორმაცია.
6. განაცხადის ჩაბარების ფაქტი დასტურდება ჟურნალის სპეციალურ გრაფაში ოჯახის უფლებამოსი-ლი წარმომადგენლის ხელმოწერით.
7. განაცხადის ჩაბარებისა და ჟურნალში გატარების შემდეგ ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელზე გაიცემა განაცხადის საკომუნიკაციო პუნქტში ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელშიც აღინიშნება განაცხადის ნომერი, განაცხადის ჩაბარების თარიღი, საკომუნიკაციო პუნქტის ნომერი, განაცხადის მიმღები პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა (ფორმაN3).
 თავი VI. განაცხადის რეგისტრაცია და რეგისტრაციაზე უარი
1. საკომუნიკაციო პუნქტებში შემოსული განაცხადები განსაზღვრული პერიოდულობით გადაეცემა სააგენტოს რაიონულ (საქალაქო) განყოფილებას.
2. განაცხადის ფორმების გადაცემისას ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი (ფორმაN1), რომელსაც ხელს აწერენ საკომუნიკაციო პუნქტისა და სააგენტოს რაიონულ (საქალაქო) განყოფილების პასუხისმგებელი პირები.
3. სააგენტო უზრუნველყოფს საკომუნიკაციო პუნქტებში შემოსული განაცხადების დამუშავებას, რაც გულისხმობს მასში შეტანილი მონაცემების შესწავლას, უტყუარობისა და სიზუსტის დადგენას, ოჯახის შემად-გენ-ლობაში მყოფი პირების იდენტიფიკაციას, ოჯახის შესახებ საჭირო სხვა ინფორმაციის მოპოვებას.
4. მონაცემების გადამოწმებისა და სიზუსტის დადგე-ნისას სააგენტო იყენებს სხვა ორგანიზაცია-დაწესებუ-ლებებში არსებულ ინფორმაციას.
5. ინფორმაციის დამუშავებისა და სხვადასხვა წყაროდან მოპოვებულ მონაცემებთან ურთერთშედარე-ბის შედეგად სააგენტო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) განაცხადის რეგისტრაციის შესახებ;
ბ) განაცხადის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
6. განაცხადის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტი-ლების მიღებისას შესაბამის ოჯახს სააგენტოს მიერ ენიჭება სპეციალური ნომერი.
7. სპეციალური ნომერი წარმოადგენს უნიკალურ საიდენტიფიკაციო კოდს, რომელიც იძლევა ამ ოჯახის იდენტიფიკაციის საშუალებას, ქმნის მასზე არსებული ინფორმაციის ერთიან კოდიფიცირებულ სისტემას და ადასტურებს ოჯახის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციი-სათვის აღრიცხვაზე აყვანის ფაქტს.  
8. სააგენტოს მიერ განაცხადის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) განაცხადის არასრული შევსება ან შეტანილი მონაცემების უზუსტობა;
ბ) ოჯახის განმეორებითი განაცხადის არსებობა;
გ) ოჯახის შემადგენლობაში მყოფი პირ(ებ)ის სხვადასხვა განაცხადში არსებობა;
დ) განაცხადში შეტანილი მონაცემების შეუსაბამობა სხვა მონაცემთა ბაზებში მასზე არსებულ ინფორმაციას-თან;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები.
9. ამ თავის მე-5 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გამოტანისას სააგენტო უთითებს უარის თქმის შესაბამის საფუძველს და არსებული ხარვეზის გამოსწორების შესაძლო გზებს.
10. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება განაცხადის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ რეგისტრაციის მსურველ ოჯახს ეცნობება შესაბამისი ადგილობრივი ორგანოს (საკომუნიკაციო პუნქტის) მეშვეობით.
 თავი VII. გადაწყვეტილების მიღების ვადა
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარე-მოებათა დადგენისათვის, სააგენტოს მიერ განაცხადის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციუ-ლი კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალის-წინებული ვადები.
 თავი VIII. დოკუმენტაციის შენახვის ვადა
მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირებასთან დაკავ-შირებული დოკუმენტაცია ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 5 წლისა.

ფორმაN1
მიღება-ჩაბარების
ა ქ ტ ი
განაცხადის ფორმების გადაცემის შესახებ


" ___  " ________ 200-  წ.

სააგენტოს ----------------- რაიონული (საქალაქო) განყოფილება (--------------------სახით) გადასცემს (ღებულობს), ხოლო ადგილობრივი ორგანოს საკომუნიკაციო პუნქტიN--------- (----------------------------------------სახით) ღებულობს (გადასცემს) განაცხადის ფორმებს ---------------------------------------- ოდენობით.
                                     (რაოდენობა ციფრით და სიტყვიერად)

სააგენტოს პასუხისმგებელი პირი:                        საკომუნიკაციო პუნქტის პასუხისმგებელი პირი:
---------------------------------------__              __________------------------------------_________
სასახელი, გვარი სა                                 სახელი, გვარი

--------------------------------------------                                ----------------------------------------------
თანამდებობა, ხელმოწერა:                                           თანამდებობა, ხელმოწერა:

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მიღება-ჩაბარების
ა ქ ტ ი
განაცხადის ფორმების გადაცემის შესახებ


" ___  " ________ 200-  წ.

სააგენტოს ----------------- რაიონული (საქალაქო) განყოფილება (--------------------სახით) გადასცემს (ღებულობს), ხოლო ადგილობრივი ორგანოს საკომუნიკაციო პუნქტიN--------- (----------------------------------------სახით) ღებულობს (გადასცემს) განაცხადის ფორმებს ---------------------------------------- ოდენობით.
                                     (რაოდენობა ციფრით და სიტყვიერად)

სააგენტოს პასუხისმგებელი პირი:                        საკომუნიკაციო პუნქტის პასუხისმგებელი პირი:
---------------------------------------__              __________------------------------------_________
სასახელი, გვარი სა                                 სახელი, გვარი

--------------------------------------------                                ----------------------------------------------
თანამდებობა, ხელმოწერა:                                           თანამდებობა, ხელმოწერა:


ფორმა N2

სააღრიცხვო ჟურნალის ნიმუში

N განაცხადის ჩაბარების თარიღი
(რიცხვი, თვე წელი) სახელი, გვარი ხელმოწერა შენიშვნა
   
 
  
ფორმაN3

განაცხადის საკომუნიკაციო პუნქტში ჩაბარების
დამადასტურებელი ცნობის ნიმუში

ცნობა
საკომუნიკაციო პუნქტის N

განაცხადი ჩავიბარე: --------------------------------------------------------------
                        საკომუნიკაციო პუნქტის პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი            

განაცხადის N: ---------------------------

თარიღი: ---------------------------------  ხელმოწერა: ---------------------------

                                                                                  დანართი N2 (27.06.2007 N192/ნ)

საკომუნიკაციო პუნქტი NN....................
განაცხადი N.......................
განაცხადის ჩაბარების თარიღი
......   .........    ...................
რიცხვი თვე       წელი დამტკიცებულია საქართელოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით
N..............................2005წ.

        
სოციალური სუბსიდიების სააგენტო

სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამა

მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას ექვემდებარება ოჯახი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს არსებობისათვის საჭირო მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას და მიიჩნევს, რომ თავის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით არის ღატაკი, საჭიროებს სოციალურ დახმარებას და აქვს მისი მიღების სურვილი.

ოჯახად მიიჩნევა განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (საცხოვრებელი ადგილის ერთობლივი გამოყენება, მისი მოვლა-პატრონობა, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებების მოპოვება და ამ საშუალებების - ფული, პროდუქტები, ტანსაცმელი და სხვ. ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილება).

ოჯახის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის საჭიროა ამ განაცხადის გარკვევით, სწორად და სრულად შევსება.

შეტანილი მონაცემების სისწორე და ოჯახის მზადყოფნა განაცხადის მე-4 გვერდზე მითითებული ვალდებულებების შესრულებაზე დასტურდება ოჯახის ყოველი 16 წლის და უფროსი ასაკის ქმედუნარიანი პირადი ხელმოწერით შესაბამის გრაფაში.

მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია წარმოადგენს წინაპირობას და არა გარანტიას შემდგომში სოციალური დახმარების მიღებისათვის


განაცხადი
გთხოვთ, შეიყვანოთ "სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ბაზაში" ჩვენი ოჯახის მონაცემები, რომელიც მუდმივად ცხოვრობს შემდეგ მისამართზე:

საფოსტო ინდექსი  ___ ___ ___ ___   დასახელებული პუნქტი _________________
რაიონი ______________________    _________________________________________
ქალაქი ______________________    ქუჩა ____________________________________
სახლი (კორპუსი) _____ბინა _____    ტელეფონი ___________________________        _

დაუშვებელია განაცხადის ფორმის გაცემისათვის რაიმე სახის საფასურის დაწესება

ქვემოთ ჩამოთვლილი პირები მუდმივად ვცხოვრობთ ერთ მისამართზე, გვაქვს სურვილი ჩვენი ოჯახის მონაცემები შეტანილ იქნას "სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ბაზაში" და მზად ვართ უპირობოთ შევასრულოთ განაცხადის მე-4 გვერდზე მითითებული ვალდებულებები, რასაც ვადასტურებთ ხელმოწერებით
                       
N ოჯახის წევრის სახელი ოჯახის წევრის გვარი სქესი

მითითება:
მონიშნეთ
შესაბამისი
უჯრა დაბადების თარიღი

 

მითითება ყოველ უჯრაში ჩაწერთ თითო ციფრი
1   ----მდედრობითი
---- მამრობითი ______   _____  __________
რიცხვი     თვე      წელი
2   ----მდედრობითი
---- მამრობითი ______   _____  __________
რიცხვი       თვე      წელი
3   ----მდედრობითი
---- მამრობითი ______   ______  _________
რიცხვი       თვე      წელი
4   ----მდედრობითი
---- მამრობითი ______   ______  __________
რიცხვი       თვე      წელი
5   ----მდედრობითი
---- მამრობითი ______   _______ __________
რიცხვი      თვე       წელი
6   ----მდედრობითი
---- მამრობითი ______   ______  _________
რიცხვი       თვე     წელი
7   ----მდედრობითი
---- მამრობითი ______   ______  __________
რიცხვი      თვე      წელი
8   ----მდედრობითი
---- მამრობითი ______   ______  __________
რიცხვი       თვე       წელი
9   ----მდედრობითი
---- მამრობითი ______   ______  __________
რიცხვი       თვე      წელი
10   ----მდედრობითი
---- მამრობითი ______   ______  _________
რიცხვი       თვე      წელი
შენიშვნა: პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომრისა და შესაბამისად, ამ დოკუმენტებით განსაზღვრული პირადი ნომრის განაცხადში შეუტანლობის შემთხვევაში განაცხადი არ მიიღება.

პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის
N
ავსებს ოჯახის ყოველი 16 წლის და უფროსი ასაკის წევრი
მითითება: ყოველ უჯრაში ჩაწერეთ თითო ციფრი პირადი N

 

ავსებს ოჯახის ყოველი 16 წლის  და უფროსი ასაკის წევრი

მითითება: ყოველ უჯრაში ჩაწერეთ თითო ციფრი  დაბადების
მოწმობის N N

 

ივსება ოჯახის ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე ხელმოწერა

მოცეულ ოჯახთან ერთად განაცხადის შემოტანის სურვილს თავისი ხელმოწერით ადასტურებს ოჯახის ყველა 16 წლის და უფროსი ასაკის ქმედუნარიანი წევრი
--- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- ---   
--- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- ---   
--- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- ---   
--- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- ---   
--- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- ---   
--- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- ---   
--- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --  
--- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- ---   
--- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- ---   
--- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- --- ---   

განაცხადის წარმდგენი ოჯახის წევრები (წევრი) ვიღებთ ვალდებულებას შენდეგი პირობების შესრულებაზე:
1.  დილის 8:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე დაუბრკოლებლად მივიღოთ სოციალური აგენტი* ჩვენს საცხოვრებელში, მისი სამსახურებრივი ვალდებულების შესასრულებლად ;
2. მივცეთ მას საშუალება სრულად დაათვალიეროს ჩვენი ოჯახის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი და საერთო სარგებლობის სათავსოები, შეამოწმოს ყოფითი პირობები;
3.  ობიექტური პასუხები გავცეთ სოციალური აგენტის შეკითხვებს და არ დავამახინჯოთ ფაქტები;
4. მოთხოვნისამებრ, წარვადგინოთ საჭირო დოკუმენტები და გადავცეთ ამ დოკუმენტების ასლები;
5.  ხელი მოვაწეროთ სოციალური აგენტის მიერ გამოკითხვის შედეგად შევსებულ დოკუმენტს, განსხვავებული აზრის არსებობისას დავაფიქსიროთ საკუთარი შენიშვნები.
6. მივცეთ უფლება სსიპ „სოციალური სუბსიდიების სააგენტოს" მოიპოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ჩვენი ოჯახის და მისი წევრების ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, შეიტანოს ეს ინფორმაცია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში".
7.  არ ვეცადოთ მოვხვდეთ სხვა განაცხადში, ჩვენი ოჯახის წევრობიდან გასვლის ოფიციალური შეტყობინების გარეშე;
8.  ჩვენი ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ ვაცნობოთ სსიპ - სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;
9. თანახმა ვართ ჩვენი ოჯახისა და მისი წევრების შესახებ მოპოვებული ინფორმაცია, გაიცეს სოციალური დახმარებების დამნიშვნელ სხვა ორგანო-დაწესებულებებზეც.

ვადასტურებთ, რომ მე და განაცხადში აღნიშნული პირები გავეცანით განაცხადის შინაარსს და მზად ვართ პასუხი ვაგოთ მონაცემთა გაყალბებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
ვადასტურებთ, რომ:
- ოჯახის წევრების ხელმოწერა ნამდვილია
- ოჯახის წევრები მუდმივად ცხოვრობენ მითითებულ მისამართზე;
- აღნიშნული პირების გარდა მითითებულ მისამართზე ოჯახის სხვა წევრები არ ცხოვრობენ.
ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგნელი

..........................................................        .......................................................................
ხელმოწერა                                                              სახელი, გვარი

* სოციალური აგენტი - სსიპ „სოციალური სუბსიდიების სააგენტოს" სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელიც უზრუნველყოფს „სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ბაზაში" რეგისტრაციის მსურველი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას დადგენილი მეთოდოლოგიის ფარგლებში.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari