mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - კანონმდებლობა 9

  კანონმდებლობა

საქართველოს მთავრობის                                                                                                               დადგენილება                                                                                                                                       N 51   2005 წლის 17 მარტი      . თბილისი

ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ

უკანასკნელ ხანს საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სოციალური დახმარების გაზრდის მიმართულებით. ამავე დროს ტრადიციული სოციალური დაცვის სისტემა არ იძლევა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახსრების ეფექტიანად გამოყენების საშუალებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური დახმარების მიზანმიმართუ-ლობისა და ეფექტიანობის გაზრდის, თანამედროვე გამოცდი-ლების დანერგვის მიზნით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,," ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა მიზანმიმართულად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით შეიქმნას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერ-თიანი ბაზა და დამტკიცდეს მისი ფორმირების თანდართული წესი.

2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების მიზნებისათვის:

            ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (. კემულარია):

            .) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს სახელმწიფო რეესტრში არსებულ მონაცემთა ბაზის ხელმისა-წვდომობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია-ლური დაცვის სამინისტროსათვის;

            .) შეიმუშაოს ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომ-ლე-ბიც ხელს შეუწყობენ გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირთათვის პირადობის მოწმობების ადგილზე გაცემას;

            ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (. ჩეჩელა-შვი-ლი):- საერთო-სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სოციალურად დაუცველ პირთა იდენტიფიკაციისა და პერსო-ნიფიკაციის ხელშეწყობისათვის ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთ თვეში უზრუნველყოს კანონპროექტის მომზადება ,,სა-ხელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შესატანად, რომლის მიხედვითაც დროებითი ღონისძიების სახით 2006 წლის 1 იანვრამდე გაუქმდება სახელმწიფო ბაჟი საქართველოს მოქალაქეთა და მოქალა-ქეობის არმქონე პირთა პირადობის (ბინადრობის) და რეგი-სტრაციის მოწმობების გაცემის ან შეცვლისათვის.

            ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის-ტრომ (. ალექსიშვილი) შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია-ლური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით:

            .) შეიმუშაოს და არა უგვიანეს 2005 წლის 30 აპრილისა საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგინოს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგო-მარეობის შეფასების მეთოდოლოგია;

            .) მეთოდოლოგიის დამტკიცებიდან ორ კვირაში უზრუ-ნველყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცება;

            ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცი-ალური დაცვის სამინისტრომ (. ჭიპაშვილი):

            .) ამ დადგენილების ამოქმედებიდან ორ თვეში დაამ-ტკიცოს ,,სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენ-ტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასე-ბისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამა";

            .) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერ-თი-ან ბაზაში მოსახვედრად ამ დადგენილების ამოქმედებიდან ორ თვეში დაამტკიცოს უკიდურეს სიღატაკეში მყოფ ოჯახთა განაცხადის ფორმა და მისი მიღების, აღრიცხვისა და დამუშა-ვების ინსტრუქცია;

           .) დაამტკიცოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის ფორმა და მისი მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების ინსტრუქცია. (24.01.2007 N6)

            ) ყველა დაინტერესებულმა ადმინისტრაციულმა ორგანომ (საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, ადგილობრივი ორგანოები და სხვ.) შეუფერხებლად უზრუნ-ველყოს მის ხელთ არსებული მონაცემთა ბაზებისა და საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა "ადგი-ლობ-რივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგა-ნული კანონისა და "სოციალური დახმარების შესახებ" საქარ-თველოს კანონის შესაბამისად ამ დადგენილებით დელეგირე-ბულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საკუთარი პასუხისმგებ-ლობით უზრუნველყონ თანდართული წესით გათვალის-წინებული ფუნქციების შესრულება და განსახორციელებელ ღო-ნის-ძიებებში მონაწილეობა. (20.02.2008 N25)  

4. ამ დადგენილებით დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას ადგილობრივ ორგანოებს მეთოდურ ხელ-მძღვანელობას და ზედამხედველობას უწევს საქართველოს მთავრობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცი-ალური დაცვის სამინისტროს მეშვეობით.

5. ეთხოვოთ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს ხელი შეუწყონ ქვეყანაში სოციალური სისტე-მის რეფორმის ორგანიზებულად განხორციელებას და შესა-ბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სსიპ - სოციალური სუბსიდიების სააგენტოსათვის დაკისრებული ფუნ-ქციების განხორციელებას. (16.06.2007 N125)

6. ამ დადგენილების ადგილობრივ ორგანოებამდე დაყვანა დაევალოს საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსს პეტრე მამრაძეს.

7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

            პრემიერ-მინისტრი                                              ზურაბ ნოღაიდელი

 

დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის                                                                                         2005 წლის    17   მარტის                                                                                                                        N 51    დადგენილებით

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი         

თავი I. ზოგადი დებულებები

ეს წესი საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის,  ეფექტიანობის ამაღ-ლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალის-წინებს სოციალურად დაუცველ ოჯახთა იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგა-ნოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორ-ციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.

მუხლი 1. მიზნები და ამოცანები

1. ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში - მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი.

2. ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომე-ლიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონე-ზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის.

3. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რომელიც პირველ ეტაპზე ითვალის-წინებს ქვეყნის ტერიტორიაზე უკიდურეს სიღატაკეში მყოფ ოჯახთა აღრიცხვას.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

) მაძიებელი - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ოჯახი, რომელიც შეიძლება გახდეს სოციალური დახმარების მიმღები;

) ოჯახი - განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასა-მეურნეო საქმიანობას;

.) ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი;

) შინასამეურნეო საქმიანობა - ოჯახის საკეთილდღეოდ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრე-ბელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებების მოპოვებასა და ამ საშუალებების (ფული, პროდუქტები, ტანსაცმელი და ..) ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილებას;

) სოციალური დახმარება - ნებისმიერი სახის მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რო-მელიც მიმართულია მაძიებელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ;

) უფლებამოსილი წარმომადგენელი - მაძიებლის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრი ან მაძიებლის კანონიერი წარ-მომადგენელი;

) განაცხადი - სპეციალური ფორმა, რომელსაც ავსებს მაძიებელი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის აღრიცხვა-ზე ასაყვანად;

) სპეციალური ნომერი - უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც იძლევა მაძიებლის იდენტიფიკაციის საშუ-ალებას და ქმნის მასზე არსებული ინფორმაციის ერთიან კოდიფიცირებულ სისტემას;

) სოციალური აგენტი _ სსიპ - სოციალური სუბსიდი-ების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) სპეციალური უფლე-ბა-მოსილებით აღჭურვილი პირი, რომელიც დადგენილი მეთო-დო-ლოგიის შესაბამისად ახორციელებს რეგისტრირე-ბული მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავ-ლა-შეფასებას; (16.06.2007 N125)

) მეთოდოლოგია - საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებისა და მახასიათებლების ერთობლიობა, რომ-ლე-ბიც გამოიყენება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად;

) სარეიტინგო ქულა - პირობითი ერთეული, რომელიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ მაძიებელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელია;

) საკომუნიკაციო პუნქტი - მაძიებელთა აღრიცხვის მიზ-ნით ორგანიზებული ერთეული.

) განმეორებითი შეფასება - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შესწავლა,  რომელიც მიზნად ისახავს ბაზაში დაცული ინფორმაციის (მონაცემების) გადამოწმებას და დაზუსტებას. (24.01.2007 N6)

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცი-ალური დაცვის სამინისტროს უფლება აქვს ერთიანი საინ-ფორმაციო ბაზის შექმნასთან დაკავშირებით შესაბამისი პროგ-რამის ფარგლებში დააზუსტოს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,," ქვეპუნქტში მოცემული ტერმინის შინაარსი.

მუხლი 3. სოციალურად დაუცველი ოჯახების   მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება (21.06.2006 N119)

1. მონაცემთა ბაზის ფორმირება ერთიანი სამართლებ-რივი პროცესია და მოიცავს:

            )  მაძიებლის განაცხადის მიღებას;

            )  მაძიებლის განაცხადის დამუშავებას;

            ) მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას;

            )  სარეიტინგო ქულის მინიჭებას.

2. უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მონაცემთა ბაზაში ინტეგრაციის პროცესის გამარტივების მიზნით, მონა-ცემთა ბაზის ფორმირება შეიძლება განხორციელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის "" და "" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გარეშე. ეს პუნქტი ვრცელდება იმ ოჯახებზე, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სოციალური დახმარების სხვა შესაბამის პროგრამ(ებ)ში ან მათ მიკუთვნებული აქვთ დევნილის სტატუსი.

3. შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოჯა-ხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ სააგენტოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფს მის დამუშავებას.

თავი II. მაძიებლის განაცხადის მიღება

მუხლი 4. მაძიებელი

მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას ექვემდებარება ოჯახი, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგო-მარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები.

მუხლი 5. საკომუნიკაციო პუნქტი

1. მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს საკომუნიკაციო პუნქტი.

2. საკომუნიკაციო პუნქტებია:

) სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულები;

) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; (20.02.2008 N25)

) საკომუნიკაციო პუნქტებს, საქართველოს შრომის, ჯან-მრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთან-ხმებით, აგრეთვე შეიძლება წარმოადგენდნენ სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებიც.

3. საკომუნიკაციო პუნქტები უზრუნველყოფენ განაცხადის ფორმების მაძიებელთათვის ხელმისაწვდომობას და მაძიებლის მიერ შევსებული განაცხადის მიღებას.

4. დაუშვებელია განაცხადის გაცემისას რაიმე დოკუმენტის მოთხოვნა ან რაიმე სახის დაბრკოლების შექმნა, აგრეთვე საკომუნიკაციო პუნქტების მიერ განაცხადის გაცემა-ჩაბარებისათვის რაიმე საფასურის დაწესება.

5. შევსებული განაცხადის მიღებას აწარმოებს საკო-მუნიკაციო პუნქტის უფლებამოსილი პირი, რომელიც ამოწმებს განაცხადის შევსების სისრულეს და აღრიცხავს მიღებული გა-ნაცხადების რაოდენობას დადგენილი წესის შესაბამისად.

6. განაცხადის ფორმა, მისი მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების ინსტრუქცია განისაზღვრება საქართველოს შრო-მის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებთ.

მუხლი 6. განაცხადის მიღება და წარდგენა   აღრიცხვაზე ასაყვანად

1. განაცხადის ფორმის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს საკომუნიკაციო პუნქტების მეშვებით.

2.  მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მაძიებელი ავსებს განაცხადის დადგენილ ფორმას, სადაც ფიქსირდება:

) მაძიებლის შემადგენლობაში მყოფი თითოეული პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, კანონით განსაზღვრული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და პირადი ნომერი;

) მაძიებლის შემადგენლობაში მყოფი 16 წლამდე არა-სრულ-წლოვანი პირების შემთხვევაში - სახელი, გვარი, დაბა-დების ადგილი და თარიღი (წელი, რიცხვი, თვე), დაბადების მოწმობის ნომერი;

) წარმოშობილი უფლებები და მოვალეობები;

) სხვა აუცილებელი ინფორმაცია.

3. განაცხადის შევსებისას მაძიებლის შემადგენლობაში მყოფ პირთა რაოდენობაში არ გაითვალისწინება:

) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირი;

) იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;

) ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი;

) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი პირი;

) სასამართლოს მიერ უზგო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი.

) სოციალური დაცვის დაწესებულებებში მყოფი პირები; (21.09.2005 N164)

4. მაძიებლის მიერ შევსებული განაცხადი ბარდება საკომუნიკაციო პუნქტში.

5. განაცხადის შევსებას და წარდგენას უზრუნველყოფს მაძიებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი.

6. უფლებამოსილი წარმომადგენელი არის მაძიებლის სხვა წევრთა ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც კისრულობს პასუხისმგებლობას მისი და განაცხადის ფორმაში შეტანილ სხვა პირთა მონაცემების სისწორისათვის. მაძიებლის შემადგენლობაში ყოველი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის პროგრამაში მონაწილეობაზე თანხმობა უნდა დადასტურდეს განაცხადის სპეციალურ გრაფაში პირადი ხელმოწერით.

მუხლი 7. მაძიებლის უფლება-მოვალეობანი

1. მაძიებლის მიერ განაცხადის შევსება და მისი საკომუნიკაციო პუნქტში ჩაბარება ადასტურებს, რომ იგი თანახმაა:

) განაცხადში მითითებული მონაცემების გადასა-მოწმებლად და დასადასტურებლად დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში დაუბრკოლებლად შეუშვას სოციალური აგენტი თავის საცხოვრებელ ბინაში;

) სოციალური დახმარების დამნიშვნელმა ორგანომ მისი და მაძიებლის შემადგენლობაში მყოფი წევრების შესახებ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს ყოველნაირი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მის იდენტიფიკაციასა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენას, გარდა კანონით გათვა-ლისწინებული შემთხვევებისა;

) მიეცეთ მოპოვებული ინფორმაცია სხვა სოციალური და--მარების დამნიშვნელ დაწესებულებებსა და ორგანიზა-ციებს, რაც მიმართული იქნება მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

2. მაძიებელს უფლება აქვს:

) გაეცნოს მონაცემთა ბაზაში მასზე არსებულ ინფორ-მაციას;

) მოითხოვოს მასზე არსებულ მონაცემებში შესწორე-ბების შეტანა დადგენილი წესით;

) ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

3. უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ განაცხადში განზრახ არასწორი ინფორმაციის შეტანის და/ან მონაცემთა გაყალბებისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 8. ადგილობრივ ორგანოთა უფლებამოსილებანი

1. მაძიებელთა იდენტიფიკაციისა და აღრიცხვის პროცესი ემყარება საერთო-სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობას, რაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების ერთობლივი მონაწილეობით.

2. ადგილობრივი ორგანოები:

) განაცხადის გაცემისა და მიღების მიზნით ქმნიან საკომუნიკაციო პუნქტებს;

) ზედამხედველობენ მაძიებელთა განაცხადების ბრუნვის (მიღება-ჩაბარების) ორგანიზებას;

) ეხმარებიან სოციალურ აგენტებს შესაბამის ადმინისტრა-ციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მაძიებელთა საცხოვრებელი ადგილის დადგენაში;

) უზრუნველყოფენ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უკიდურეს სიღატაკეში მყოფ ოჯახთა მოძიებას და ხელს უწყო-ბენ მათ მაძიებლად რეგისტრაციის პროცედურის გავ-ლაში;

1) საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარ-გლებში უზრუნველყოფენ რეგისტრირებული ოჯახების შესა-ხებ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სააგენტოსათვის მიწო-დებას ბაზაში დაცული მონაცემების სრულყოფის მიზნით; (20.02.2008 N25)

) ახორციელებენ მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საკომუ-ნიკაციო პუნქტების ფორმირებისას აქვთ მოქმედების თავი-სუფ-ლება. (20.02.2008 N25)

4. ადგილობრივი ორგანოები შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში არსებული პირობების, დემოგრა-ფიული მდგომარეობის, ეკონომიკური თუ ფინანსური შესაძ-ლებ-ლობების გათვალისწინებით სოციალურ საკითხთა გადა-წყვეტისა და სოციალური დახმარების უკეთ დაგეგმვისათვის იყენებენ საინფორმაციო ბაზაში არსებულ მონაცემებს.

თავი III. მაძიებლის განაცხადის დამუშავება

მუხლი 9. განაცხადის დამუშავება

1. საკომუნიკაციო პუნქტებში შეტანილი განაცხადების დამუშავებას უზრუნველყოფს სააგენტო.

2. განაცხადის დამუშავების პროცესი მოიცავს განაცხადის შესწავლას და შეტანილი მონაცემების გადამოწ-მებას (ნამდვილად ერიცხება თუ არა ასეთი დოკუმენტის სერია და ნომერი მითითებულ პირს და ..).

3. მაძიებელთან დაკავშირებით მონაცემების გადამოწ-მებისა და სიზუსტის დადგენის შემდგომ სააგენტო იღებს გა-და-წყვეტილებას მაძიებლის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

მუხლი 10. მაძიებლის რეგისტრაცია და რეგისტრაციაზე  უარის თქმა

1. მაძიებლის რეგისტრაცია გულისხმობს მაძიებლისათვის სპეციალური ნომრის მინიჭებას, რომელიც იძლევა მისი იდენ-ტიფიკაციის საშუალებას.

2. დაუშვებელია ერთი და იმავე მაძიებლისათვის ორი ან მეტი ნომრის ან სხვადასხვა მაძიებლისათვის უკვე გამოყენებული ნომრის მინიჭება.

3. გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო ითვალისწინებს სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებათა მონაცემთა ბაზებში მაძიებლის შესახებ არსებულ ინფორმაციას.

4. მაძიებლის რეგისტრაციაზე უარის თქმის ძირითადი საფუძვლებია:

) მაძიებლის განმეორებითი განაცხადის არსებობა;

) მაძიებლის შემადგენლობაში მყოფი პირ(ებ)ის სხვა განაცხადში არსებობა;

) განაცხადში შეტანილი მონაცემების შეუსაბამობა სხვა მონაცემთა ბაზებში მასზე არსებულ ინფორმაციასთან.

5. სააგენტო უფლებამოსილია, აგრეთვე უარი განაცხადოს მაძიებლის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაშიც, თუ ოჯახს მათივე მოთხოვნით შეუწყდა ბაზაში რეგისტრაცია და ამ მოთხოვნიდან გასული არ არის ერთი წელი. (23.02.2006 N40)

მუხლი 11. მონაცემთა ბაზა

1. მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინ-ფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას.

2. მონაცემთა ბაზა ურთიერთთავსებადია სხვა სახელ-მწიფო ორგანოებში არსებულ ბაზებთან და მოიცავს ცნობებს მაძიებლის საცხოვრებელი ადგილის, მასში შემავალი პირების, აგრეთვე მაძიებლის ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგო-მარეობის შესახებ.

3. მონაცემთა ბაზა გამოიყენება სახელმწიფო და ადგი-ლობრივი ორგანოების, აგრეთვე სოციალური დახმარების და-მნიშვნელი სხვა ორგანიზაციების მიერ სოციალური დახმა-რების დასაგეგმად საჭირო ინფორმაციის სწრაფი მოძიებისა და სოციალური დახმარების პროგრამების მონაწი-ლეთა შერჩევისათვის.

4. მონაცემთა ბაზაში მიწოდებული ინფორმაციის სისწო-რი-სათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ინფორმაციის გამცემ ორგანოებსა და დაწესებულებებს.

მუხლი 12. მონაცემთა ბაზის კორექტირება

1. სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას მაძი-ებელთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ.

2. ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს წევრის დაბა-დებას, გარდაცვალებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომა-რეობის არსებით შეცვლას (დასაქმება, ლეგალური შემოსა-ვალი და ..), მაძიებლის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, აგრეთვე მაძიებლის შემადგენლობაში მყოფი რომელიმე სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის გადაწყვეტილებას ამ პირზე არსებული ინფორმაციის განსაიდუმლოების ან ბაზაში არსებობაზე უარის თქმის შესახებ და სხვ.

3. დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომ-ლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინი-ჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

3.1. სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღად მიიჩნევა დადგენილი წესის შესაბამისად ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების თარიღი, რომლის საფუძველზეც ოჯახს მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა. (24.01.2007 N6)

4. სააგენტო უფლებამოსილია, მიღებული ან აღმოჩე-ნილი (გამოვლენილი) დადასტურებული ინფორმაციის საფუძ-ველზე, რომელიც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგის-ტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას ან მის მიერ წარმოდგენილი მონაცემების სიყალბეს, მიიღოს გადაწყვეტილება სარეიტინგო ქულის დადგენილი წესით ცვლილების, ბაზაში რეგისტრაციის შეჩერების ან გაუქმების თაობაზე, რაც დაუყოვნებლივ ეცნო-ბება დაინტერესებულ მხარეს. სარეიტინგო ქულის ცვლილება დასაშვებია სტიქიური უბედურების ან დაუძლეველი ძალის გამომწვევი სხვა მოვლე-ნებით მიყენებული ზიანის ფარ-გლებშიც.  (23.02.2006 N40)

5. დადასტურებულ ინფორმაციად მიიჩნევა სააგენტოს მიერ შესაბამისი ორგანიზაცია-დაწესებულებებიდან მიღებული (მოპოვებული) წერილობითი დოკუმენტი, სააგენტოს სპეცი-ალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ შედგე-ნილი წერილობითი დასკვნა, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ან ოჯახის წევრის მომართვა, ან/და სხვა აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებები თუ ფაქტი, რაც იძლევა უტყუარ ინფორმაციას ოჯახის სოციალურ-ეკონო-მიკური მდგომარეობის შესახებ. (28.07.2006 N141)

თავი IV. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება და სარეიტინგო ქულა (24.01.2007 N6)

მუხლი 13. მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომა-რეობის შეფასება

1. მონაცემთა ბაზაში განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება სოციალური აგენტის მეშვეობით დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად.

2. მაძიებელი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომა-რეობის შეფასების შედეგად მიწოდებული არასწორი ინფორ-მაციის დადგენის შემთხვევაში მაძიებელი ოჯახის განაცხადი მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად ძალას კარგავს ავტომატუ-რად. სიყალბის აღმოჩენის შემთხვევაში მაძიებელი ოჯახი კარგავს უფლებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. (21.09.2005 N164)

3. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება სოციალური აგენტის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიის მიხედვით. სოცია-ლურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე საჭიროა დადგინდეს, სურს თუ არა ოჯახს მონაცემთა ბაზაში მოხვედრა.  (21.06.2006 N119)

მუხლი 131. რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება (24.01.2007 N6)

1. სააგენტო უფლებამოსილია მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით უზრუნველყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება.

2. ოჯახმა განმეორებითი შეფასების თხოვნის შემთხვევაში საჭიროა შეავსოს შესაბამისი ფორმის განაცხადი.

3. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება და სარეიტინგო ქულის გამოთვლა ხორციელდება დადგენილი წესის (მეთოდოლოგიის) შესაბამისად.

მუხლი 14. სოციალური აგენტი

1. სოციალური აგენტი არის სააგენტოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელიც დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში:

) უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიურებას;

) ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილი მონაცემების სიზუსტეს;

) ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბა-მისად;

) ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსი-ლებებს.

2. სოციალური აგენტის საქმიანობის პრინციპებია:

) პირის სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასის, კანის ფერის, სქესის, ასაკის, ეროვნული, ეთნიკური, ენის, რელიგიისა და პოლიტიკური შეხედულების მიხედვით დისკრიმინაციის გამორიცხვა;

) ადამიანის უფლებების დაცვა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა;

) საკითხის თავისუფლად და დამოუკიდებლად გადა-წყვეტა;

) ანგარებით მოქმედების დაუშვებლობა;

) პროფესიული მოვალეობების შესრულებასთან დაკავ-შირებით მიღებული საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავ-ნებისა და არასამსახურებრივი მიზნით გამოყენების დაუშვებლობა.

3. სოციალური აგენტის მიერ დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 15. სარეიტინგო ქულა

1. მაძიებლის იდენტიფიკაციის შედეგად სოციალური აგენტის მიერ მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა.

2. სარეიტინგო ქულის განსაზღვრის შემდეგ მაძიებელს ეძლევა დადგენილი ფორმის მოწმობა, რაც ადასტურებს მაძიებლის მონაცემთა ბაზაში არსებობას შესაბამისი სარეი-ტინგო ქულით.

3. მოწმობა არის სპეციფიკური ფორმის დოკუმენტი, რომ-ლის ფორმას განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯან-მრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

4. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სარეიტინგო ქულასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სააგენტო პერი-ოდულად, მაგრამ ორ წელიწადში ერთხელ მაინც, უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახების გადამოწმებას, რომლებიც მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე სხვადასხვა სახის სოციალური დახმარების მიმღები არიან. (7.06.2007 N 112)

თავი V. კონტროლი და ზედამხედველობა

მუხლი 16. კონტროლი და ზედამხედველობა

1. მონაცემთა ბაზის ფორმირებისა და ამ წესით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგ-ლებში მონაცემთა ბაზის ფორმირების პროცესში წარმოშობილ ურთი-ერთობათა მოსაგვარებლად უზრუნველყოფს შესაბა-მისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებას ან/და გამოცემას.

თავი VI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 17. დაფინანსების წყარო

1. მონაცემთა ბაზის ფორმირება არის უწყვეტი პროცესი. მისი დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს როგორც სახელ-მწიფო ბიუჯეტი, ისე საქართველოს კანონმდებლობით ნება-დარ-თული სხვა სახსრები.

2. მონაცემთა  ბაზის  გამოყენება შეიძლება 2005  წლის 1 ნოემბრიდან.

3. ამოღებულია (16.06.2007 N125)

4. სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დადგენასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდეს  ,,2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.


<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts