canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - კანონმდებლობა 7

  კანონმდებლობა

საქართველოს მთავრობის დადგენილება  N53  2007  წლის  24 მარტი  ქ. თბილისი

შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის N93 ბრძანებულების მე-2 პუნქტისა და "საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-16 პუნქტის საფუძველზე:
 1. დამტკიცდეს შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღა-ურების თანდართული წესი.
 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 პრემიერ-მინისტრი                                             ზურაბ ნოღაიდელი

     დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2007 წლის 24 მარტის
N  53   დადგენილებით


შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი

მუხლი 1.
1.
საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანი-ზაციაში (შემდგომში - დამსაქმებელი), ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზ-ღაურდება ამ წესით, საქართველოს შრომის კოდექსითა და სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში. ეს წესი არ ვრცელდება სამხედრო მოსამსახურეებზე, აგრეთვე პროკუ-რატურაში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, თავდაც-ვის სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქარ-თველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დასაქმებულ პირებზე, რომელთა მიმართ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ზიანის ანაზღაურების წესი რეგუ--ლირდება სპეციალური კანონით.
2. დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქ-მებლის ბრალეური მოქმედებით და შრომის კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაუ-რების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის და თუ არ არის გასული მოთხოვნის წარდგენის საქართველოს სამოქა-ლაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.
3. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთან-ხმდნენ ამ წესისაგან განსხვავებულ პირობებზე საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.
4. 2007 წლის 1 მარტის შემდეგ არ შეიძლება დაწესდეს ახალი გასაცემლები "შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ" საქართველოს პრეზი-დენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48 ბრძანებულების იმ დებულებების საფუძველზე, რომლებიც არეგულირებდნენ უფლებამონაცვლის არარსებობის პირობებში გასაცემების დანიშვნის საფუძვლებს, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხზე სამართალწარმოება სასამართლოებში. (9.05.2007 N 84)

მუხლი 2.
1.
"შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48 ბრძანებულების მოთხოვნათა დაცვით დანიშნული "ზიანის ანაზღაურების სარჩო" ექვემ-დებარება ანაზღაურებას დამსაქმებლის ან მისი უფლებამო-ნაცვლის მიერ, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვა-ლისწინებული შემთხვევისა.
2. დამსაქმებელს უფლება აქვს "შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყე-ნების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48 ბრძანებულების მოთხოვნათა დაცვით დანიშნული ყოველ-თვიური "ზიანის ანაზღაურების სარჩოს" ნაცვლად გასცეს ერთჯერადი კომპენსაცია ზიანის ანაზღაურების სარჩოს მიმ-ღებ-თან შეთანხმებით.
3. დამსაქმებელის (მათ შორის სამინისტროს, საქვე-უწყებო დაწესებულების, სტრუქტურული ერთეულის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის) გაკოტრების ან ლიკვი-დაციის შემთხვევაში წყდება დანიშნული "ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩოს" გაცემის ვალდებულება.

მუხლი 3.
1. სსიპ - სოციალური სუბსიდიების სააგენტომ (შემდგომში - სააგენტო) უზრუნველყოს "საქნახშირის" დეპარტამენტის შახტებსა და სხვა საწარმოებში შექმნილი მდგომარეობისა და მათი მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 15 ოქტომბრის N429-ა ბრძანებულებისა და "შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48 ბრძანებულების 421 პუნქტის საფუძველზე, 2007 წლის 1 მარტამდე სსიპ _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან ფონდში რეგისტრირებულ, აგრეთვე აღნიშნულ პერიოდამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავა-ლიანებების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდზე. (16.06.2007 N123)
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის წყდება სარჩოსა და სხვა გასაცემების გაცემის ვალდებულება 2007 წლის 1 მარტიდან, ხოლო იმ პირების მიმართ, რომლებზეც არ განხორციელებულა მათი გაცემის ვალდებულების დაკისრება, მითითებული ვალდებულებები აღარ შეიძლება წარმოიშვას. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის სააგენტოს მიერ სარჩოს გაცემის ვალდებულების შეწყვეტის გამო დამატებით გაიცეს ერთჯერადი კომპენსაცია დანიშნული ზიანის ანაზღაურების სარჩოს - ექვსი თვის ოდენობით. (16.06.2007 N123)
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს მიაჩნიათ, რომ მათ დაუწესდათ ნაკლები ოდენობის სარჩო ან სხვა გასაცემი, ვიდრე უნდა დაწესებოდათ პირველ პუნქტში მითითებული ნორმატიული აქტებით, ითვლება, რომ  არ განხორციელებულა მათი გაცემის ვალდებულების დაკისრება.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვა-ლისწინებული თანხა შეიძლება გაიცეს მხოლოდ საქარ-თველოს სახელმწიფო ბიუჯეტით ამ დანიშნულებით გათვა-ლისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari