canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - კანონმდებლობა 6

  კანონმდებლობა

საქართველოს მთავრობის
დადგენილება  
#4   2007 წლის 11 იანვარი   ქ. თბილისი

სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ   

1. `საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 52- მუხლის 30- პუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, აგრეთვე ,,სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და 26- მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების მონეტიზაციის მიზნით დამტკიცდეს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა, მისი დანიშვნა-გაცემის თანდართული წესი და პრინციპები.

2. ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 52- მუხლით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების მონეტიზაციის პროგრამა განხორციელდეს ამ დადგენილების შესაბამისად.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უფლებამოსილია ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმების უზრუნველსაყოფად გამოსცეს  დადგენილების იმპლემენტაციისათვის საჭირო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს `ელექტროენერგიის შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის (.. ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირები) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2006 წლის პროგრამის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 9 თებერვლის #44/ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული #1 დანართი.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

            პრემიერ-მინისტრი                                                ზურაბ ნოღაიდელი

    

 

 

 დამტკიცებულია

საქართველოს მთავრობის

2007 წლის 11 იანვრის

#4 დადგენილებით

 

 

საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა, მისი დანიშვნა

გაცემის წესი და პრინციპები

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო და საგანი

ეს წესი ადგენს განსაზღვრულ სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა წრისათვის სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შედეგად საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობას, მის მიმღებ პირთა წრეს, აგრეთვე განსაზღვრავს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნაგაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მუხლი 2. საყოფაცხოვრებო სუბსიდია

საყოფაცხოვრებო სუბსიდია არის ყოველთვიური ფულადი სახის გასაცემელი, რომელიც განკუთვნილია კანონით განსაზღვრული სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა წრისათვის საყოფაცხოვრებოკომუნალური საჭიროებების უზრუნელსაყოფად.

მუხლი 3. ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო

საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა 2007 წლის 1 ივლისამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, ხოლო 2007 წლის 1 ივლისიდან _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტასა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა რეგულირებას. (25.12.2008.#256) /ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან/

მუხლი 4. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა და მიმღებ პირთა წრე

(ცვლ. 08.04.2008 #91)

საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება აქვთ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ, ქვემოთ მოყვანილ კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს შემდეგი ოდენობით:

) მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდებს - ყოველთვიურად 44 ლარი;

) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს - ყოველთვიურად 44 ლარი;

) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს ასაკის მიუხედავად, აგრეთვე მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს) - ყოველთვიურად 44 ლარი;

) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებს - ყოველთვიურად 22 ლარი;

) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს - ყოველთვიურად 22 ლარი;

) მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი), აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი) მეომრების ოჯახის შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს ასაკის მიუხედავად, მეუღლეს, როემლიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს) - ყოველთვიურად 22 ლარი;

) სამხედრო ძალების ვეტერანებს მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას - ყოველთვიურად 22 ლარი;

) ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციისას დაინვალიდებულ პირებს - ყოველთვიურად 7 ლარი;

) ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს - ყოველთვიურად 7 ლარი;

) ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შედეგად მარჩენლის დაკარგვისათვის პენსიის მიმღებ ოჯახებს - ყოველთვიურად 7 ლარი;

)  პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებსა და მათი ოჯახების შრომისუუნარო წევრებს - ყოველთვიურად 7 ლარი;

)  . თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს - ყოველთვიურად 44 ლარი;

) . თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა შრომისუუნარო მშობლებს, შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა, არასრულწლოვან შვილს ან/და ნაშვილებს - ყოველთვიურად 44 ლარი;

) . თბილისში 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს - ყოველთვიურად 22 ლარი."

მუხლი 41. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლების შეზღუდვა და ზედმეტად მიღებულის ლეგალიზაცია (დამ. 13.03.2008 #61)

ძალაში 2008 . 01. აპრილიდან

1. თუ ამ წესისა და პრინციპების მე-4 მუხლით განსაზღვრული პირი ერთდროულად არის ერთზე მეტი სტატუსის მქონე, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოეშობა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება ერთზე მეტი საფუძვლით, პირს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება აქვს მხოლოდ ერთი საფუძვლით - მისივე არჩევით.

,,2. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება არა აქვთ -ორგანიზებულად ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მქონე პირებსა და 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულ ორგანიზებულად ჩასახლებულ მოსახლეობას, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით იურიდიული პირის მიერ (რომლის თაობაზე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ინფორმაციას აწვდის კომპეტენტურ ორგანოს)." (ცვ. 02.09.2009 #157)

3. 2008 წლის 1 აპრილამდე, მიუხედავად ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულისა, მოქალაქეთა მიერ არასწორად მიღებული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის თანხები ჩაითვალოს კანონიერად. ამავდროულად, კომპეტენტური ორგანოს მიერ მოქალაქეთათვის 2008 წლის 1 აპრილამდე დაკავებული თანხები არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

`4. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღება გამორიცხავს სახელმწიფო პენსიის დანამატის მიღების უფლებას, ხოლო პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე სახელმწიფო პენსიის დანამატის მიღება გამორიცხავს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლებას. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება 2009 წლის 5 ნოემბრამდე ამ დადგენილების შესაბამისად დანიშნული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებ პირებზე.~ (დამ. 18.11.2009 #210. ძალაშია 2009 წლის 5 ნოემბრიდან)

მუხლი 5. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნისა და გაცემის წესი

1. კომპეტენტური ორგანო შესაბამის რაიონებში ახდენს პირების იდენტიფიცირებას ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ბენეფიციარად. 

2. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები პირები, რომლებიც არ ითვლებიან სახელმწიფო პენსიის/სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებად და არ იმყოფებიან კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხვაზე, ვალდებული არიან  საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიმართონ კომპეტენტურ ორგანოს და წარადგინონ:

) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და რეგისტრაციის მოწმობის ასლები დედნებთან ერთად;

) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი საბუთი (დოკუმენტი).

3. კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილი პირი პრეტენდენტის მიერ წარდგენილი საბუთების საფუძველზე ადგენს მის უფლებრივ საკითხს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების შესახებ.

4. საყოფაცხოვრებო სუბსიდია ჩაირიცხება საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ ბენეფიციარისათვის გახსნილ პირად ანგარიშზე. 

5.  საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი თანხა გაიცემა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6. პირს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება წარმოეშვება შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი საბუთის არსებობის შემთხვევაში (ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული პლასტიკური ბარათი, სასამართლო გადაწყვეტილება, 9 აპრილის დარბევის მოწმობა და სხვ.).

7. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნა განხორციელდება პირის მიერ განაცხადის შეტანიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

მუხლი 6. კომპეტენტური ორგანოს კომპეტენცია

კომპეტენტური ორგანო უზრუნველყოფს:

) საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებთა სახელობითი მონაცემების დამუშავებას;

) საყოფაცხოვრებო სუბსიდიის თანხების დაფინანსებისათვის სათანადო საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადებას;

) საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებთა კონტინგენტის მოძრაობისა და დაფინანსების მდგომარეობის შესახებ კრებსითი ინფორმაციის წარდგენას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის, ბიუჯეტიდან დაფინანსებული თანხების გაცემიდან ორი კვირის განმავლობაში;

) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.

მუხლი 7. დაფინანსების წყარო

საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები.

მუხლი 8. გარდამავალი დებულება

1. კომპეტენტურმა ორგანომ უზრუნველყოს 2007 წლის 1 იანვრიდან ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის ავტომატური დარიცხვა ამ წესით გათვალისწინებულ სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებული პირებისათვის, რომლებიც სარგებლობდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 9 თებერვლის #44/ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ელექტროენერგიის შეღავათებით.

2. ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნა ხორციელდება ამ წესის მე5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.

`21. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ადმინისტრირება ამ წესითა და პრინციპებით დადგენილი დებულებების გათვალისწინებით განხორციელდეს სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული დებულებები გავრცელდეს 2007 წლის 13 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.~ (დამ. 23.06.2009 #117)

3. ამოღებული (08.04.2008 #91)

4. ამოღებული (08.04.2008 #91)

5. ამოღებული (08.04.2008 #91)

`6. ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი გავრცელდეს 2009 წლის 5 ნოემბრამდე საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებ პირებზე, ხოლო 2009 წლის 5 ნოემბრიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაენიშნებათ: (დამ.04.11.09 #201. ძალაშია 2009 წლის 5 ნოემბრიდან)

) ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ იმ პირებს, რომლებიც დანიშვნის მომენტისათვის კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის ან სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღებ პირებად;

) ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ავადმყოფობის გამო 2010 წლის 1 აპრილიდან თადარიგში დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან, რაც დასტურდება თადარიგში დამთხოვნი დამსაქმებლის მიერ წერილობითი ფორმით. ამასთან, დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები.~

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari