mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - CARITAS

  დონორი

CARITAS

საქართველოს კარიტასი

CARITAS

საქველმოქმედო ფონდი "საქართველოს კარიტასი" 1994 წლიდან ეწევა ქველმოქმედებას საქართველოში.
"საქართველოს კარიტასის" მისიაა სოციალური სამართლიანობის დაცვა, გაჭირვებული ადამიანებისთვის ხელის გამართვა, მათში ღირსებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება, მიუხედავად მათი ნაციონალობისა და რელიგიური მრწამსისა.

"საქართველოს კარიტასს" აქვს ოთხი პრიორიტეტული პროგრამა:
1. სამედიცინო-სოციალური პროგრამა;
2. ბავშვთა პროგრამა;
3. განვითარების პროგრამა;
4. გადაუდებელი დახმარების პროგრამა.

დღეს, "კარიტასი" ახორციელებს სამოცამდე პროექტს საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში.

"საქართველოს კარიტასმა" ბავშვთა პრობლემებზე მუშაობა დაიწყო 1997 წლიდან. ბავშვთა პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, ადაპტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია. პროგრამის მიზნობრივი ჯგუფია: 6-დან 18 წლამდე მზრუნველობამოკლებული, მიუსაფარი (ე.წ. ქუჩის ბავშვები) და განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ბავშვები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ბავშვები, იძულებით გადაადგილებული ოჯახების ბავშვები, ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგად დაზარალებული და ძალადობის მსხვერპლი ბავშვები.

ამჟამად, ბავშვთა პროგრამის ფარგლებში, ფუნქციონირებს შემდეგი პროექტები:
• ბავშვთა დღის ცენტრები, რომელთა მიზანია ბავშვთა მიტოვების პრევენცია, მათი ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა და სოციალური დაცვა. ამ ეტაპზე, ბავშვთა დღის ცენტრები ფუნქციონირებს: ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, და სოფ. არალში (სამცხე-ჯავახეთის რ-ნი), რომელიც ემსახურება 370 სოციალურად დაუცველ ბავშვს;
• ბავშვთა თავშესაფარი "ჩვენი სახლი", რომელიც ქ. თბილისში ემსახურება 20 მშობლების ყურადღებას მოკლებულ ბავშვს;
• ბავშვთა კლუბი/მობილური მუშაობა, რომლის მიზანია მიუსაფარი (ე.წ. ქუჩის ბავშვების) და განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების რეაბილიტაცია და ინტეგრაცია. აღნიშნული პროექტის დღის ცენტრი ფუნქციონირებს ქ. თბილისში. მობილური ჯგუფი კი მუშაობს როგორც დედაქალაქში, ასევე მის ახლომდებარე ქალაქებში. პროექტის ფარგლებში, წელიწადში დახმარებას იღებს 300 ბავშვი.
• მცირე საოჯახო ტიპის სახლები, რომელთა მიზანია მზრუნველობამოკლებული ბავშვების ოჯახური გარემოთი უზრუნველყოფა. ამჟამად ქ. თბილისში ფუნქციონირებს ორი მცირე საოჯახო ტიპის სახლი: ერთი ემსახურება 6 მზრუნველობამოკლებულ ბავშვს, მეორე _ 8 მზრუნველობამოკლებულ ბავშვს.

2011 წლის აგვისტოს თვეში "კარიტასმა" მონაწილეობა მიიღო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში და მოიპოვა ორი მცირე საოჯახო ტიპის სახლის ადმინისტრირების უფლება. კერძოდ, სოფელ გლდანში მდებარე მს ტიპის სახლი ფუნქციონირებას დაიწყებს 2011 წლის 21 ნოემბრიდან და მოემსახურება 10 მზრუნველობამოკლებულ ბავშვს, ხოლო ქ. თბილისში, ე. ბეჟანიშვილის ქ. ¹8-ში მდებარე მს სახლი ფუნქციონირებას დაიწყებს 2011 წლის დეკემბრიდან და მოემსახურება 10 მზრუნველობამოკლებულ ბავშვს.

2009 წლიდან "საქართველოს კარიტასი" აქტიურად თანამშრომლობს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის "დღის ცენტრების ქვეპროგრამის" ფარგლებში, მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებს ემსახურება "კარიტასის" ქ. თბილისის და ქ. ქუთაისის ბავშვთა დღის ცენტრები. ამავე პროგრამის ქვეპროგრამა "ჩვენი სახლის" ფარგლებში, მზრუნველობამოკლებული ბავშვები იღებენ მომსახურებას მცირე საოჯახო ტიპის სახლებში.

ბავშვთა ზრუნვის რეფორმის მხარდასაჭერად, "საქართველოს კარიტასი" აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

www.caritas.ge

 

<< უკან

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდასაქმების ფორუმი    ბაზრის კვლლევა

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts