mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ბავშვი და გარემო

  დონორი

“ბავშვი და გარემო”

ბავშვი და გარემო

“ბავშვი და გარემო”

არასამთავრობო ორგანიზაცია "ბავშვი და გარემო" დაარსდა 1995 წლის აპრილში. მისი მიზანია ფიზიკური და სულიერი დახმარება გაუწიოს საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს. ორგანიზაცია მოწოდებულია დაიცვას ბავშვთა უფლებები, ხელი შეუწყოს მათ კულტურულ აღზრდას, გააღვივოს ბავშვებში გარემოსთან ჰარმონიული თანაცხოვრების მოთხოვნილება. იგი მიზნად ისახავს, მრავალმხრივი დახმარება გაუწიოს უკიდურესად ხელმოკლე, ობოლ, უნარშეზღუდულ, ლტოლვილ და ქუჩის ბავშვებს, ხელი შეუწყოს მათი განათლების დონის ამაღლებას, მათ შემოქმედებით საქმიანობას და ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

დასახული მიზნების განსახორციელებლად ორგანიზაციამ თავისი საქმიანობა შემდეგი მიმართულებებით გაშალა:
• კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება მიზნობრივი ჯგუფებისათვის;
• ქუჩის ბავშვების პრობლემებზე მუშაობა, მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, განათლებისა და კულტურული დონის ამაღლება, სოციალური ინტეგრაცია;
• უნარშეზღუდულ ბავშვთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და ინტეგრაცია და მათი ინკლუზია ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო სისტემაში;
• ბავშვის უფლებათა დაცვა და ამ უფლებების განხორციელება;
• საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მიზნობრივი ჯგუფების პრობლემების შესახებ.

ორგანიზაციის განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენენ ქუჩისა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვები. ორგანიზაციამ მათთვის დახმარების გასაწევად შემდეგი სამსახურები დააფუძნა:

1. თბილისში მოქმედებს სადღეღამისო კრიზისული ცენტრი "ბეღურები" ქუჩისა და სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის (დაარსდა 1997 წელს, ევროკავშირის "ტასისის" პროგრამის დაფინანსებით). კრიზისული ცენტრი "ბეღურები" დროებით სამყოფელს წარმოადგენს 25 ქუჩის ბავშვისათვის, რომელთაც, მძიმე და/ან გადაუდებელი ვითრების გამო, ესაჭიროებათ დროებითი თავშესაფარი. ეს არის ქვეყანაში პირველი ამ ტიპის ცენტრი, სადაც მოსარგებლე ბავშვებს მრავალმხრივი დახმრება ეწევა. ცენტრში განხორციელდა მრავალი პროექტი, რომელთა მიზანიც იყო ბავშვის უფლებების დაცვა, მათი უზრუნველყოფა აუცილებელი თავშესაფრით, საგანმანათლებლო და ნორმალური განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებებით, ბავშვების საზოგადოებაში ადაპტაციისა და ინტეგრაციისთვის ხელის შეწყობა. 2008 წლიდან ცენტრის საქმიანობას აფინანსებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2. დღის ცენტრი ქუჩისა და რისკის ჯგუფის ბავშვებისათვის თბილისში - "ცისარტყელა" (დაარსდა 2002 წელს, "იუნისეფის" ფინანსური მხარდაჭერით). ცენტრში მოსარგებლე ბავშვებს ხელი ეწყობათ ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღებაში, შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და თვითრეალიზაციაში. ცენტრის მრავალმხრივი დახმარებით ყოველდღიურად 50 ბავშვი სარგებლობს. 2008 წლიდან ცენტრის საქმიანობას აფინანსებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

3. ჭიათურაში მოქმედებს ახალგაზრდული ცენტრი - "ჯეჯილი" (დაარსდა 2001 წელს, "იუნისეფის" ფინანსური მხარდაჭერით). ცენტრი ყოველდღიურად სოციალურ და ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას უწევს 50 უკიდურესად ხელმოკლე და რისკის ჯგუფის ოჯახების ბავშვებს. 2008 წლიდან ცენტრის საქმიანობას აფინანსებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

4. 2006 წლიდან ქ. რუსთავში მოქმედებს სარეაბილიტაციო ცენტრი ქუჩის ბავშვებისთვის - "საპოვნელა" (დაარსდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ფედერაცია "გადავარჩინოთ ბავშვების" ფინანსური დახმარებით). ცენტრის დაარსება განაპირობა ქალაქში არსებულმა უკიდურესად მძიმე სოციალურმა და ეკონომიკურმა ვითარებამ. ქალაქში მცხოვრები 50 ყველაზე მეტად შეჭირვებული ბავშვი აქ ყოველდღიურად იღებს მრავალმხრივ დახმარებას. 2008 წლიდან ცენტრის საქმიანობას აფინანსებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

5. 2009 წლის 1 დეკემბრიდან ამოქმედდა მცირე საოჯახო ტიპის სახლი ქ. რუსთავში, სადაც ოჯახურ გარემოში ცხოვრობს და მრავალმხრივ დახმარებას იღებს ქუჩისა და რისკის ჯგუფის ყოფილი 8 ბავშვი. ბავშვების ინიციატივით, სახლს ეწოდა "მხიარული ოჯახი" (სახლი დაფუძნდა "საქართველოს ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით). სახლის საქმიანობას აფინანსებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

www.childandenvironment.org.ge

 

<< უკან

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდასაქმების ფორუმი    ბაზრის კვლლევა

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts