canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - World Vision

  დონორი

World Vision

World Vision

"World Vision" მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს. ეს არის ადამიანთა World Visionდახმარებაზე, განვითარებასა და ადვოკატირებაზე მიმართული ორგანიზაცია, რომელიც, ბავშვებთან, ოჯახებთან და თემებთან ერთად, მუშაობს სიღარიბისა და უსამართლობის დასაძლევად. საქართველოში "ვოლდ ვიჟენი" 1994 წელს დაფუძნდა და დაარსებიდან დღემდე აქტიურად მონაწილეობს ქვეყანაში მიმდინარე ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის განხორციელებაში ოჯახების გაძლიერებისაკენ მიმართული დამხმარე ალტერნატიული სერვისების განვითარების გზით.

ჩვილ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და ჩვილ ბავშვთა სახლების აღსაზრდელების ოჯახურ გარემოში რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, "World Vision" ახორციელებს პროექტს ,,დღის ცენტრის მომსახურებები სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის". ამ პროექტის ფარგლებში, 2010 წლის 28 დეკემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს, ქ. თბილისის მერიასა და ჭორლდ ისიონ -ს შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი.
პროექტი სთავაზობს სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს შემდეგი ტიპის მომსახურებებს:

1. დღის ცენტრი (ბაგა-ბაღი 0-3 წლამდე ბავშვებისათვის) მოქნილი სამუშაო გრაფიკით; World Vision
2. დასაქმების, პროფესიულ-ტექნიკური მომზადებისა და მცირე მეწარმეობის განვითარების სამსახური;
3. გადაუდებელი დახმარება/კრიზის ინტერვენცია;
4. საკონსულტაციო მომსახურება სოციალურად დაუცველი დედებისა და ფეხმძიმე ქალებისათვის.

2006 წლიდან, "ვოლდ ვიჟენი" შვეიცარიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს "ტრეფიკინგის მსხვერპლთა სოციალური დახმარება". პროექტი სხვადასხვა ფაზის განმავლობაში უშუალო დახმარებას უწევდა ტრეფიკინგით დაზარალებულებს, აწარმოებდა სხვადასხვა სახის საინფორმაციო/ცნობადობის ამამაღლებელ აქტივობებს ამ სფეროში, აგრეთვე გამოსცა დამხმარე სახელმძღვანელო სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი სოციალური მუშაკებისთვის. პროექტის მეორე ფაზის განმავლობაში, 2011 წლის 10 თებერვლიდან 16 მარტის ჩათვლით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 174 სოციალურ მუშაკს ჩაუტარდა ტრენინგი თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში, ტრეფიკინგის საკითხებზე. ტრენინგის კურსი განხორციელდა პროექტის პარტინორი ორგანიზაციის კავშირი "ქალები მომავლისთვის" მიერ.

www.worldvision.org

 

<< უკან

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდასაქმების ფორუმი    ბაზრის კვლლევა

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari