canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია

  დონორი

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, როგორც არასამთავრობო, არასამეწარმეო იურიდიული პირი, დაარსდა ქალაქ თბილისში, 2004. ასოციაცია პირველი ინიციატივაა საქართველოში, რომელიც ახორციელებს ადვოკატობას სოციალური მუშაკთა როლის მნიშვნელოვნებისა და სოციალური მუშაობის ბენეფიციარების დასაცავად. დღეისათვის, ასოციაცია 350-ზე მეტ წევრს აერთიანებს საქართველოში.საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია

ასოციაციის მისიაა საქართველოში მოსახლეობის სოციალური უფლებების დაცვა და სოციალური მუშაობის პროფესიისა და პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა. ასოციაცია მიზნად ისახავს: კარგი მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკის ადვოკატობას და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობას; სოციალური მომსახურებების განვითარების ხელშეწყობას; სოციალური მუშაობის საგანმანათლებლო ბაზის განვითარებას (ფორმალური და არაფორმალური); სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების შემუშავებას და დანერგვას; სოციალურ მუშაკთა პროფესიული ქსელის განვითარებას.

2004 წლიდან ასოციაცია მუშაობას როგორც არასამთავრობო, ისე სამთავრობო უწყებებთან, ადგილობრივ მთავრობასა და უნივერსიტეტებთან. მათთან თანამშრომლობითა და პარტნიორობით ახდენს სოციალური მუშაობის როლის ადვოკატობას სოციალური დაცვის მექანიზმების განსახორციელებლად ისეთ სფეროებში, მემორამდუმის გაფორმებაროგორიცაა: ბავშვთა კეთილდღეობა, არასრულწლოვანთა სამართალი, სოციალური საცხოვრისი, ფსიქიკური ჯანმრთელობა, სკოლის სოციალური სამუშაო, ეთნიკური უმცირესობები, იძულებთ გადაადგილებული პირები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სხვა. ამ სფეროებში მუშაობა გულისხმობს მართვის, კოორდინაციის, საგანმანათლებლო, საკონსულტაციო და კვლევით/ანალიტიკურ სამუშაოს.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია მჭიდროდ თანამშრომლობს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან. თანამშრომლობის ძირითადი მიზნებია: სოციალური მომსახურების სააგენტოში სოციალური მუშაობის სისტემის განვითარების მხარდაჭერა; სოციალურ მუშაკთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა; სოციალური მუშაობის შესახებ მეთოდოლოგიური კონსულტაციების უზრუნველყოფა და სოციალური მუშაობის პროფესიის პოპულარიზაცია. კერძოდ კი, ასოციაცია მხარს უჭერს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკთა კადრების მომზადებაში, სოციალური მუშაობის პროფესიული ზედამხედველობისა და სოციალურ მუშაკთა შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის შემუშავებასა და სოციალური მუშაკთა პრაქტიკის ფორმებისა და პროცედურების განვითარებაში.

www.gasw.org

 

<< უკან

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდასაქმების ფორუმი    ბაზრის კვლლევა

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari