ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობა

რა არის ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ამოცანა?

ქვეპროგრამის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

რა ღონისძიებებს მოიცავს ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა?

• საქართველოს (ქ. თბილისის გარდა) მინიმუმ რვა რეგიონში 10 სურდოთარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფას (თითოეულ ამ რეგიონში მინიმუმ ერთი სურდოთარჯიმანი);
• ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული სურდოთარჯიმნის მომსახურების შესახებ ინფორმაციის განთავსებას ძირითად საჯარო დაწესებულებებში (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს სასამართლოები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, აგრეთვე, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულები);
• სურდოთარჯიმანთა მეშვეობით ყრუთა ინფორმირებას სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი სხვადასხვა მომსახურების შესახებ;
• ყოველთვიურად, მომსახურების გაწევის შემდგომი თვის 10 რიცხვის ჩათვლით, მიმწოდებლის მიერ სააგენტოში გაწეული მომსახურების თაობაზე ამ მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტში განსაზღვრული შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დადასტურებული ინფორმაციის წარდგენას. ინფორმაციის წარდგენის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო.

ვის შეუძლია ისარგებლოს ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით?

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოში მცხოვრები ყრუ პირები.

ქვეპროგრამის ბიუჯეტი:

ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 28 000 ლარით.

 

საქართველოს მთავრობის დადგენილება №291 2014 წლის 14 აპრილი ქ. თბილისი სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ