mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაცია

  ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაცია

რა სახის მომსახურებას ითვალისწინებს ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამა?

  ქვეპროგრამის ამოცანებია სამიზნე ჯგუფის ბავშვთა სპეციფიკური რეაბილიტაცია, აბილიტაცია, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:
• სააგენტოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის წლიური გეგმის შედგენა (წელიწადში ერთხელ, მიუხედავად მომსახურების მიმწოდებლის შესაძლო ცვლილებისა) შესაბამის სპეციალისტთა ინტერდისციპლინური გუნდის მიერ;
• თერაპიული ინტერვენცია, რომელიც მოიცავს ფიზიკური თერაპიის, ოკუპაციური თერაპიის, მეტყველებისა და ენის თერაპიის და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიური კორექციის, ქცევითი თერაპიის, აგრეთვე, მშობელთა, მინდობით აღმზრდელთა, სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილ პირთა ან კანონიერ წარმომადგენელთა განათლებისა და ტრენინგის სეანსებს - ,,ცერებრული დამბლა" - კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინი) კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 დეკემბრის №278/ო ბრძანების შესაბამისად;
• ექიმის მეთვალყურეობა (სეანსი), რაც მოიცავს ბავშვთა ნევროლოგიურ გასინჯვას, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, ინტერდისციპლინური გუნდის მუშაობის კოორდინაციას;
• საჭიროების შემთხვევაში - ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ფსიქოლოგიური დახმარება (სეანსი).

ვის შეუძლია ისარგებლოს ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის სერვისით?

  ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია: ბავშვთა ცერებრული დამბლის, სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომების, კუნთოვანი დისტროფიის, თანდაყოლილი მიოპათიების, კუნთების სხვა (მათ შორის, დაუზუსტებელი) პირველადი დაზიანების, ჰემი-, პარა- და ტეტრაპლეგიის, ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებების შედეგების, ანთებითი პოლინეიროპათიების შედეგების, პერიფერიული ნერვული სისტემის სამშობიარო ტრავმის შედეგების მქონე 3 წლისა და მეტი ასაკის (მათ შორის, მინდობით აღზრდაში/სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე ამავე მდგომარეობების მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვები;

რა დოკუმენტებია საჭირო ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად?

 ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის მომსახურების მისაღებად, ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:
• კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;
• კანონიერი წარმომადგენლობის შემთხვევაში - დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში - მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი, სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის შემთხვევაში - დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვა;
• დაბადების მოწმობის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;
• ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა);
• შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა და მისი ასლი, თუ პირი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია;
• ინდივიადულური აბილიტაცია/რეაბილიტაციის წლიური გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მიმწოდებელი უზრუნველყოფს:
• პირის სამიზნე ჯგუფისადმი კუთვნილების დადგენას;
• ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის წლიური გეგმის სააგენტოში წარდგენას არა უგვიანეს პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ მიმწოდებლისთვის მიმართვისა და ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღისა სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით, რის შემდეგაც სააგენტოში ხდება პირის პროგრამაში ჩართვის მიღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

როგორ ხორციელდება ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამაში ჩართული ბენეფიციარების დაფინანსება?

• ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის მომსახურების ღირებულების ასანაზღურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს 308 ლარის ოდენობით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში. ამასთან, ამ ვაუჩერის ანაზღაურების აუცილებელი პირობაა საჭიროების შესაბამისი მომსახურებების (ათდღიანი კურსის), ჯამში არანაკლებ 22 სეანსის ჩატარება.
მომსახურების დაფინანსება ხორციელდება შემდეგი წესით:
• ქვეპროგრამის ფარგლებში ვაუჩერით გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ შესაბამისი ლიმიტის 100%-ით;

შენიშვნა: ბენეფიციარის მომსახურებაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება უქმდება დაგეგმილ კურსზე ბენეფიციარის მიერ ნებისმიერი მიზეზით ზედიზედ 30 კალენდარული დღის ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ბენეფიციარის პროგრამაში ხელახლა ჩართვა ყველა აუცილებელი პროცედურის გავლით. ამასთან, ამ ვაუჩერის ანაზღაურების აუცილებელი პირობაა საჭიროების შესაბამისი მომსახურებების (ათდღიანი კურსის, რომელიც სრულად უნდა განხორციელდეს არაუმეტეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში), ჯამში არანაკლებ 22 სეანსის ჩატარება

 

საქართველოს მთავრობის დადგენილება №138. 2015 წლის 30 მარტი. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts