სტატისტიკური ინფორმაცია
სახელმწიფო პენსია არის ყოველთვიური სახელმწიფო გასაცემელი, რომელსაც ღებულობს საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეთა, ასევე, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე, კანონიერ საფუძველზე, მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირების გარკვეული კატეგორია, საპენსიო ასაკის, შესაძლებლობის შეზღუდვისა და მარჩენალის დაკარგვის გამო, მათი მინიმალური საარსებო საშუალებით უზრუნველყოფის მიზნით.
სტატისტიკური მონაცემები: 2012 | 2011 | 2010 | 2009 | 2008
პენსია არის ყოველთვიური სახელმწიფო გასაცემელი, რომელსაც ღებულობს საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეთა, ასევე, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე, კანონიერ საფუძველზე, მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე საპენსიო ასაკის პირები, მათი მინიმალური საარსებო საშუალებით უზრუნველყოფის მიზნით.
სტატისტიკური მონაცემები: 2022 | 2021 | 2020 | 2019 | 2018 | 2017 | 2016 | 2015 | 2014 | 2013 | 2012
სოციალური პაკეტი არის ყოველთვიური სახელმწიფო გასაცემელი, რომელსაც ღებულობს საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორია, კანონით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.
სტატისტიკური მონაცემები: 2022 | 2021 | 2020 | 2019 | 2018 | 2017 | 2016 | 2015 | 2014 | 2013 | 2012
ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც ენიშნება საქართველოს მოქალაქეთა კატეგორიას, რომლებსაც დადგენილი აქვთ პროფესიული დაავადება ან დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის სესრულებისას მათ ჯანმრთელობას მიადგა ზიანი.
სტატისტიკური მონაცემები: 2022 | 2021 | 2020 | 2019 | 2018 | 2017 | 2016 | 2015 | 2014 | 2013
სახელმწიფო კომპენსაცია და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია არის ყოველთვიური სახელმწიფო გასაცემელი, რომელსაც ღებულობს საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორია, კანონით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.
სტატისტიკური მონაცემები: 2022 | 2021 | 2020 | 2019 | 2018 | 2017 | 2016 | 2015 | 2014 | 2013 | 2012 | 2011 | 2010 | 2009 | 2008
ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთათვის გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურებისა და სხვა ხარჯების ასანაზღაურებლად.
სტატისტიკური მონაცემები: 2022 | 2021 | 2020 | 2019 | 2018 | 2017 | 2016 | 2015 | 2014 | 2013 | 2012 | 2011 | 2010 | 2009
სოციალური დახმარების მიზანმიმართულებისა და ეფექტიანობის გაზრდის, თანამედროვე გამოცდილების დანერგვის მიზნით, ქვეყანაში შეიქმნა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზა". მონაცემთა ბაზა გამოიყენება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე სოციალური დახმარების უზრუნველმყოფი სხვა ორგანიზაციების მიერ, სოციალური დახმარების დასაგეგმად საჭირო ინფორმაციის სწრაფი მოძიებისა და სოციალური დახმარების პროგრამების მონაწილეთა შერჩევისათვის.
სტატისტიკური მონაცემები: 2022 | 2021 | 2020 | 2019 | 2018 | 2017 | 2016 | 2015 | 2014 | 2013 | 2012 | 2011 | 2010 | 2009 | 2008
მიზნობრივი სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა) არის ფულადი სახის გასაცემელი, რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია.
სტატისტიკური მონაცემები: 2022 | 2021 | 2020 | 2019 | 2018 | 2017 | 2016 | 2015 | 2014 | 2013 | 2012 | 2011 | 2010 | 2009 | 2008
სტატისტიკური მონაცემები: 2022 | 2021 | 2020 | 2019 | 2018 | 2017 | 2016 | 2015 | 2014
სტატისტიკური მონაცემები: 2022 | 2021 | 2020 | 2019 | 2018 | 2017 | 2016
ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის გარკვეული კატეგორიის ჯანმრთელობა დაზღვეულია სხვადასხვა კერძო სადაზღვევო კომპანიაში. აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარნი არიან: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა, კომპაქტურ დასახლებებში მყოფი იძულებით გადაადგილებული პირები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა სახლების ბენეფიციარები, სკოლა-პანსიონების ბენეფიციარები, პედაგოგები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა, სათემო ორგანიზაციების ბენეფიციარები.
სტატისტიკური მონაცემები: 2014 | 2013 | 2012 | 2011 | 2010 | 2009 | 2008
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში - შშმ) პირთა (მათ შორის, ბავშვთა), ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, ძალადობის მსხვერპლ და მიუსაფარ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია.
სტატისტიკური მონაცემები: 2019 | 2018 | 2017 | 2016 | 2015 | 2014 | 2013 | 2012 | 2011 | 2010 | 2009
სტატისტიკური მონაცემები: 2020 | 2019 | 2018 | 2017 | 2016 | 2015 | 2014 | 2013
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიზანია, მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფებისათვის ფინანსური გარანტიების შექმნა, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების უზრუნველყოფა.
სტატისტიკური მონაცემები: 2018 | 2017 | 2016 | 2015 | 2014 | 2013 | 2012 | 2011
სტატისტიკური მონაცემები: 2020 | 2019 | 2018 | 2017
იძულებით გადადგილებული პირი (დევნილი) არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას, უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
ლტოლვილი არის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლისთვისაც საქართველო არ არის მისი წარმოშობის ქვეყანა და რომელიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი მოქალაქეობის ან მუდმივად საცხოვრებელი ქვეყანა, რადგანაც იდევნებოდა რასის, რელიგიის, ეროვნული კუთვნილების, რომელიმე სოციალური ჯგუფის წევრობის ან პოლიტიკური შეხედულების გამო და არ შეუძლია, ან არ სურს ისარგებლოს იმ ქვეყნის მფარველობით, ასეთი საშიშროების გამო.
სტატისტიკური მონაცემები: 2022 | 2021 | 2020 | 2019 | 2018 | 2017 | 2016 | 2015 | 2014 | 2013 | 2012 | 2011 | 2010
„საქართველოს შრომის კოდექსით" და „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონებით განსაზღვრული ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომელიც გაიცემა ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გაანგარიშებით და მისი მაქსიმალური ოდენობა არ აღემატება 1000 ლარს.
სტატისტიკური მონაცემები: 2022 | 2021 | 2020 | 2019 | 2018 | 2017 | 2016 | 2015 | 2014 | 2013 | 2012 | 2011 | 2010
სტატისტიკური მონაცემები: 2019 | 2018 | 2017 | 2016 | 2015 | 2014 | 2013 | 2012 | 2011 | 2010 | 2009
სტატისტიკური მონაცემები: 2019 | 2018 | 2017 | 2016 | 2015 | 2014 | 2013 | 2012
სტატისტიკური მონაცემები: 2022 | 2021 | 2020 | 2019 | 2018 | 2017 | 2016 | 2015
ფინანსური ინფორმაცია მოიცავს მონაცემებს სააგენტოს წლიური ბიუჯეტის შესახებ და ასევე ინფორმაციას სააგენტოს ადმინისტრირებად სოციალურ პროგრამებზე გაწეული ფაქტიური ხარჯების შესახებ.
სტატისტიკური მონაცემები: 2014 | 2013 | 2012 | 2011 | 2010 | 2009 | 2008
სტატისტიკური მონაცემები: 2019 | 2013 | 2012 | 2011 | 2010 | 2009