canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ბავშვთა დაცვა ძალადობისგან

  ბავშვთა დაცვა ძალადობისგან

ვის ევალება ბავშვზე ძალადობის შემთხვევის გამოვლენა ?

  ბავშვზე ძალადობის შემთხვევის გამოვლენა ევალება ყველა დაწესებულებას, რომელიც ურთიერთობს ბავშვთან, მათ შორის: სკოლას, სამედიცინო დაწესებულებას, სოფლის ექიმს, ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებას, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საუბნო სამსახურსა თუ საპატრულო პოლიციას. თუმცა, მომართვის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს.

ვის უნდა მიმართოთ ბავშვზე ძალადობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ?

  ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის ან ფაქტის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ რაიონულ განყოფილებას წერილობით, ან დარეკოთ ცხელ ხაზზე:  

15 05.

რა შეიძლება იყოს ბავშვზე ძალადობის ეჭვის წყარო ?

  ბავშვზე ძალადობის ეჭვის წყარო შეიძლება იყოს ერთ-ერთი, ქვემოთ ჩამოთვლილ ფაქტორთაგან:

- ბავშვზე სხეულის დაზიანებების ნიშნების არსებობა (სილურჯეები, ახალი ჭრილობები, ახალი ნაკაწრები, ახალი იარები, გაძნელებული სიარული, შეშუპებული სხეულის ნაწილები, მოტეხილობები);
- ბავშვის საეჭვო ქცევა (ბავშვი აღგზნებულია, დათრგუნულია, აქვს შიშები, არ უნდა სკოლაში სიარული, არარეგულარულად დადის სკოლაში, არ სწავლობს, მოუვლელია, არ უნდა სახლში დაბრუნება, ასაკის შეუფერებლად სექსუალურია, აქვს სექსის შესახებ ასაკისთვის შეუფერებელი ცოდნა, რადიკალურად შეეცვალა ხასიათი, ვერ ხსნის ტრავმის მიზეზებს).

რა არის სააგენტოს უფლებამოსილება ამ პროცედურების ფარგლებში ?

  სააგენტოს უფლებამოსილება, ამ პროცედურების ფარგლებში, მოიცავს:
• ძალადობის მსხვერპლი ან სავარაუდო მსხვერპლი ბავშვის შეფასებას;
• შემთხვევის მართვას;
• კონსულტირებას;
• საჭირო მომსახურებებში ბავშვის განთავსებას;
• ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობას.

ბრძანება N152/ნ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatları dikmen escort