mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - პროექტები

პროექტები

სოციალური ინფორმაციის მართვის სისტემა - SIMS

თარიღი: 2013-12-11

SIMS

SIMS

  2009 წლის მარტიდან, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, დაიწყო მუშაობა სოციალური ინფორმციის მართვის სისტემის შექმნაზე. პროექტის მიზანს წარმოადგენს ერთიანი საინფორმაციო სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ძირითადი სოციალური პროგრამის ავტომატურ მართვას და ამ პროგრამების ბენეფიციართა უნიფიცირებული ფორმით აღრიცხვას.
სოციალური ინფორმაციის მართვის სისტემის მიზანებია: სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა შიდა სისტემის ინტეგრაცია და ერთიან სტრუქტურულ და საინფორმაციო სისტემად ჩამოყალიბება; ინტეგრირებული ინფორმაციის მიწოდება სხვა გარე უწყებებისათვის; ასევე გარე უწყებებიდან საჭირო ინფორმაციის მიღება არსებული ბიზნეს-პროცესების ავტომატიზებული და გამართული წარმართვის მიზნით; საქართველოს მოქალაქეთა ხარისხიანი მომსახურება, სოციალური პროგრამების ხარჯ-ეფექტიანობის გაზრდა, სოციალური ბიუჯეტის ხარჯვის გაჭვირვალეობა, მოქალაქის მომსახურება „ერთი სარკმლის" პრინციპით, ავტომატური გადაწყვეტილება - სწრაფი პასუხი მოქალაქის მოთხოვნაზე, ნაკლები სუბიექტური გადაწყვეტილებები, ზოგადი ეფექტურობის გაზრდა, სწრაფი რეაგირება ცვლილებებზე, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, ეფექტური ინსტრუმენტის შექმნა კონტროლისა და მონიტორინგისათვის, ანალიზისა და დაგეგმვისათვის.
1. სოციალური ინფორმაციების მართვის სისტემაში 2013 წლის მაისში განხორციელდა სახელმწიფო გასაცემლების მარეგულირებელ საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებში 2012 წლის სექტემბრიდან შეტანილი ძირეული ცვლილებების ასახვა და ტესტირება.
2. 2013 წლის ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეებში ჩატარდა სისტემის პილოტირება სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის, ქ. რუსთავისა და მცხეთის მომსახურების ცენტრებში.
3. 2013 წლის სექტემბრიდან დაიწყო და ამჟამადაც მიმდინარეობს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში, სოციალური ინფორმაციების მართვის სისტემის (SIMS) გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციები, პირველადი წარდგენა და სწავლება გარკვეული სახელმწიფო გასაცემლების მიმართულებით.

 

USAID  World Bank

 

<< უკან

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდასაქმების ფორუმი    ბაზრის კვლლევა

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts