mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - პროექტები

პროექტები

ჩემი მეგობარი

თარიღი: 2011-10-27

ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმა, რომელიც 2009 წლიდან მიმდინარეობს, გულისხმობს ტრადიციული ბავშვთა სახლების რაოდენობის შემცირებას და სამომავლოდ მათ სრულ ჩანაცვლებას მცირე საოჯახო ტიპის სახლებით. ამჟამად, საქართველოს მასშტაბით, 40 მცირე საოჯახო ტიპის სახლი ფუნქციონირებს, რომელიც მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. რეფორმის საბოლოო მიზანია მზრუნველობამოკლებული ბავშვების მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსება და მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში აღზრდა.

სოციალური მომსახურების სააგენტომ დაიწყო პროექტის - „ჩემი მეგობარი" განხორციელება, რომელშიც სთავაზობს მონაწილეობის მიღებას სხვადასხვა კომპანიებს.
პროექტის არსია:

  • მაქსიმალური ხელშეწყობა ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრაციისათვის;
  • კომპანიების, როგორც საზოგადოების ნაწილის, ჩართვა ამ პროექტში ბავშვების საკეთილდღეოდ, სოციალური, კორპორატიული პასუხისმგებლობის ფარგლებში.

პროექტის მიზანია თითოეულ მცირე საოჯახო ტიპის სახლს ჰყავდეს მეგობარი კომპანია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმარება ამ სახლებში მცხოვრებ ბავშვებს საზოგადოებათან ინტეგრაციაში.

პროექტის ფარგლებში, მცირე საოჯახო ტიპის აღსაზრდელებს ეძლევათ შესაძლებლობა, სამომავლოდ დასაქმდნენ მეგობარ კომპანიებში. ეს გადაჭრის იმ პრობლემას, რომლის წინაშეც დგებიან 18 წელის ასაკს მიღწეული აღსაზრდელები, რადგან სრულწლოვანებას შემდეგ, ისინი გადიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან და სახელმწიფო, მეგობარ კომპანიებთან ერთად, ზრუნავს მათ მომავალზე.


ჩვენი მეგობრები:

          ლიბერთი ბანკი    ბილაინი             

        გურიელი           სანტე                ვისოლი

 

<< უკან

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდასაქმების ფორუმი    ბაზრის კვლლევა

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts