პროექტები
მობილური ზრუნვა
თარიღი: 2011-10-25
2011 წლის 8 ივნისს სოციალური მომსახურების სააგენტოს, თბილისის მერიას და საქართველოს სამარიტელთა კავშირს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც უკავშირდება გლდანი-ნაძალადევის რაიონში სოციალური სერვისის სხვადასხვა ფორმის განვითარებას.
პროექტის მთავარი მიზანია:
• მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერებისა და /ან ვეტერანებისათვის ოჯახში მომსახურება, სამედიცინო და სოციალური საჭიროებების გათვალისწინებით.
• სოციალური მომსახურების ცენტრის დაარსება, სადაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს გაეწევათ სხვადსხვა სახის დახმარება.
სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოს სამარიტელთა კავშირის ხელშეწყობას:
• წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, გლდანი-ნაძალადევის რაიონში სამიზნე ჯგუფების შერჩევის პროცესში;
• შერჩეული ბენეფიციარების გადამისამართებაში, შესაბამისი სერვისის გაწევის მიზნით.
საქართველოს სამარიტელთა კავშირი თავისი რესურსებით განახორციელებს:
• შესაბამისი პროექტების პილოტირებას, მდგრადობას და განვითარებას;
• გამოყენებს საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც ეხება მობილური ჯგუფების დაკომპლექტებას, გადამზადებას და საქმიანობის დაწყებას.