mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - პროექტები

პროექტები

დასაქმების სახელმწიფო სამსახურის შესაძლებლობების განვითარება საქართველოში

თარიღი: 2015-11-03

მიმდინარე სამუშაო პროცესი

 დაძმობილების პროექტი: „დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“ სოციალური მომსახურების სააგენტოში ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტი 2015 წლის აგვისტოში  ტენდერში გამარჯვებულ სლოვაკურ-უნგრულ-ჩეხურ კონსორციუმთან ერთად დაიწყო. ის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის, ინტეგრაციისა და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და საქართველოსაც მოიცავს.

 I. რატომ ეს პროექტი

საქართველოში დასაქმების სახელმწიფო სამსახური 2006 წელს გაუქმდა. გაუქმდა დასაქმების შესახებ კანონიც. 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან შეჩერდა დასაქმების პოლიტიკის რეალიზაცია, რადგან ქვეყანაში ამ პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურები დაიხურა. სახელმწიფომ აირჩია პოლიტიკა, რომელიც შრომის ბაზარზე ჩაურევლობას ითვალისწინებდა.

2013 წლიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ამ პერიოდიდან დასაქმების პოლიტიკა წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ძირითად მიმართულებას. მთავრობამ გადაწყვიტა თავიდან შეექმნა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც  შრომის ბაზრის ფუნქციონირებას დაარეგულირებდნენ.

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში „საქართველო 2020“ შრომის ბაზრის ფუნქციონირების გაუმჯობესების საჭიროება აღიარებულია და განსაზღვრულია ქმედებები შემდეგი მიზნების მისაღწევად: შრომის ბაზრის კვლევის ინსტიტუციონალიზაცია, შრომის ბაზრის მონაცემთა ბაზის შემუშავება, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის, სახელმწიფო და კერძო საშუამავლო მომსახურების განვითარება, ეფექტური სისტემის შექმნა უმუშევარი ადამიანების და სამუშაოს მაძიებლების ტრენინგისა თუ გადამზადებისათვის, თვითდასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობის ხელშემწყობი პროგრამების ინიცირება.

უფრო მეტიც, აღნიშნული სტრატეგიის თანახმად, საქართველოს მთავრობა იმუშავებს შრომისა და დასაქმების შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზების; ასევე, სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობის მხარდაჭერის საკითხებზე.

II. პროექტის შინაარსი

პროექტის მთავარი მიზანია ქვეყანაში თანამედროვე დასაქმების ხელშეწყობის სერვისების განვითარების სქემების შემუშავება და მისი ტესტირება შემდგომი დანერგვის მიზნით. პროექტის ფარგლებში შემუშავებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს ინსტიტუციონალური რეფორმის შესაბამისი გეგმა. აღნიშნული გეგმის ფარგლებში ჩამოყალიბდა მომსახურების ახალი მოდელი, რომელიც ორიენტირებულია:

ა) დამსაქმებლებთან მუშაობის სისტემატიზებულ მიდგომაზე,

ბ) შრომის ბაზარზე საშუამავლო მომსახურების გაწევის ეროვნული პროტოკოლის პროექტის შემუშავებაზე,

გ) შრომის ბაზრის ინფორმაციის მართვის სისტემის გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშავებაზე,

დ) ცნობადობის ამაღლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებაზე,

გ) დასაქმებასთან დაკავშირებული თანაბარი შესაძლებლობების საკანონმდებლო ჩარჩოების განხილვაზე.

მომსახურების ახალ მოდელში ასახულია თანამედროვე ევროპული მენეჯმენტის სტანდარტები. იგი ასევე, აერთიანებს კლიენტთა სეგმენტაციის, სამუშაოს მაძიებელთა პროფილირების, კლიენტთა მომსახურების ელექტრონული სისტემის განვითარების პროტოკოლებს. 

პროექტის ფარგლებში შემუშავებული პროტოკოლები დაეხმარება სააგენტოს სამსახურის რესტრუქტურიზაციაში.

პროექტის ფარგლებში მისაღწევი სავალდებულო შედეგები:

კომპონენტი 1/სავალდებულო შედეგი 1

თანაბარ შესაძლებლობებთან და დასაქმებასთან დაკავშირებული საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოების გადახედვა, ევროკავშირის კანონმდებლობის და ასოცირების ხელშეკრულების 30-ე დანართის შესაბამისად

კომპონენტი 2/სავალდებულო შედეგი 2

გადაიხედა სახელმწიფო დასაქმების სამსახურის სტრუქტურა და ფუნქციები, რათა აისახოს მისი გაფართოებული როლი შრომის ბაზრის მართვის პროცესებში. განხორციელდა სამუშაოს მაძიებლებისთვის მიწოდებული მომსახურების სპექტრისა და ხარისხის პილოტირება და გაუმჯობესება, ასევე შიდა მენეჯმენტისა და ადმინისტრაციული პროცესების მკაფიო კოდიფიცირება

კომპონენტი 3/სავალდებულო შედეგი 3

შეიქმნა და სრულად ფუნქციონირებს შრომის ბაზრის ინფორმაციის მართვის ყოვლისმომცველი სისტემა (WorkNet-ის საინფორმაციო სისტემა)

კომპონენტი 4/სავალდებულო შედეგი 4

დაინერგა ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე ხერხები და თანამშრომლებმა შეიძინეს საჭირო უნარ-ჩვევები და გამოცდილება სამუშაოს მაძიებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების მიწოდებისათვის. ასევე, შეიქმნა სამუშაო ადგილზე ტრენინგისა და გადამზადების პლატფორმა

კომპონენტი 5/სავალდებულო შედეგი 5

სახელმწიფო დასაქმების სამსახურმა შეიძინა საჭირო ინსტრუმენტები და მასალები, რათა ეფექტურად განახორციელოს კომუნიკაცია კლიენტებთან და პოტენციურ კლიენტებთან, მისი მომსახურებათა სპექტრის შესახებ

III. მიღწევები  

2016 წლის ივნისსა და ნოემბერში, თბილისში განხორციელდა ერთობლივად შემუშავებული მომსახურების ახალი მოდელის ტესტირება, ახალი პროფესიული როლების (დასაქმების აგენტი, დასაქმების კონსულტანტი) ფუნქციონირების ჩათვლით.

პილოტური პროექტის შედეგების საფუძველზე, სოციალური მომსახურების სააგენტო შეიმუშავებს ეროვნულ გეგმას სახელმწიფო დასაქმების სამსახურის ფუნქციების შემდგომი განვითარებისათვის.

პილოტის საფუძველზე, ზოგიერთი შედეგი უკვე თვალსაჩინოა, ვინაიდან 600-მა სამუშაოს მაძიებელმა უკვე გაანახლა საკუთარი პროფილი WorkNet-ში. 2016 წლის ივნისსა და ივლისში დაფიქსირდა დაახლოებით 600 ახალი ვაკანსია.

 

TWINNING

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ

 

 

EUHU      CZ       SL       GEO

 

<< უკან

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდასაქმების ფორუმი    ბაზრის კვლლევა

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts