ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობა

თარიღი: 05.02.2019წ.

რა მომსახურებას ითვალისწინებს ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა?

  • ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციას;
  • ფიზიოთერაპიული და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩატარებას;
  • ბალნეოლოგიური პროცედურების ჩატარებას;
  • სამკურნალო ფიზკულტურისა და მანუალური თერაპიის პროცედურების ჩატარებას.

 ვის შეუძლია ისარგებლოს ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამის მომსახურებით?

მომსახურების მიღება შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ან ხანდაზმულ (ქალები - 60 წლიდან, მამაკაცები - 65 წლიდან) ომის მონაწილეებს.

რა საბუთებია საჭირო ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის მომსახურების მისაღებად?

მომსახურების მიღების მიზნით, ბენეფიციარი (ან მისი კანონიერი წარმომადგენელი) მიმართავს მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას (შპს „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიისა და სამკურნალო ს/პ ცენტრი"), განცხადებით და შემდეგი საბუთებით:

  • პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
  • სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პირს მიმდინარე წელს არ უსარგებლია ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით (ინდივიდუალური კურსით);
  • შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი (შშმ პირის შემთხვევაში);
  • ომის მონაწილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა.

ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამაში მონაწილეობისთვის ომის ვეტერანები რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში.

ბიუჯეტი და დაფინანსება

2019 წლის განმავლობაში, ერთ პირზე გათვალისწინებულია ერთი ინდივიდუალური კურსის ღირებულების დაფინანსება.

ინდივიდუალური კურსით გათვალისწინებული მომსახურებების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. ამასთან, ანაზღაურება ხდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, არა უმეტეს 250 ლარის ოდენობით.

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ