mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - საყოფაცხოვრებო სუბსიდია

  საყოფაცხოვრებო სუბსიდია

 

რა არის საყოფაცხოვრებო სუბსიდია?

საყოფაცხოვრებო სუბსიდია არის ყოველთვიური ფულადი სახის გასაცემელი, რომელიც განკუთვნილია კანონით განსაზღვრულ სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა წრისათვის საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

ვის ენიშნება საყოფაცხოვრებო სუბსიდია?

საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება აქვს ქვემოთ მოყვანილ კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს, შემდეგი ოდენობით;
• მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდებს - ყოველთვიურად 44 ლარი;
• მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს - ყოველთვიურად 44 ლარი;
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს, ასაკის მიუხედავად, აგრეთვე მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს) - ყოველთვიურად 44 ლარი;
• მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებს - ყოველთვიურად 22 ლარი; 
• სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს - ყოველთვიურად 22 ლარი;
• მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი), აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი) მეომრების ოჯახების შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს ასაკის მიუხედავად, მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს) - ყოველთვიურად 22 ლარი;
• სამხედრო ძალების ვეტერანებს მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას - ყოველთვიურად 22 ლარი;
• ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციისას დაინვალიდებულ პირებს - ყოველთვიურად 7 ლარი;
• ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს - ყოველთვიურად 7 ლარი;
• ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შედეგად მარჩენლის დაკარგვისათვის პენსიის მიმღებ ოჯახებს - ყოველთვიურად 7 ლარი;
• პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებსა და მათი ოჯახების შრომისუუნარო წევრებს - ყოველთვიურად 7 ლარი;
• ქ. თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს - ყოველთვიურად 44 ლარი;
• ქ. თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა შრომისუუნარო მშობლებს, შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა, არასრულწლოვან შვილს ან/და ნაშვილებს - ყოველთვიურად 44 ლარი;
• ქ. თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს - ყოველთვიურად 22 ლარი.


ვის უნდა მიმართოთ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დასანიშნად?

მოქალაქემ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დასანიშნად, უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
• საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და რეგისტრაციის მოწმობის ასლები, დედნებთან ერთად;
•    შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნა განხორციელდება პირის მიერ განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.


დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:

საქართველოს მთავრობის დადგენილება სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ


 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts