მედიკამენტები

თარიღი: 28.07.2020წ.

ვის შეუძლია მიიღოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტები?

  • პირი, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000,
  • მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი (ქალი - 60 წლიდან, მამაკაცი - 65 წლიდან),
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (შშმ ბავშვი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი),
  • ვეტერანი,
  • პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქე,
  • ეპილეფსიით დაავედებული საქართველოს მოქალაქე,
  • გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა.

შენიშვნა: 0-5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის გათვალისწინებულია ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებები.

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას:

  • გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები,
  • ფილტვის ქრონიკული დაავადებები,
  • დიაბეტი (ტიპი II),
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები,
  • ეპილეფსია,
  • პარკინსონის დაავადება.

პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების წლიური ლიმიტი პროგრამით გათვალისწინებული დაავადებების შესაბამისად

 

წლიური ლიმიტი ლარში

გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები

200

ფილტვის  ქრონიკული დაავადებები

300

დიაბეტი (ტიპი 2)

40

ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები

20

პარკინსონი

400

ეპილეფსია

300

პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების ანაზღაურების პირობები

მედიკამენტების შეძენისას, წლიური ლიმიტის ფარგლებში, ღირებულების 100 % -ის დაფინანსებით ისარგებლებს:

  • პირი, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000,
  • პენსიონერი,
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (შშმ ბავშვი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი),
  • ვეტერანი,
  • გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა.

მედიკამენტების შეძენისას, წლიური ლიმიტის ფარგლებში, ღირებულების 75 % -ის დაფინანსებით ისარგებლებს:

  • პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქე,
  • ეპილეფსიით დაავედებული საქართველოს მოქალაქე.

0-5 წლამდე ასაკის ბავშვი მედიკამენტების შეძენისას, წლიური ლიმიტის ფარგლებში, ღირებულების 50 % -ის დაფინანსებით ისარგებლებს. წლიური ლიმიტი 0 - 5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის შეადგენს 50 ლარს, ხოლო 0 - 5 წლამდე ასაკის შშმ ბავშვებისათვის - 100 ლარს.

როგორ უნდა მიიღოს მოსარგებლემ მედიკამენტი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში?

ბენეფიციარი მედიკამენტის მიმღებად რეგისტრირდება ექიმის მიერ ელექტრონული რეცეპტის სისტემაში, ელექტრონული რეცეპტის შექმნის გზით. მის შესაქმნელად პაციენტმა ექიმს უნდა წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ექიმის მიერ შექმნილი ელექტრონული რეცეპტი აისახება ფარმაცევტულ დაწესებულებაში. ამის შემდგომ პაციენტს შეუძლია გაიტანოს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი პროგრამაში ჩართული ნებისმიერი სააფთიაქო ქსელის ფილიალიდან. მედიკამენტის მისაღებად ბენეფიციარმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბენეფიციარს შეუძლია აფთიაქიდან ერთ ჯერზე მიიღოს მხოლოდ 3 (სამი) თვის სამყოფი მედიკამენტი.

პროგრამაში ჩართული ფარმაცევტული დაწესებულებებია: პსპ, ჯიპისი, ფარმადეპო, ავერსი

პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების ჩამონათვალი იხილეთ აქ.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ