ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებისათვის

თარიღი: 06.09.2018წ.

სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და საგამოძიებო დეპარტამენტის, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს - ნამსახურობის ვადის ამოწურვის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისა ან მათი ოჯახის წევრებს მარჩენალის გარდაცვალების გამო.

ვის უნდა მიმართოთ სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად და რა დოკუმენტებია საჭირო?

სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად განცხადება და ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა წარადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში.

ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტები:

  • განცხადება;
  • უწყების წარდგინება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • წელთა ნამსახურობის ნუსხა;
  • ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან/საჯარო თანამდებობებიდან დათხოვნის შესახებ.

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტები:

  • განცხადება
  • უწყების წარდგინება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი;
  • წელთა ნამსახურობის ნუსხა;
  • ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან/საჯარო თანამდებობებიდან დათხოვნის შესახებ;

მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტები:

  • განცხადება;
  • უწყების წარდგინება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • გარდაცვალების მოწმობა;
  • წელთა ნამსახურობის ნუსხა;
  • ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან/საჯარო თანამდებობებიდან დათხოვნის შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში, შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მშობლებზე - გარდაცვლილის დაბადების მოწმობა; მეუღლეზე - ქორწინების მოწმობა; შვილ(ებ)ზე - დაბადების მოწმობა.

ა ვადაში ინიშნება სახელმწიფო კომპენსაცია?

სააგენტო განიხილავს დოკუმენტაციას განცხადებისა და ყველა საჭირო საბუთის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღეში.

კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში  ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიღების პირობებს.

მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება კომპეტენტურ ორგანოს  ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში წარედგინება. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიღების პირობებს.

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ