პირებისათვის რომელთაც წარსულში უმაღლესი დიპლომატიური რანგი გააჩნდათ

თარიღი: 06.09.2018წ.

უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია.

ვის უნდა მიმართოთ სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად და რა დოკუმენტებია საჭირო?

სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად განცხადება და ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა წარადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში.

ასაკის მიღწევის გამო  სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტებია:

  • განცხადება;
  • უწყების წარდგინება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • „დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანების თანახმად,საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული უმაღლესი დიპლომატიური რანგის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ;

ა ვადაში ინიშნება სახელმწიფო კომპენსაცია?

სააგენტო განიხილავს დოკუმენტაციას განცხადებისა და ყველა საჭირო საბუთის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღეში.

კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში  ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიღების პირობებს.

კომპენსაციის ოდენობა შეადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის პირის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის ბოლო ერთი წლის  განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს მესამედს.

 

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ