სამოქალაქო ავიაციის ყოფილი მოსამსახურეებისათვის

თარიღი: 06.09.2018წ.

სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო.

ვის უნდა მიმართოთ სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად და რა დოკუმენტებია საჭირო?

სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად განცხადება და ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა წარადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში.

ასაკის  მიღწევის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტებია:

  • განცხადება;
  • შესაბამისი უწყების წარდგინება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დოკუმენტი/ცნობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან საჭიროების შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის სტაჟის ან ნაფრენი საათების დადასტურების შესახებ.

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტებია:

  • განცხადება;
  • შესაბამისი უწყების წარდგინება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი;
  • დოკუმენტი/ცნობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის სტაჟის დადასტურების შესახებ.

ა ვადაში ინიშნება სახელმწიფო კომპენსაცია?

სააგენტო განიხილავს დოკუმენტაციას განცხადებისა და ყველა საჭირო საბუთის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღეში.

კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში  ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიღების პირობებს.

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ