საერთო სასამართლოების ყოფილი მოსამართლეებისათვის

თარიღი: 06.09.2018წ.

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევის გამო. ხოლო  საერთო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის წევრებს მარჩენალის გარდაცვალების გამო.

ვის უნდა  მიმართოთ სახელმწიფო კომპენსაციის  დასანიშნად და  რა დოკუმენტებია საჭირო?

სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად განცხადება და ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა წარადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში.

 ასაკის მიღწევის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად  საჭირო დოკუმენტებია:

  • განცხადება;
  • უწყების წარდგინება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უფლებამოსილების შეწყვეტის/დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტებია:

  • განცხადება;
  • უწყების წარდგინება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • გარდაცვალების მოწმობა;
  • საჭიროების შემთხვევაში, შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მეუღლეზე - ქორწინების მოწმობა;
  • შვილ(ებ)ზე - დაბადების მოწმობა.

ა ვადაში ინიშნება სახელმწიფო კომპენსაცია?

სააგენტო განიხილავს დოკუმენტაციას განცხადებისა და ყველა საჭირო საბუთის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღეში.

კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები  წარდგენილია კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში  ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიღების პირობებს.

მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება კომპეტენტურ ორგანოს  ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში წარედგინება. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიღების პირობებს.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ