პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილი მუშაკებისათვის

თარიღი: 06.09.2018წ.

პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკებს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო. ხოლო პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკების გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის წევრებს მარჩენალის გარდაცვალების გამო.

ვის უნდა  მიმართოთ სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად  და  რა დოკუმენტებია საჭირო?

სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად განცხადება და ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა წარადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში.

ასაკის მიღწევის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად  საჭირო დოკუმენტებია:

  • განცხადება;
  • უწყების წარდგინება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ;
  • შესაბამისი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი პროკურატურის სისტემიდან დათხოვნისას სახელმწიფო სპეციალური წოდების შესახებ;
  • წელთა ნამსახურობის ნუსხა, საჭიროების შემთხვევაში მუშაობის (შრომის) სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად  საჭირო დოკუმენტებია:

  • განცხადება;
  • უწყების წარდგინება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი;
  • წელთა ნამსახურობის ნუსხა;
  • ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ;
  • შესაბამისი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი პროკურატურის სისტემიდან დათხოვნისას სახელმწიფო სპეციალური წოდების შესახებ;
  • ცნობა პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ.

მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტებია:

  • განცხადება;
  • უწყების წარდგინება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • წელთა ნამსახურობის ნუსხა;
  • ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ;
  • მეურვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • შვილ(ებ)ზე - დაბადების მოწმობა.

როდის ინიშნება სახელმწიფო კომპენსაცია?

სააგენტო განიხილავს დოკუმენტაციას განცხადებისა და ყველა საჭირო საბუთის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღეში.

კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში  ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიღების პირობებს.

მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება კომპეტენტურ ორგანოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიღების პირობებს.

 

 

 

 

 

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ