პარლამენტის ყოფილი წევრებისათვის

თარიღი: 06.09.2018წ.

საქართველოს პარლამენტის/უზენაესი საბჭოს წევრებს (ყოფილ წევრებს) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო. ხოლო პარლამენტის/უზენაესი საბჭოს წევრების (ყოფილი წევრების) გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის წევრებს მარჩენალის გარდაცვალების გამო.

ვის უნდა მიმართოთ სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად და რა დოკუმენტებია საჭირო?

სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად განცხადება და ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა წარადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში.

ასაკის მიღწევის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტებია:

  • განცხადება;
  • უწყების წარდგინება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის ასაკის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში: პარლამენტის წევრობის (ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებმა უზენაესი საბჭოს წევრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • 65 წლის ასაკის შესრულებამდე, შრომის საერთო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ;
  • ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;
  • თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას, ცნობა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ან ხელფასის შესახებ.

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტებია:

  • განცხადება;
  • უწყების წარდგინება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი;
  • ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ;
  • ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;
  • თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას, ცნობა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ან ხელფასის შესახებ.

მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტებია:

  • განცხადება
  • უწყების წარდგინება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;
  • ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში, შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მეუღლეზე - ქროწინების მოწმობა;
  • შვილ(ებ)ზე - დაბადების მოწმობა.

რა ვადაში ინიშნება სახელმწიფო კომპენსაცია?

სოციალური მომსახურების სააგენტო განიხილავს დოკუმენტაციას განცხადებისა და ყველა საჭირო საბუთის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღეში.

კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში  ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიღების პირობებს.

მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება კომპეტენტურ ორგანოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიღების პირობებს.

პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის კომპენსაციის ოდენობა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მესამედია.

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ