ყოფილი გენერალური აუდიტორისათვის და გენერალური აუდიტორის მოადგილისათვის

თარიღი: 06.09.2018წ.

სახელმწიფო კომპენსაცია  გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო.  გენერალური აუდიტორის ან გენერალური აუდიტორის მოადგილის გარდაცვალების შემთხვევაში, სახელმწიფო კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო ენიშნებათ მათი ოჯახის წევრებს.

ვის უნდა  მიმართოთ სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად  და  რა დოკუმენტებია საჭირო?

სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად განცხადება და ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა წარადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში.

ასაკის მიღწევის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტებია:

  • განცხადება;
  • უწყების წარდგინება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • შრომის საერთო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი,
  • უფლებამოსილების ვადის გასვლის (მოადგილისათვის - არანაკლებ 5 წლის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ხანგრძლივობის) დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის დროისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოების შესახებ.

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტებია:

  • განცხადება;
  • უწყების წარდგინება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი;
  • ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის დროისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოების შესახებ.

მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტებია:

  • განცხადება;
  • უწყების წარდგინება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • გარდაცვალების მოწმობა;
  • ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის დროისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოების შესახებ
  • შვილ(ებ)ზე - დაბადების მოწმობა.

რა ვადაში ინიშნება სახელმწიფო კომპენსაცია?

სოციალური მომსახურების სააგენტო განიხილავს დოკუმენტაციას განცხადებისა და ყველა საჭირო საბუთის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღეში.

კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები  კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეშია წარდგენილი ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიღების პირობებს.

მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან თუ განცხადება კომპეტენტურ ორგანოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიღების პირობებს.

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ