ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება

თარიღი: 09.10.2018წ.

რა არის  ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურების პროგრამა?

პროგრამის მიზანია 18 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიური პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.

ვის შეუძლია ისარგებლოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით?

  • პროგრამის მოსარგებლედ განისაზღვრებიან (ამ დიაგნოზის მქონე) 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები.

როგორ ერთვება ბენეფიციარი პროგრამაში?

შესაბამისი დიაგნოზის არსებობის შემთხვევაში ბენეფიციარი იგზავნება აღნიშნული პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებაში (მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო).

ბენეფიციარი იღებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სამედიცინო სერვისს, როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ მომსახურებას.

პროგრამის მიმწოდებელი ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და გაწეული სერვისის შესახებ ინფორმაციას თავად წარადგენს სოციალური მომსახურების სააგენტოში.

რას მოიცავს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება?

ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მკურნალობას, გარდა, შესაბამისი წლის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ფარგლებში დაფინანსებული ჯანდაცვითი პროგრამული მომსახურებებისა.

როგორ ხდება ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანაზღაურება?

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას ბენეფიციარის მხრიდან.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში.

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ