ყავარჯნები, ხელჯოხ-ყავარჯნები, უსინათლოთა ხელჯოხები და გადასაადგილებელი ჩარჩოები

თარიღი: 05.02.2019წ.

დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, ყავარჯნებს, ხელჯოხ-ყავარჯნებს და გადასაადგილებელ ჩარჩოებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ხანდაზმულები (ქალები - 60 წლიდან და მამაკაცები 65 - წლიდან) მიიღებენ. უსინათლოთა ხელჯოხები კი, მხედველობადაქვეითებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე გაიცემა.

ვის უნდა მიმართოთ ყავარჯნების, ხელჯოხ-ყავარჯნების, უსინათლოთა ხელჯოხებისდა გადასაადგილებელი ჩარჩოების მისაღებად?

დამხმარე საშუალებების მისაღებად  განცხადებით უნდა მიმართოთ სააგენტოს. ამასთან, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, 18 წლამდე ასაკის შემთხვევაში კი - დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);
  • შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი (შშმ პირის შემთხვევაში);
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებულია დამხმარე საშუალების საჭიროება და შესაბამისი სახეობა.

(შენიშვნა: უსინათლოთა ხელჯოხის საჭიროების მქონე მხედველობადაქვეითებული შშმ პირები/ბავშვები, რომლებსაც შშმპ სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული აქვთ, რომ ეს პირები/ბავშვები არიან უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (I ჯგუფის ინვალიდები) ან უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები თავისუფლდებიან ფორმა №IV-100/ა-ს წარმოდგენის ვალდებულებისგან).

თუ განმცხადებელი კანონიერი წარმომადგენელი ან მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:

  • კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
  • კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში - მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი.

 

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ