სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირება

თარიღი: 03.04.2018წ.

რას გულისხმობს სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირება?

„დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 იანვრის №11 დადგენილება დამსაქმებლისთვის ითვალისწინებს ახალ, ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს თვეში 470 (ოთხას სამოცდაათი) ლარისა, 4 (ოთხი) კალენდარული თვის განმავლობაში.

სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს დამსაქმებლის მიერ მიწოდებული ვაკანტური სამუშაოს ადგილ(ებ)ის მოთხოვნების შესაბამისად კანდიდატების შერჩევას და დამსაქმებლისათვის წარდგენას.

საბოლოო გადაწყვეტილებას ბენეფიციართან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების  თაობაზე, სააგენტოს შეთავაზების საფუძველზე, იღებს დამსაქმებელი.

სუბსიდირების დასრულების შემდეგ, დამსაქმებელი ვალდებულია გაუგრძელოს შრომითი ხელშეკრულება ბენეფიციარს არანაკლებ 6 თვის ვადით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ვის შეუძლია ისარგებლოს სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით?

სუბსიდირების კომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ:

  • ახალგაზრდებს (16 წლიდან 29 წლის ჩათვლით),
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს (შშმპ),
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს (სსსმპ).

რა არის საჭირო სახელმწიფო პროგრამაში ჩართვისა და სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირების მისაღებად?

დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის, სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტში ჩასართავად დაინტერესებულმა დამსაქმებელმა საააგენტოში უნდა წარმოადგინოს განცხადება და სუბსიდირებისთვის განკუთვნილი პოზიციების ნუსხა (წარმოსადგენი დოკუმენტების ფორმები იხილეთ ქვემოთ მიმაგრებულ ფაილებში).

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები :
სუბსიდირებისთვის განკუთვნილი პოზიციების (ვაკანსიების) ნუსხა
„დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტის მიმწოდებლად რეგისტრირების მსურველი პირის განაცხადი
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 იანვრის №11 დადგენილება „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ