სტაჟირება

თარიღი: 03.04.2018წ.

სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს, დამსაქმებლებთან შეთანხმებით, ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილზე/ადგილებზე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება/სწავლებას შემდგომი დასაქმების მიზნით.

სტაჟირების შემთხვევაში, პროგრამის მიმწოდებლად რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტაჟირების მიმწოდებლად რეგისტრირების მომენტისათვის დამსაქმებელს გააჩნია ვაკანტური ან/და პერსპექტიული სამუშაო ადგილი/ადგილები ან/და მზადაა, მიიღოს სტაჟირების მსურველი სამუშაოს მაძიებლები დასაქმების მიზნით, სტაჟირების დასრულების შემდგომ, კონკურენციის საფუძველზე, დაასაქმოს მის მიერ შერჩეული სტაჟიორ(ებ)ი ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ ადგილებზე

  • სტაჟირების მიზნით სამუშაოს მაძიებელთა შერჩევა და გაგზავნა ხდება დამსაქმებელთან შეთანხმებით, ამასთან, სტაჟირებით სარგებლობის თაობაზე, სააგენტოსთან შეთანხმებით, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მიმწოდებელი მოსარგებლის გაგზავნიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღეში;
  • ერთ პოზიციაზე მიმწოდებელს შეუძლია აიყვანოს არაუმეტეს 3 (სამი) სტაჟიორი;
  • სტაჟირების დასრულების შემდგომ დამსაქმებელი შერჩევის საფუძველზე უფორმებს შრომით ხელშეკრულებას არანაკლებ 1 (ერთი) სტაჟიორს, არანაკლებ 6 თვის ვადით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ამ პროგრამის მიზნებისათვის, სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა და ტარდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების, გამოცდილების მიღებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით;
  • სტაჟირების მაქსიმალური ხანგრძლივობა განისაზღვრება დამსაქმებელთან შეთანხმებით და იგი არ აღემატება 3 (სამ) კალენდარულ თვეს;
  • პროგრამის ფარგლებში დამსაქმებლის მიერ გაწეული მომსახურება არ ანაზღაურდება;
  • სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება თვეში 200 (ორასი) ლარით 1 (ერთ) მოსარგებლეზე;

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

sohbet hatti sohbet hatlari sohbet telefonlari sohbet telefonlari sex hatlari canli sohbet hatlari canli sohbet hatti