მხარდაჭერითი დასაქმება

თარიღი: 28.01.2019წ.

მხარდაჭერითი დასაქმება დამსაქმებლებისთვის

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი ახორციელებს მხარდაჭერითი დასაქმების მომსახურებას, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ანაზღაურებადი სამუშაოს მოძიებასა და მის შენარჩუნებაში დახმარების გაწევას.

მხარდაჭერითი დასაქმების განსახორციელებლად მნიშვნელოვანია დამსაქმებლების აქტიური ჩართულობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის პროცესში. ვინაიდან დამსაქმებელი მხარდაჭერითი დასაქმების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს, აუცილებელია მისი მოთხოვნების გათვალისწინება და როგორც სამუშაოს მაძიებლის, ისე დამსაქმებლის მოთხოვნების შეჯერება.

მხარდაჭერითი დასაქმების ფარგლებში, დასაქმების კონსულტანტი (ქოუჩი)*  აქტიურად თანამშრომლობს დამსაქმებლებთან, რაც გულისხმობს ახალი ან არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, გასაუბრების ორგანიზებას და საჭიროების შემთხვევაში დასაქმების ადგილზე კლიმატის მომზადებას (თანამშრომლების ინფორმირებას, ფიზიკური გარემოს მომზადებას და ა.შ.).

*მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი (ქოუჩი) - არის პირი, რომელიც არის  შუალედური  რგოლი და  ახორციელებს, ერთი მხრივ, სამუშაოს  მაძიებელ შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საშუამავლო მომსახურების  გაწევას  ანაზღაურებადი სამუშაოს მოძიებისა და მისი შენარჩუნების მიზნით, მეორე მხრივ, პოტენციური  დამსაქმებლებისათვის აღნიშნული  სამუშაოს  მაძიებლების  შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მათი ცოდნის, უნარებისა და ინტერესების  შესაბამისად. 

დამსაქმებელთა ხელშეწყობის მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტო დამსაქმებელთან შეთანხმებით ახორციელებს  შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას და სტაჟირების პროგრამას.

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ