მხარდაჭერითი დასაქმება

თარიღი: 23.05.2018წ.

მხარდაჭერითი დასაქმება სამუშაოს მაძიებლებისთვის

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი ახორციელებს მხარდაჭერითი დასაქმების მომსახურებას, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ანაზღაურებადი სამუშაოს მოძიებასა და მის შენარჩუნებაში დახმარების გაწევას.

მხარდაჭერითი დასაქმების მიზანია გააძლიეროს (შშმ) სამუშაოს მაძიებელი შრომით ბაზარზე, მისი სურვილებისა და უნარების შესაბამისად დაეხმაროს სამუშაოს მოძიებასა და მის ხანგრძლივად შენარჩუნებაში. მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტის მიზანია სამუშაოს მაძიებლის კვალიფიკაციის და უნარების დაკავშირება ვაკანსიის მოთხოვნებთან.

იმისათვის, რომ სამუშაოს მაძიებელმა მიიღოს მხარდაჭერითი დასაქმების სერვისი, აუცილებელია,  მისი სურვილის შესახებ ინფორმაცია მოხვდეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში, ეს შესაძლოა რამდენიმე გზით განხორციელდეს : 1) სამუშაოს მაძიებელი ელექტრონულად დარეგისტრირდეს სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში და მიუთითოს, რომ საჭიროებს მხარდაჭერით დასაქმებას; 2)პირადად ან მისი კანონიერი წარმომადგენელი  მივიდეს სოციალური მომსახურების სააგენტოში და შეავსოს განაცხადი; 3)სოციალურ მომსახურების სააგენტომ მიიღოს მომართვა, რომელიც, შესაძლოა, გამოგზავნილი იყოს სხვადასხვა დაწესებულების მიერ. მაგალითად, ეს შეიძლება  იყოს: პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საკითხებზე მომუშავე  არასამთავრობო ორგანიზაცია, სოციალური მუშაკი და ა.შ.

მხარდაჭერითი დასაქმება მოიცავს 5 ეტაპს. პირველ ეტაპზე ხდება სამუშაოს მაძიებელთან შეხვედრა, მის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დასაქმების მიზნების განსაზღვრა. მხარდაჭერითი დასაქმების შემდგომ ეტაპებზე ხდება სამუშაო ადგილების მოძიება და დამსაქმებლების ჩართვა პროცესში.

მომსახურების მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს დასაქმება და მზად არის დაიწყოს სამუშაოს ძიების პროცესი.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ