canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - დასაქმების ფორუმი

  დასაქმების ფორუმი

დასაქმების ფორუმი არის დასაქმების პოტენციურ კანდიდატთა არჩევის ან სასურველი სამუშაო ადგილის მოძიების მიზნით, სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის წარმომადგენელი დამსაქმებლებისა და რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების ორგანიზებული, მასიური შეხვედრა/გასაუბრება.

სოციალური მომსახურების სააგენტო 2014 წლის შემდეგ დასაქმების ფორუმებს ყოველწლიურად ატარებს, წელიწადში მინიმუმ ერთხელ, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მონაცვლეობით. ღონისძიება დამსაქმებელს აძლევს საშუალებას წარმოადგინოს და რეკლამირება გაუწიოს ორგანიზაციის საქმიანობას, დროის მოკლე მონაკვეთში გაესაუბროს მათი საქმიანობით დაინტერესებულ სამუშაოს მაძიებლებს,  რომლებსაც წინასწარ ექნებათ გავლილი რეგისტრაცია და ფორუმზე წარსდგებიან დაგეგმილი სქემის მიხედვით, შეარჩიოს პოტენციური კადრი ვაკანტური სამუშაო ადგილისათვის.

დასაქმების ფორუმის მიზანია ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლებს და სამუშაოს მაძიებლებს შორის უშუალო კონტაქტის დამყარება დროის მცირე მონაკვეთში.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა დასაქმების ფორუმში?

სოციალური მომსახურების სააგენტო დაგეგმილი დასაქმების ფორუმის ჩატარების დროის, ადგილის და მონაწილეობის მისაღებად საჭირო რეგისტრაციის პირობებისა ასევე, - წესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მასმედიის საშუალებით ღონისძიების დაწყებიდან რამოდენიმე კვირით ადრე. გარდა ამისა, დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია თავსდება სააგენტოს ვებ-გვერდზე.

სააგენტო ასევე აქტიურად თანამშრომლობს დასაქმების ფორუმების ორგანიზების კუთხით ცალკეულ არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციებთან.

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari