canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები სამუშაოს მაძიებლებისათვის

  ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები სამუშაოს მაძიებლებისათვის

შრომის ბაზარს ახასიათებს კონკურენცია. ასეთ პირობებში წარმატებით დასაქმებისათვის მნიშვნელოვანია სამუშაოს მაძიებელმა იცოდეს შრომის ბაზარზე ქცევის ელემენტარული წესები.

დასაქმებაში ხელშეწყობის მიზნით, სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის სოციალური მომსახურების სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს შრომის ბაზარზე ქცევის წესების შესახებ უფასო ჯგუფურ და ინდივიდუალურ კონსულტაციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კონსულტაციაზე მისულ სამუშაოს მაძიებელს სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალისტები დაეხმარებიან:

· სამუშაოს მოძიების ტექნიკის განვითარებაში,

· საკუთარი შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების სწორ შეფასებაში,

· CV-ის / ავტობიოგრაფიის შედგენაში,

· სამოტივაციო წერილის შედგენაში,

· დამქირავებელთან გასაუბრებაზე ქცევის წესების შესახებ ცოდნის მიღებაში.

კონსულტაციის გავლა მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს უნარებსა და შესაძლებლობებს სასურველი სამუშაო ადგილის მოპოვებაში. ასევე, დაგეხმარებათ გახდეთ უფრო თავდაჯერებული დამსაქმებელთან ურთიერთობისას და მიაღწიოთ წარმატებას კარიერაში.

სამუშაოს მაძიებლების ჯგუფური კონსულტაციები შრომის ბაზარზე ქცევის წესების შესახებ იმართება სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულში კვარტალში ერთხელ. კონსულტაციაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს ან სააგენტოს ცენტრალურ აპარატს, ასევე, დარეგისტრირდეს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (სისტემაში შესასვლელად გადადით ბმულზე).

სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების და ცენტრალური აპარატის მისამართები და სრული საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

 

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari